რუსებს უკრაინისთვის გადაცემული არცერთი „ჰაიმარსი“ არ გაუნადგურებიათ – გენერალი მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის მოკლე კომენტარს ტვიტერზე ამერიკის ხმის უკრაინული ბიუროს ჟურნალისტი ოსტაპ იარიში ავრცელებს. „დღეისთვის, რუსებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული არცერთი „ჰაიმარსი“ არ გაუნადგურებიათ და ყოველ ჯერზე ხეზე ვაკაკუნებ, როდესაც ასეთ რამეს ვამბობ“, – ციტირებს ჟურნალისტი გენერალს. Gen. Mark Milley: To date, provided to #Ukraine HIMARS have not …

რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები და სეპარატისტები დონეცკის ფრონტის ხაზზე მცირე მასშტაბის შეტევებს განაგრძობენ. 21 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინის სიდიდით მეორე, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან. „რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დაკავებას, ისეთის როგორიც ელექტროსადგურებია,“ – წერს დაზვერვა და იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია, უგლეგორსკისკენ სვლა რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იყოს. …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 21 ივლისის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმში შემდეგ ქუჩებზე: რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე, გორგილაძის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე, ასათიანის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე, 26 მაისის ქუჩა – რუსთაველის ქუჩიდან …

ბათუმში მგზავრობა 50 თეთრი ღირს, მაგრამ 70 თეთრს იხდით. რატომ? – ინტერვიუ

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა 70 თეთრი ღირს, ოღონდ არაოფიციალურად. გასულ თვეში ბათუმის საკრებულომ არ გაზარდა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური და 2025 წლის პირველ აპრილამდე ბათუმში მგზავრობა, ოფიციალურად, 50 თეთრი უნდა ღირდეს. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უწევს ზედამხედველობას. მერია ირწმუნება, რომ კანონდამრღვევ სატრანსპორტო კომპანიებს აჯარიმებს. რეალობა კი ასეთია – მოქალაქეები მგზავრობის საფასურს – 70 თეთრს იხდიან, …

ბათუმში კლუბმა მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა რუსეთში სიმღერის გამო

ბათუმში, კლუბ Sector 26-ში 24 ივლისს დაგეგმილი მომღერალ მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა. როგორც კლუბის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, კონცერტის გაუქმების მიზეზი მომღერლის რუსეთში გამართული კონცერტებია. „არ ვიცოდით, მოსკოვში თუ აპირებდა კონცერტებს, არც წინა კონცერტის შესახებ გვქონდა ინფორმაცია და არც აგვისტოში დაგეგმილზე“- გვითხრეს კლუბში. კლუბმა ფეისბუკის გვერდზეც გააკეთა განცხადება, სადაც წერს: „24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა …

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …

„წყალი არ არის უსაფრთხო“ – ქობულეთის ერთი სოფლის მოსახლეობას მერია ინფორმაციას უმალავს

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში აღებული სასმელი წყლის ლაბორატორიულ დასკვნას ეხება. დასკვნის მიხედვით, სასმელ წყალში აღმოჩნდა E.coli [იგივე ნაწლავის ჩხირი] და Streptopcocus faecalis. დასკვნა 14 ივლისს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობისთვის შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სოფელში დაგვიდასტურეს, …

როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, …

აშშ დამატებით 4 „ჰაიმარსს“ გადასცემს უკრაინას

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით გადასცემს 4 სარაკეტო საარტილერიო სისტემას HIMARS-ს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა HIMARS-ის 12 დანადგარი უკრაინას არმიის გასაძლიერებლად. მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია – თქვა ოსტინმა. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, …

უკრაინა დასავლური შეიარაღების გამოყენებისას პრობლემებს აწყდება – WSJ

უკრაინა დასავლური შეიარაღებისა მიღებისა და გამოყენების სერიოზულ პრობლემებს აწყდება, რადგან ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პრობლემებია რემონტის თვალსაზრისითაც – ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს. მასალაში აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იღებს თანამედროვე და ეფექტიან შეიარაღებას, რომელმაც უკვე შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა ბევრად ზუსტი დარტყმების …

