ნორვეგიაში ფულს აგროვებენ უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად

ნორვეგიაში უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს. „აჩუქე ბაირაქტარი უკრაინელ ხალხს ნორვეგიელებისგან“ – მოუწოდებენ კამპანიის ავტორები ნორვეგიელებს. კამპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვამ სამ დღეში შეაგროვა „ბაირაქტარისთვის“ საჭირო თანხა, პოლონეთში კი 3 „ბაირაქტარის“ თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, ასევე – უკრაინაში. „ჩვენ გვჭირდება 10 კრონზე ნაკლები თითოეული ნორვეგიელისგან“ – აღნიშნულია განცხადებაში. ამ დროისთვის [19 …

აჭარაში კოვიდის 882 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 72 073 კვლევა ტესტით. გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი. 7- დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10.84% პროცენტი. ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 4 978  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 882 ახალი შემთხვევა, მესამეზე …

როგორ გაჩნდა ფრაზა – „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“

ომის პირველი დღეებიდან უკრაინის საომარ ჰიმნად არაერთი სიმღერა იქცა, მათ შორის უკრაინული დუეტის, ProBass-ისა და HARDI-ს ჰიტი „Доброго вечора, ми з України“ – „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფრაზა, რომელსაც დღეს თითქმის ყველა უკრაინელი იყენებს. ხშირად ამ ფრაზით ესალმებიან საზოგადოებას პოლიტიკოსებიც – მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი …

უახლოეს დღეებში ბათუმში დროდადრო ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილას – ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში: დღისით: 19 …

მერი სათათბირო საბჭოს მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ქმნის – არასამთავრობოები არ ეთანხმებიან

დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საკრებულო „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის შემდეგაც ქალაქის მერს K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება ენიჭება. მერი აპირებს, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით შექმნას ე.წ. სათათბირო საბჭოც, რომელიც მთლიანად თანამდებობის პირებისგან დაკომპლექტდება. ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გუშინ საკრებულოს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ. ორგანიზაციების განცხადებით. პროცესი …

ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა NATO-ს სტანდარტის შეიარაღებაზე გადადის, კონკრეტულ პოზიციებზე კი უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიასთან პარიტეტს მიაღწიეს – ამის შესახებ ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ისეთი ჭურვების მიღება, რომლებიც უფრო შორს სწვდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ შემოვა იმ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, როგორიც ჩვენ გვჭირდება,“ – …

10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები

განათლების სპეციალისტი, მარიანა კარაპეტიანი ამბობს, რომ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სომხური სკოლების მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან მას ხშირად შესჩივიან. მისი თქმით, მასწავლებლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ნათარგმნ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებში. „ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაგება რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი. ჩემი …

რუსეთის არმიის წინსვლა და საბრძოლო ტემპი შენელდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის მთავარი აქცენტი დონბასში მყოფი რუსეთის არმიის ნაწილების შემადგენლობა, ბრძოლისუნარიანობა და სტრატეგიაა. უწყების ინფორმაციით, რუსეთს დონბასის შეტევებში ნომინალურად ჰყავს ჩართული ექვსი ცალკეული არმია. ეს ფორმირებები, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, დაახლოებით 150 000 სამხედროსგან შეიქმნა, თუმცა ბოლო კვირებში, ნებისმიერ სექტორში შეტევისას, რუსეთი ძირითადად ასეულის ზომის დაჯგუფებებით მოქმედებდა.  „სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთი …

ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი ლალი მარგიანი. სკოლაში ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. ლალი წელს ეროვნული ჯილდოს ათეულშია და ინტერვიუში თავის პირად ტრაგედიაზე, განცდებსა და მოსწავლეებზე გვიყვება. ქალბატონო ლალი, რა გზა გაიარეთ სანამ მარნეულში, ხოჯორნის სკოლაში აღმოჩნდებოდით? მასწავლებლობა ჯერ კიდევ 1987 წელს დავიწყე, როცა …

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ ბურიატიიდან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და უკრაინა დატოვა. ასეთი მონაცემები აქვს ფონდს, „თავისუფალი ბურიატია“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ამბობს, რომ სწორედ ამდენ სამხედროს გაუწიეს იურიდიული დახმარება, როგორ გაეუქმებინათ ხელშეკრულებები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. „ჩვენ არ ვეცოდებით, ბურიატებს, ყალმუხებს, დაღესტნელებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. ბურიატიაში ერთი ოჯახიც კი აღარ დარჩა, რომელსაც ეს ომი არ შეხებია. გვწერენ, …

დაგვეხმარეთ, რუსულენოვან მოსახლეობას გავაგებინოთ სიმართლე – Dron.media

საერთაშორისო ჟურნალისტების გამოცდილმა გუნდმა უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი, რუსულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი – Dron.media შექმნა. მოსკოვის აგიტატორები მარტივად სწვდებიან ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ და თესავენ განხეთქილებას როგორც დამფუძნებლები წერენ, ახალი გამოცემის მთავარი ფოკუსი ის ქვეყნებია, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ შორისაა საქართველო და კავკასიის რეგიონიც, ისევე როგორც ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, …

ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიუახლოვდა – პაპანაქება ევროპაში

ევროპაში სიცხე მატულობს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ბიურომ დღეს,  18 ივლისს, პირველად ისტორიაში, განსაკუთრებული სიცხის გამო გაერთიანებული სამეფოსთვის გაფრთხილების წითელი დონე გამოაცხადა – დიდი ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურის +40°C-მდე აწევას პროგნოზირებენ. ამავე დროს, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 46 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა. მომდევნო კვირაში ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი სიცხისთვის ემზადებიან. სიცხის გამო საფრანგეთში, ესპანეთში, …

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს. საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა …

გავანადგურეთ დივერსიული ჯგუფი და შევიპყარით მათი მეთაური – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, ეროვნულ გვარდიასა და ტერიტორიული დაცვის ძალებთან ერთად, ხარკოვში, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო დივერსიული ჯგუფი გაანადგურა და ტყვედ მისი ერთ-ერთი მეთაური აიყვანა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯგუფმა სპეცოპერაცია ჩაატარა სოფელ დემენტიევკაში, ხარკოვის ოლქში. აღმოვაჩინეთ ოკუპანტების დიდი დანაყოფი, რომელიც დანგრეულ შენობებში იყო გადანაწილებული. განადგურებულია 36 …

რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან ერთმანეთში მოკავშირეებს დაინახავენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მოტივით, ეს ძალა აიძულებს ხელისუფლებას, ევროპული კურსი ჰქონდეს. „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელიც საქართველოს ქალაქებში ხვდება ადამიანებს და მათ „ევროპული ფორუმის“ იდეას აცნობს. ფორუმი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის …

წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“

სოფელ წაბლანაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დამეწყრილ ცენტრალურ გზაზე საფეხმავლო ბილიკი საკუთარი ძალებით მოაწყო. წაბლანელ ნოდარ დავითაძის თქმით, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილ მეწყრულ მასაში ხშირად საქონელი ეფლობა. „ფეხით გადასასვლელ ბილიკს ვაკეთებთ, რადგან პირუტყვი ვერ დადის, ამ ბილიკთან იკეტება და შემდეგ წრეს ვარტყამთ 12 კილომეტრზე. ჩვენი ძალით ბილიკი გუშინ გავაკეთეთ ისე, რომ ფეხით უკვე ადამიანიც გაივლის. ეს გზა ორ …

პესკოვმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უარყო

ვინიცის ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთის არმია უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა, არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ძალიან მკაფიო ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან – თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამიტომაც, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუშაობენ ძალიან ზუსტად, იყენებენ ზუსტი …

სერგეი შოიგუმ უკრაინის „ჰაიმარსებზე“ ნადირობა გამოაცხადა

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავის სამხედროებს „ჰაიმარსის“ სარაკეტო საარტილერიო სისტემების განადგურება დაავალა – ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ გასცა. თავდაცვის უწყების მიერ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერგეი შოიგუმ „აღმოსავლეთის“ სარდლობის ინსპექცია ჩაატარა და მის უშუალო მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ რუსტამ მურადოვს დაავალა, „გაანადგუროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შორსმოქმედი სისტემები“. რუსტამ მურადოვი 2018 წლიდან სამხრეთის სამხედრო …

ფრონტზე უკრაინული მუსიკალური არხის წამყვანი დაიღუპა

უკრაინული მუსიკალური არხის M2-ის ჰიტაღლუმის წამყვანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 34 წლის კარიმ გულამოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არხმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. „ამ წყეულ ომს საუკეთესოები მიჰყავს. ნათელი ხსოვნა გმირს. მშვიდობით განისვენე, მეგობარო“, – ასე დაემშვიდობა M2-ის ფეისბუქგვერდი ტელეწამყვანს. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინელმა მომღერალმა ოლია ციბულსკაიამაც, რომლის მშობლებსაც ოკუპირებული ირპენიდან ევაკუაციაში კარიმ გულამოვი დაეხმარა. „ჩემი ოქროს მეგობარი. გული …

ვინ არის კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა ემუქრება

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ კიდევ ერთი ბრიტანელი ტყვის, ჯონ ჰარდინგის ვიდეო აჩვენა – ის ჰყვება, რომ სიკვდილით დასჯა ემუქრება და დახმარებისთვის ბორის ჯონსონს მიმართავს. ოჯახმა და მეგობრებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ვიდეოში ნაჩვენები კაცი ნამდვილად ჯონ ჰარდინგია. 50 წელს გადაცილებული ჰარდინგი, რომელიც BBC-ის ცნობით, წარმოშობით სანდერლენდიდანაა და სამხედრო პარამედიკოსია, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება. ჰარდინგი მაისში „აზოვსტალის“ სხვა …

