რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 100 ადამიანი ტანკი – 762 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 982 ერთეული საარტილერიო სისტემა – 371 ერთეული MLRS – 125 ერთეული საზენიტო …

ხვალ მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ, მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე

ხვალ, 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც იესო ქრისტეს დიდებით შესვლას უკავშირდება იერუსალიმში. ამავე დღეს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღეს ზეიმობენ. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე. აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება. კანონმდებლობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის …

დადასტურდა კოვიდის 222 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 16 აპრილი

16 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი – 15, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – …

სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის

„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც. ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, …

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებულ უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთის ომს უკრაინაში და მიიჩნევს, რომ ყოველდღე შესაძლოა გააქტიურდეს ომის ახალი ეტაპი. „დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“, – დასძინა მან ინტერვიუს დროს. თუმცა …

ფინეთი, დიდი ალბათობით, გაწევრიანდება ნატოში – ფინეთის მთავრობა

ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ტუტი ტუპურაინენმა ბრიტანულ Sky News-თან განაცხადა, რომ ფინეთი, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს, თუმცა ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრს აუხილა თვალი. ტუტი ტუპურაინენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის ოფიციალური …

დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. კულებას თქმით, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას. „რუსეთის მიმდინარე შემოჭრასა და უკრაინის გმირული თავდაცვის შესახებ ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ვესაუბრე. მან დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი მადლიერი …

შუახევში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები თვეში 100 ლარს მიიღებენ

2022 წლის პირველი მაისიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. აქამდე მსგავსი პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა. შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის თქმით, პროგრამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მარტოხელა მშობლების განცხადებები მიიღეს, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით. მისივე თქმით, შუახევში მარტოხელა მშობლის სტატუსი რვა ადამიანს …

სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25 კილომეტრიანი რიგი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სატვირთოების რიგი სარფიდან ქალაქ არჰავამდე აღწევს, რომელიც საზღვრიდან 40 წუთის სავალზეა. თურქული მედია საზღვართან გაჭიმულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თურქეთიდან რუსეთსა და წინა აზიაში – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი მიმავალი სატრანზიტო …

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია.  საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა  ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. …

ფიჯიზე დააპატიმრეს რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ფასი 325 მლნ დოლარია

კუნძულ ფიჯიზე რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის ძვირადღირებული იახტა დააპატიმრეს. კერიმოვის სუპერიახტის, Amadea-ს ღირებულება 325 მილიონი დოლარია. მედიის ცნობით, იახტა გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს და გაჩხრიკეს. ასევე, დააკავეს იახტის კაპიტანი და ეკიპაჟი. გემს ფიჯის დატოვების უფლება ექნება გამოძიების დასრულების შემდეგ. კერიმოვი, რომელიც  რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, არის რამდენიმე რუს ოლიგარქს შორის, რომლებსაც აშშ-ში, ევროკავშირსა და …

„მოსკვას“ ჩაძირვა აიძულებს რუსეთს, შავ ზღვაში პოზიციებს გადახედოს – დიდი ბრიტანეთი

სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. „ეს ინციდენტი ნიშნავს, რომ რუსეთმა სერიოზული ზიანი მიიღო. „მოსკვა“ მეორე სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან. 24 მარტს ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. ასეთი დანაკარგები აიძულებს რუსეთს, გადახედოს თავის პოზიციებს შავ ზღვაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება. კრეისერის ჩაძირვა დღეს …

„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ რა მიზნებით მოდის ჩვენთან“ – მედვედევი მიგრანტებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალ ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანაში შესული მიგრანტების შესასწავლად. მისი თქმით, ამისათვის გამოყენებული უნდა იქნას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებიც. რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, მედვედევმა სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრა დღეს, 15 აპრილს. მედვედევის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, „განსაკუთრებით შექმნილ …

პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი

ფინანსისტი და ინვესტორი ბილ ბრაუდერი წლების განმავლობაში ითხოვდა კრემლისთვის მკაცრ სანქციებს და „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას. კონსტანტინ ეგგერტთან ინტერვიუში ის ჰყვება, თუ როგორ გახდა პუტინი უდიდესი ოლიგარქი. ინტერვიუ „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა. საინვესტიციო ფონდის, Hermitage Capital-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ბილ ბრაუდერს, რუსეთში შესვლა 2005 წლიდან აკრძალული აქვს. 1995 წლიდან 2006 წლამდე, დახურვამდე, Hermitage Capital-ი რუსეთში უცხოური ინვესტიციების …

პოდოლიაკი: ახლა ევროპის ჯერია მოსკოვი გაუშვას ეკონომიკურ ფსკერზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დააწესოს სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე და „მოსკოვი გაუშვას ეკონომიკური და ფინანსური ფსკერისკენ“. „უკრაინამ რუსული კრეისერი „მოსკოვი“ უკვე გაუშვა ფსკერზე. ახლა ევროპის ჯერია ნამდვილი მოსკოვი გაგზავნოს ფინანსური და ეკონომიკური ფსკერისკენ. ის, რაც ამისთვისაა საჭირო, არის სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე. Ukraine has already sent …

შაბათ-კვირას ბათუმში 23 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 5 – 10 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 0 …

ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას. „ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, …

„აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

31 მარტს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად შუახევსა და ხულოში ორი კოლეჯის, ,,ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ამავე კოლეჯების ხელმძღვანელები და ლექტორებიც ესწრებოდნენ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს სტაჟირების პროგრამა შესთავაზოს ყოველწლიურად ელექტროობის მიმართულების 20 სტუდენტს. სწორედ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის დეტალები და პირობები გააცნეს 31 მარტს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა …

თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 7 სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ის, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში ახლდება. ამ დროისთვის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 213 პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული, რომელთა ქვეყანაში შემოტანა ფარმაცევტულ კომპანიებს გამარტივებული წესით შეუძლიათ. თურქული …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 15 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 000 ადამიანი ტანკი – 756 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 976 ერთეული საარტილერიო სისტემა – 366 ერთეული MLRS – 122 ერთეული საზენიტო …

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ …

ბათუმში და გურიაში ტრენინგების სერია ჩატარდა IBDIPC-ის ორგანიზებით

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TEHNOPOL“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად აქტივობას – ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაცია სოციალურ მედია …

კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 15 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში –12, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 20 318, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი …

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

მარიუპოლთან რუსი ოკუპანტები სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ 78 წლის ჟურნალისტსა და მწერალს, ევგენი ბალს, იტყობინება უკრაინული გამოცემა „ტე-ეს-ენი“. უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, ბალი წამების შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელი პაველ კუშიც. ცნობილია, რომ 78 წლის ბალი რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლთან, მელეკინოში დააკავეს. უკანონო დაკავების მიზეზი უკრაინელ ჯარისკაცებთან გადაღებული …

ხერსონში, ბავშვთა სახლში, 58 ბავშვი საფრთხეშია – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა სახლში 58 აღსაზრდელი საფრთხის ქვეშ რჩება. „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება ბავშვთა სახლი ხერსონი. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად იქ 58 ბავშვია. ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში სარდაფში იმალებოდნენ რუსი სამხედროების დაბომბვის თავიდან ასაცილებლად. ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია და ბავშვთა დაცვის სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას, რადგან ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარულ …

„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“

ასია ბალასანიანი 18 წლის გოგოა ახალქალაქის სოფელ კოჩიოდან. ასია ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ასიას მშობლებს, ახალქალაქის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან აქვთ. ასე უხდიან ისინი ასიას ქართული ენის კურსის საფასურსაც. კოჩიო ეთნიკური სომხებით კომპაქტურად …

რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე. ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე? წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში …

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკში სიახლეა. მობაილბანკს, გადარიცხვის მენიუში, კიდევ ერთი ფუნქციონალი – თანხის ღილაკები დაემატა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადარიცხვის პროცესს და ზოგავს მომხმარებლის დროს. ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს პირდაპირ სთავაზობს სხვადასხვა ოდენობის თანხის შაბლონებს, რისი საშუალებითაც სასურველი თანხის ხელით შეყვანა საჭირო აღარაა და გადარიცხვა ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. ასე, საბანკო ოპერაციების დისტაცნიურად შესრულება  …

„ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მხეცი, მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია“ – პოდოლიაკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი „აწყობს გენოციდს უკრაინაში“, მაგრამ ევროკავშირი ამას სათანადოდ ვერ აფასებს და „განაგრძობს რუსეთის დაფინანსებას“ მისთვის ენერგორესურსებში გადახდილი ფულით. „საქართველოს, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში. პოლიტიკოსები თვალს ხუჭავდნენ რუსეთის დანაშაულზე წლების განმავლობაში. შედეგი – გენოციდი ევროპის შუაგულში. ათასობით მსხვერპლი“, – დაწერა პოდოლიაკმა. უკრაინელი …

რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას.  კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – …

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი

ექიმი-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძე 7 ქართველ ექიმთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში. ექიმები საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდნენ. „ბათუმელები“ ვატო სურგულაძეს ესაუბრა. ბატონო ვატო, რა მიზნით ჩახვედით უკრაინაში და რა სიტუაცია დაგხვდათ იქ? ექიმთა ჯგუფის ჩასვლა უკრაინაში იყო პარტია „ლელოს“ ინიციატივა. ოთხი კვირა ვემზადებოდით უკრაინაში წასასვლელად. წინასწარ გვქონდა კონტაქტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. …

16 თვე კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებთან, მედიცინა და მუსიკა – სტუდენტი ბათუმიდან

24 წლის ელიზა ჩიკვაიძე მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია ბსუ-ში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელიზა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის კოვიდ განყოფილებაში მუშაობდა უმცროს ექიმად. ელიზა ბაკალავრის დასრულებამდე მუშაობას არ აპირებდა, სხვა სტუდენტების გამოცდილებით იცოდა, რომ ეს ძალიან რთული იყო და მთელი ყურადღება უნდოდა სწავლისთვის დაეთმო, თუმცა პანდემიამ ელიზას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. „პანდემია რომ დაიწყო, …

ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქიმიური ნივთიერება „ზარინით“ არიან მოწამლულები და ამის შესახებ მათ ექიმმა დღეს განუცხადა. ნადიმ ხმალაძემ 5 აპრილს დაწერა: „რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში“. „აქამდე მხოლოდ ჩვენი ვარაუდი გვქონდა, სიმპტომებიდან გამომდინარე და დღეს უკვე ექიმმა დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მოწამვლა გამოიწვია ნივთიერება „ზარინმა“, რომელიც სხვა ნივთიერებასთან იყო …

ესპანეთში ქალაქმა ერთი კვირით უკრაინა დაირქვა სოლიდარობის ნიშნად

ესპანეთში ქალაქი ფუენტეს-დე-ანდალუსია სახელს იცვლის და უკრაინას ირქმევს. ინფორმაციას ესპანური ტელეარხი, antena 3 ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ფრანსისკო მარტინესმა განაცხადა, ეს არის სოლიდარობის აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ფუენტეს-დე-ანდალუსიაში 7200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ესპანეთის ქალაქის მთავარ ქუჩებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ უკრაინის ქალაქების სახელები: კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და ოდესა. ქალაქის დროშა უკრაინის დროშის ფერებს ემთხვევა, …

დაბა ქედაში მუნიციპალური მიკროავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

14 აპრილიდან დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი იმოძრავებს. ქედის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღის განმავლობაში ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. „ამ პერიოდში დააკვირდებიან როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ შეიცვლება ან დადგინდება კონკრეტული გრაფიკი. რაც …

რუსეთი იტაცებს ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადასაცემად – უკრაინა დახმარებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ორგანიზებულად ცდილობს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანას და რუსულ ოჯახებზე გაშვილებას. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. „რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მიმართავენ მიუღებელ ქმედებებს – ადგილი აქვს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების უკანონო და …

Exit mobile version