დავაკავეთ ოდესელი კაცი, რომელიც რუსებს ოდესის დაბომბვას სთხოვდა – უკრაინის პოლიცია

უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა ოდესის მცხოვრები, რომელიც გამოძიების მტკიცებით, რუს სამხედროებს მოუწოდებდა, ოდესისთვის ისევე დაერტყათ, როგორც 14 ივლისს ვინიცას დაარტყეს. გამოძიების ცნობით, დაკავებული არამხოლოდ მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, არამედ სოციალური მედიის რუსულ ჩატებში მოუწოდებდა რუს სამხედროებს უფრო აგრესიულად დაერტყათ ოდესისთვის – „გაემეორებინათ ვინიცის მასშტაბი.“ პოლიციამ დაკავებულის სახლი გაჩხრიკა. ამოიღეს მისი კომპიუტერი და მობილური …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრების პროექტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში უკვე აისახა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს თანხა საკმარისი იყო იმისათვის, რომ პროცედურები დაიწყოს: „შესყიდვა რომ გამოცხადებულიყო. რათა ჯერ შემუშავდეს პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია. გამაგრების იქნება ეს, მონტაჟი-დემონტაჟის, იატაკის ნაწილი თუ ასე შემდეგ… ტექნიკურ დეტალებში აღარ შევალ. ვთვლით, …

პუტინი თანახმაა გაატაროს უკრაინული ხორბალი, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება

რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინული ხორბლის ექსპორტს, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება – ამის შესახებ ირანში, თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველა შეზღუდვა უნდა გააუქმოს რუსულ ხორბალზე, „თუ სურსათის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება სურს“. „ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის გატანას, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია რუსული …

ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში – თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა

„მხოლოდ კარგი ღვინოები“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო. აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო. მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა …

20 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბი დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება. გვირაბი ჩაკეტილი იქნება 20 ივლისს 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით. ____________ ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქორწინების რეგისტრაცია აგვისტოდან ძვირდება, ფასები იზრდება სხვა მომსახურებაზეც

საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, დღესდღეობით ამ მომსახურების ღირებულება 50 ლარია. ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ დღეს სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, 1-ელი აგვისტოდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ. სხვა …

რატომ სურს უკრაინას ომის ზამთრამდე დასრულება – ერმაკის განმარტება

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, თუკი უკრაინა დროულად მიიღებს შეიარაღებას, რუსები ვეღარ შეძლებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრებას. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ომი ზამთრამდე დაასრულოს – უთხრა ანდრეი ერმაკმა Новое Время- ს ვრცელ ინტერვიუში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუს ოკუპანტებს საკმაოდ დიდი დრო ექნებათ იმისთვის, რომ თავდაცვა გააძლიერონ. როგორც ერმაკი განმარტავს, უკრაინის ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ამისთვის სამხედროებს საკმარისი …

ათენთან ტყის ძლიერ ხანძარია

საბერძნეთში, ათენის გარეუბნის მახლობლად ტყის ძლიერი ხანძარია. ბერძნული მედიის ცნობით, თითქმის 500 მეხანძრე ებრძვის ხანძარს, ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბერძნული გამოცემა ekathimerini-ის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის პრობლემებით და მცირე დამწვრობებით, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე სახლი დაიწვა პენტელის მთის მიდამოებში, საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში. მეხანძრეები ცეცხლს უკვე მეორე …

რუს მოჭადრაკეებს ქვეყნის სახელით არ შეუძლიათ მონაწილეობა ბათუმში ჩემპიონატზე – ფედერაცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება 15-28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი მოჭადრაკეებიც. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, რომ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ. „ბათუმში 15-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიოს კადეტთა (8;10;12 წწ) ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE -ს ეგიდით ტარდება, სადაც რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები FIDE …

