რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში. ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული …

„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო

„გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს… რეაბილიტაციის დაწყებამდე ამხელა პრობლემები არ იყო… მოხრეშვას ვითხოვთ და იმასაც არ აკეთებენ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს, ტენდერებსაც ატარებს და სამუშაოებსაც, თუმცა მოქალაქე აღწერს, რომ შედეგი საპირისპიროა. „გზაზე ვეღარ დავდივართ საერთოდ,“ – ამბობს …

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …

ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.  

რუსეთისა და უკრაინის ჯარების დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 19 300 ადამიანი ტანკი – 722 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 911 ერთეული საარტილერიო სისტემა – 342 ერთეული MLRS – 108 ერთეული საზენიტო …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 3-8 …

დადასტურდა კოვიდის 148 ახალი შემთხვევა – 10 აპრილი

10 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 11, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი …

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს. მეგი, როგორც ვიცით, …

მოსამართლემ ირაკლი კუპრაძე გაამართლა, ისიც „მონას“ დაძახებისთვის დააკავეს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა. ის 2 მარტს ბათუმში, სოლიდარობის აქციაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ მან პოლიციელებს „მონა“ უწოდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ „მონას“ დაძახება სამართალდარღვევად არ მიიჩნია – 4 აპრილს ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩიდან“ ცოტნე კობერიძე, რომელმაც …

რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, მაგრამ ხედავს, რომ რუსული არმია მორიგი შეტევისთვის ემზადება, უფრო ხელსაყრელი პირობებით. სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ ეტაპზეც უკრაინისთვის შეიარაღების დროულად …

ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაგებულ სითბოს, სიყვარულს… ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვიყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი, მადლიანი ქვეყანა, “ – უთხრა დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ლელა ვეფხვაძემ, ქალმა, რომელმაც 9 აპრილი ყველას დაამახსოვრა სიმღერით „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, …

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა. „9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკრაინაში, იზუმში დაიღუპნენ დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში …

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს,“ – ქართულად ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. დღეს, 9 აპრილს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე „დროას“ ორგანიზებით იმართება. „32 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა, თავისუფლებისთვის საბრძოლველად,“ – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა. – „მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არამხოლოდ თქვენი, არამედ …

ავარია ბათუმში

დღეს 9 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ბათუმში მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.  

9 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პირებს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 18, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – …

12 წლის ინგლისელმა ბიჭმა უკრაინელი ბავშვებისთვის 68 ათასი ფუნტი შეაგროვა

ინგლისში, კამბრიაში მცხოვრებმა გაბრიელ კლარკმა თავისის ხელით შექმნილი ხის თასი უკრაინელების დასახმარებლად ლატარიაში გაათამაშა და ამ გზით 68 ათასი ფუნტი შეაგროვა. ამის შესახებ BBC წერს. 12 წლის გაბრიელმა უკრაინელებისთვის ფულის შეგროვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინსტაგრამზე მისი ხის ნაკეთობები პოპულარული გახდა. ხის თასს წრიულად ორი – ლურჯი და ყვითელი კანტი გასდევს და მისი მფლობელის ვინაობა …

ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან „წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან. რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც …

ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო, რომელიც რუს სამხედროებს 3 აპრილის შემდეგ დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს. ინფორმაციას, ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე დაყრდნობით, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს. ოლექსანდრ გუნკო, რომელიც გამოცემა Novakahovka.City-ს მთავარი რედაქტორია, რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. მაშინ მათ, ქალაქ ნოვა კახოვკაში, გუნკოს სახლიც გაჩხრიკეს და მისი ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები წაიღებს. გუნკო დაკავებიდან სამი …

ხელვაჩაურის მერია 82-ბინიანი სოციალური სახლის აშენებას აპირებს – კონკურსი

ხელვაჩაურის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 220 ათასი ლარია. „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში უთხრეს, რომ ბინები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უნდა აშენდეს. „სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წელს დასრულდა. სულ 207 განაცხადია შემოსული და აქედან 160 განაცხადი დაკმაყოფილდა, ანუ შემდგომში ბინებს გადასცემენ“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიაში. ახალი სოციალური …

რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს. „გრინ რეზორტს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სკოპინგის დასკვნიდან 2 წელში უნდა მიეღო. სკოპინგის დასკვნაზე მინისტრის ბრძანება კი, 2020 წელს გამოიცა. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, თუ კომპანია სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან …

“მიქსერი პირველად თბილისში ვნახე” – კონდიტერი ქალი შუახევიდან

„სტუდენტობის დროს თბილისში ვსწავლობდი. იქ ჩემი კარის მეზობელი აცხობდა ნამცხვრებს. ხშირად ვეხმარებოდი კეთებაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე. სულ მიქსერი მეჭირა ხელში. იქამდე მიქსერი არ მქონდა ნანახი, ჩვენ ხელის სათქვეფს ვიყენებდით სახლში. პირველად იქ დავინახე ნამცხვარი „შუც“. ყოველთვის მიკვირდა, ნამცხვარში როგორ ხვდება კრემი-მეთქი“, – გვიყვება მზია. მზია დავითაძე 52 წლის ქალია დაბა შუახევიდან. სიცილით ამბობს, რომ ბავშვობიდან …