6 ადამიანი დაიღუპა ტორეცკში დაბომბვის შედეგად – უკრაინის სამაშველო

უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 18 ივლისს, დილას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. განადგურდა ორსართულიანი შენობა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს სამაშველო სამსახურმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვა, ნანგრევებიდან ამოიყვანეს 3 ადამიანი, რომელთაგან 1 საავადმყოფოში გარდაიცვალა. _______________ ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური. ДСНС України/facebook

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა. ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს. „ეს არის …

„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

„უკრაინა არ არის კორეა“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ჯეიმს სტავრიდისის ინტერვიუს, რომლის პროგნოზითაც, რუსეთის ომს უკრაინაში კორეის ომის დასასრული ექნება და გაყინულ კონფლიქტად ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში იქცევა. „უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა]. განსხვავებულია კონტექსტი, განსხვავებულია მასშტაბები. ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი“ …

მარიუპოლში ბიჭი უკრაინის დროშით გავიდა დაბომბილ თეატრთან – საკრებულო

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, ბიჭი უკრაინის დროშით გავიდა რუსეთის მიერ დაბომბილ დრამატულ თეატრთან. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო წერს ტელეგრამზე და ფოტოს აქვეყნებს. „ოკუპირებულიც კი, მარიუპოლი არ ნებდება. ახალგაზრდა უკრაინის დროშით დაბომბილი დრამატული თეატრის მახლობლად მოედანზე გავიდა. ამის გაკეთება ნამდვილი გამბედაობაა, როცა უკრაინული ენისთვისაც კი შეიძლება „სარდაფში“ ჩაგაგდონ. ათიათასობით ადამიანი კვლავ ვერ ტოვებს ქალაქს. …

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში 19 ივლისს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 19 ივლისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ბათუმში 15 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება. 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივნისის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29-დან #53-მდე ანგისის ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩა კობალაძის ქუჩა შალვა ინასარიძის ქუჩა შალვა ინასარიძის ჩიხი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ჰასან …

„ვაგნერს“ ლუგანსკში დიდი დანაკარგი აქვს, ის აქ რუსეთის დასაყრდენია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი უკრაინის ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში. დაზვერვის 18 ივლისის რელიზის თანახმად, „ვაგნერს“ ამ ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს. „რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გამოიყენა, რათა გაეძლიერებინა ფრონტის წინა ხაზი, შეევსო პირადი შემადგენლობის ნაკლებობით …

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი – ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 687 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 3 886 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 849 ერთეული [+3] MLRS – 248 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 …

19 წლის უკრაინელმა გვარდიელმა ექვსი რუსული Су-25 ჩამოაგდო

19 წლის უკრაინელმა გვარდიელმა ზაპოროჟიეში 6 რუსული Су-25 ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ნაციონალური გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 19 წლის ახალწვეულს სოციალურ ქსელებში „ზაპოროჟიელ შურისმაძიებელს“ ეძახიან. მან უკვე რუსეთის ექვსი Су-25 და ერთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. გვარდიელი „იგლათი“ ანადგურებს ოკუპანტების ავიატექნიკას. „ასე მეძახიან მას შემდეგ, რაც სამი თვითმფრინავი გავანადგურე. პრინციპში, მომწონს, ჩემს მეგობრებსაც მოსწონთ. …

ოკუპანტები იყენებენ იარაღს, რომელსაც მაქსიმალურად გამანადგურებელი ეფექტი აქვს

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ნიკოლაევის დაბომბვისთვის იყენებენ ატიპიურ იარაღს – S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებს, სწორედ ამიტომ მათი დარტყმა დიდ ნგრევას იწვევს ქალაქში – განაცხადა უკრაინის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სისტემას აქვს დამატებითი ეფექტი – მაქსიმალურად ანადგურებს ყველაფერს დარტყმის ადგილის ირგვლივ. სწორედ ამიტომ, როგორც …

უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცრუობს, როცა ამბობს, რომ „უკრაინაში რუსეთს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. ამის შესახებ ფუკუიამამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ის ცრუობს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე. დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც სწავლობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთის არმია …

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა ქობულეთში – „ბნელოდა, დათვი ეგონა და ესროლა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 20 – 25 გრადუსი  მაღალ მთაში: …

ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო

„ხერსონი უბრძოლველად ჩააბარეს“ – ასეთ აზრს შეიძლება წააწყდეთ სოციალურ ქსელებში. ომის მეხუთე თვესაც კი, ცოტამ თუ იცის ხერსონისთვის ბრძოლების შესახებ. უკრაინას ჰყავს რამდენიმე გმირი, რომლებმაც ეს ყველაზე მაღალი ჯილდო სწორედ რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში, ხერსონისთვის ბრძოლებში მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი დმიტრო დოზირჩია, 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეულის მეთაური. 24 თებერვალს დმიტრო 33 ტანკისტთან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160] ტანკი – 1 684 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 3 879 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 846 ერთეული [+0] MLRS – 248 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 110 …

23:14 – „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრებს სძლიეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 23:14. შეხვედრა ქუთაისში გაიმართა დღეს, 16 ივლისს. _____________ ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/facebook

Exit mobile version