ლუგანსკში ლიკვიდირებულია „ვაგნერის“ დანაყოფი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს. გაიდაის ინფორმაციით, „ვაგნერის“ დანაყოფი, რომელიც 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციების დაკავებას ცდილობდა, მთლიანად ლიკვიდირებულია. „ამ დღეებში, მათ 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციებს შეუტიეს. ეს ბრიგადა უკვე წლებია ლუგანსკის ოლქს იცავს. სუ 25-ის ერთ-ერთი პილოტი, რომელიც „ვაგნერს“ …

ხარკოვში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის მოზარდი

დღეს, 20 ივლისს, დილას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში სალტოვსკის რაიონი დაბომბეს. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება. სინეგუბოვი წერს, რომ ოკუპანტებმა ღამით დაბომბეს ჩუგუივისა და ბოგოდუჰივის რაიონები: „მტერმა დაბომბა ხარკოვის, ლოზივისა და იზიუმის დასახლებული პუნქტები. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, შენობები, სასწავლო …

10 წელი მიუსაჯეს კაცს ბათუმის ნარკოლოგიურის ცენტრის ეზოში მომხდარი მკვლელობისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს განზრახ მკვლელობისთვის. საუბარია 2021 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასაც ედავებოდა პროკურატურა. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების …

ანტონოვსკის ხიდი ხერსონისთვის ბრძოლაში რუსეთის სუსტი წერტილია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, მდინარე დნეპრის გადასასვლელების კონტროლი ხერსონისთვის ბრძოლის მთავარი ფაქტორი გახდება. „19 ივლისს, ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ანტონოვსკის ხიდს დაარტყა. სოციალური მედიის პოსტებში ჩანდა დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე,“ –  წერს ბრიტანეთის დაზვერვა 20 ივლისის რელიზში და დასძენს, რომ ხიდი, სავარაუდოდ, კვლავაც მოქმედია, თუმცა ის „რუსეთის ძალების მთავარი სუსტი წერტილია.“ უწყება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 700 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 3 905 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 856 ერთეული [+5] MLRS – 250 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 …

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, …

„რუსები თარჯიმანს სასამართლოშიც აღარ იყენებენ“ – ბათუმელი ადვოკატი

„თარჯიმნებსაც აღარ იყენებენ… მალე რუსულად დავიწყებთ პროცესის წარმართვასაც სასამართლოში, ეგ დრო მოსულა,“ – წერს ადვოკატი ლელი ბჟალავა „ფეისბუქში“. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს რუსულენოვან მოქალაქეს, რომელსაც სასამართლოსგან კონკრეტული დოკუმენტაციის ჩაბარება სურდა, სასამართლოს თანამშრომელი რუსულ ენაზე ესაუბრა. ადვოკატის თქმით, რუსულენოვანმა მოქალაქემ სასამართლოდან ინფორმაციის ჩაბარების დოკუმენტსაც რუსულ ენაზე დააწერა „ჩავიბარე“. „ეს მოხდა სასამართლოს ფოიეში, …

ვიტალი კიმი 100 დოლარს ჰპირდება ყველას, ვინც მოღალატეს გამოავლენს

ნიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმი, ოლქზე მორიგი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მოუწოდებს მოღალატეების გამოვლენაში მიიღონ მონაწილეობა. „რუსები ტელეგრამ არხების დახმარებით ფულს უხდიან და ანონიმურობას ჰპირდებიან უკრაინელებს, რომლებიც დათანხმდებიან ცეცხლის კორექტირებაში დახმარებას, „ნავოდჩიკობას“. კაპიკებს უხდიან. ათას თუ ათას ხუთას გრივნას. ანონიმურობასაც ჰპირდებიან, მაგრამ არანაირი ანონიმურობა არ არსებობს. სისტემა მუშაობს და ჩვენ მათ მაინც …