რუსეთი უკმაყოფილოა, რომ თურქეთმა უკრაინას „ბაირაქტარები“ მიჰყიდა

რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქეთის მიმართ უკრაინისთვის „ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს. „რუსები გაღიზიანებულები არიან და მუდმივად წუწუნებენ დრონებზე. ისინი ადრეც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და ახლაც“, – უთხრა სახელმწიფო მოხელემ უცხოურ მედიას. – „თუმცა ჩვენ მათ პასუხი უკვე გავეცით… რომ ეს იყო კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, არა …

გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ტრიბუნალს ითხოვს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ომის დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით. შტაინმაიერის თქმით, უნდა დაისაჯონ ყველა, ვინც უკრაინაში დანაშაული ჩაიდინა, ვინც ბრძანებებს გასცემდა, და, ასევე, ვისაც ამ დანაშაულზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების …

რუსეთი მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებას უყენებს. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწყების თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა უკვე დაავალა საგამოძიებო განყოფილებას, გამოიძიონ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ მამუკა მამულაშვილს. მას რუსეთის ფედერაცია ომის წარმოების წესების დარღვევაში და რუსული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების …

შუახევში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, ცენტრალურ და კობალთა-შუახევის გზებზე მეწყერი ჩამოწვა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ვახტანგ ბერიძემ, შუახევის მერის წარმომადგენელმა შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. „მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე დასრულებულია შუბანი- შუახევის ცენტრალური გზის გაწმენდა და ახლა კობალთა-შუბნის ცენტრალური გზის გაწმენდას დავიწყებთ“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე. მისი ინფორმაციით, შეფერხებული მოძრაობა კობალთა-შუბანის დამაკავშირებელ გზაზე დღის ბოლომდე სრულად აღდგება. სოფელ კობალთის მკვიდრის, …

„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე

„ეკლესია ერთია“ – მიიჩნევს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – სხალთელი მთავარეპისკოპოსი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქი არაქრისტიანულად იქცევა …

იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა

დღეს, 8 აპრილს, იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა უკრაინაში რუსეთის ომის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის საპასუხოდ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გაძევებულ დიპლომატებს შორის არ არის რუსეთის ელჩი, მიხეილ გალუზინი. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ იაპონია დააწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, აკრძალავს ქვანახშირისა და არყის იმპორტს რუსეთიდან, გაყინავს Sberbank-ისა და Alfa Bank-ის მსხვილი კრედიტორების აქტივებს და …

„იღბლიანი ვყოფილვარ“ – უკრაინაში სიკვდილს გადარჩენილი Fox News-ის ჟურნალისტი

Fox news-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი, რომელიც სამი კვირის წინ უკრაინაში დაიჭრა, დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან ტვიტერზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა. ბენჯამინ ჰოლი 14 მარტს, კიევთან ახლოს, მაშინ დაიჭრა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტების მანქანას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას დაიღუპნენ არხის უკრაინელი კონსულტანტი ოლექსანდრა (საშა) კუვშინოვა და ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი. …

„საშა დაიღუპა“ – უკრაინელი ჟურნალისტის წერილი

უკრაინელი ჟურნალისტი, ოლექსანდრა კუვშინოვა, რომელიც Fox News-ის კონსულტანტად მუშაობდა, 14 მარტს, კიევთან ახლოს მოკლეს. მასთან ერთად მოკლეს Fox News-ის ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი. CNN ოლექსანდრას მეგობრის, უკრაინელი ჟურნალისტის, მარგო გონტარის წერილს აქვეყნებს. მარგო გონტარი „7,62 პროექტისა“ და StopFake-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ______________ „ოლექსანდრა კუვშინოვას, საშას, როგორც მე მას ვიცნობდი, ბოლოს 5 მარტს ველაპარაკე. Fox News-ის უკრაინელმა კონსულტანტმა …

დონეცკის ოლქში მატარებლის სადგური დაბომბეს, დაიღუპა 30 ადამიანი – ზელენსკი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა –  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე ავრცელებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, სადგურში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდებოდა. „რუსები თავიანთ არაადამიანურ მეთოდებზე უარს არ ამბობენ. არ აქვთ ძალა და გამბედაობა, რომ დაგვპირისპირდნენ ბრძოლის ველზე, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.  …

შუახევი ჰესი აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს. წელს კომპანიამ, დათევზიანების მეორე ეტაპი განახორციელა და მდინარის აჭარისწყლის აუზში 11 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლარვა გაუშვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს „წითელი ნუსხის“ ობიექტია და მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ნაკადულის კალმახის აღდგენასა და შენარჩუნებას. დათევზიანების პროცესს უზრუნველყოფენ ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები. …

გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა

„გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე,“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსია და იგი 2007 წლიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. პროკურატურის მიერ ძებნილი ვლადიმერ კაპანაძე გერმანიიდან დღეს, 8 აპრილს …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 19 000 ადამიანი ტანკი – 700 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 891 ერთეული საარტილერიო სისტემა – 333 ერთეული MLRS – 108 ერთეული საზენიტო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით დროგამოშვებით წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 14-19 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 1-3 გრადუსი, …

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაუზარდა. მთავრობის ინფორმაციით, რელიგიური გაერთიანებების საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოტივით იღებენ. აქამდე ეს თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა გამოყოფილია რელიგიური უმცირესობებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბიუჯეტიდან ცალკე …

Exit mobile version