17 წლის ქეთი – ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩინეთში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 17 წლის ქეთი პერანიძემ პირველი ვერცხლის მედალი აიღო. საქართველო ამ ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ვერცხლი წელს პირველად შეგვხვდა. ოლიმპიადაში 84 ქვეყანა მონაწილეობდა. ქეთი პერანიძე თბილისში, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ის „ბათუმელებთან“ ოლიმპიადაზე, ქიმიაზე და თავის ინტერესებზე საუბრობს. ქეთი, რამდენად რთულია ოლიმპიადაში მონაწილეობა, გამარჯვება და რა აქტივობებს …

ბიოლოგიური ცდებით უკრაინელი სამხედროები სასტიკ ურჩხულებად გადააქციეს – დუმას გამოძიება

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შექმნილი სპეციალური კომისიის თანათავმჯდომარეების თქმით, უკრაინელი სამხედროების სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მათზე ამერიკამ „საიდუმლო ექსპერიმენტები“ ჩაატარა, რის შედეგადაც ისინი „ყველაზე სასტიკ და მომაკვდინებელ ურჩხულებად გადაიქცნენ“. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა მედია საშუალებებთან ერთად რუსული „კომერსანტიც“ ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერებმა, კონსტანტინ კოსაჩევმა და ირინა იაროვაიამ ჟურნალისტებს უამბეს იმ საპარლამენტო კომისიის …

ქუთაისის სკოლის ბუღალტერს თანხის მითვისებისთვის ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბუღალტერს, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. „საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა …

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობს იმას, რომ ოზთურქს შესაძლოა ნარკოდანაშაულის გარდა, …

კრამატორსკი რაკეტებით დაბომბეს, მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, ქალაქ კრამატორსკში ძლიერი აფეთქებაა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო რაკეტებით. ამის შესახებ კირილენკო ტელეგრამზე წერს და ვიდეოს ავრცელებს. „ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. ხანძარი საცხოვრებელ სართულებში გაჩნდა, რომლებიც დარტყმის ეპიცენტრში იყვნენ. შემთხვევის ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო …

რუსეთი თავის ძალებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ომის მიმდინარე ეტაპზე, რუსეთი სლოვიანსკზე მეტად პრიორიტეტს სივერსკისა და ბახმუტის დაკავებას მიანიჭებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამგვარი გეგმის არსებობას ადასტურებს სერგეი შოიგუს შეხვედრა „აღმოსავლეთის“ სარდლობის მეთაურთან, გენერალ ლეიტენანტ რუსტამ მურადოვთან. შეხვედრა გუშინ 18 ივლისს შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ რუსტამ მურადოვს უკრაინის შორსმოქმედი სისტემების განადგურება დაავალა. როგორც …

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ბათუმში 20 ივლისს

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 20 ივლისს, ბათუმში გაზმომარაგება შეწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ: 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზი შეუწყდებათ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15 აბონენტებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი გაზი გაეთიშებათ ვაჟა-ფშაველას #53-ში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი” …

ნორვეგიაში ფულს აგროვებენ უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად

ნორვეგიაში უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს. „აჩუქე ბაირაქტარი უკრაინელ ხალხს ნორვეგიელებისგან“ – მოუწოდებენ კამპანიის ავტორები ნორვეგიელებს. კამპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვამ სამ დღეში შეაგროვა „ბაირაქტარისთვის“ საჭირო თანხა, პოლონეთში კი 3 „ბაირაქტარის“ თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, ასევე – უკრაინაში. „ჩვენ გვჭირდება 10 კრონზე ნაკლები თითოეული ნორვეგიელისგან“ – აღნიშნულია განცხადებაში. ამ დროისთვის [19 …

აჭარაში კოვიდის 882 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 72 073 კვლევა ტესტით. გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი. 7- დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10.84% პროცენტი. ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 4 978  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 882 ახალი შემთხვევა, მესამეზე …

Exit mobile version