როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა, დღისით უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: …

მე-15 სკოლის პროექტი იცვლება – ემატება 2 სართული საკლასო ოთახებისთვის

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი უნდა აშენდეს. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტში შედის ცვლილება. ერთსართულიან სპორტდარბაზს, რომელიც ცალკე უნდა აშენებულიყო, დაემატება ორი სართული, სადაც საკლასო ოთახები განთავსდება. პროექტის ცვლილება სპორტდარბაზის ზომებში შემცირებასაც გამოიწვევს. დოკუმენტების მიხედვით „N15 საჯარო სკოლა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად, სკოლა მოსწავლეების რაოდენობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +280] ტანკი – 1 722 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 3 942 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 869 ერთეული [+5] MLRS – 255 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 …

„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს მოლოდინი აქვს მსახიობ ოთარ ქათამაძეს, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ამჯერად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარი იქნება. მსახიობს უმყარდება შეხედულება, რომ „სრულიად კულტურაში მყარდება კონტროლი“. კონკურსის გარეშე ბათუმის დრამატული თეატრის …

ხვალ ბათუმში იაპონური ჩაის ცერემონიალი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

ხვალ, 24 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ცნობილი იაპონელი შემსრულებლის, ნაკამურა ტემპეის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წელს ეძღვნება, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. იაპონური ჩაის ცერემონიალი და იაპონელი პიანისტის კონცერტი,  ბათუმის რიგით მეცხრე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება ბათუმის ხელოვნების ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.

2,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი დაწვეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს. „ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს“ – აცხადებს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა …

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად 3 თვის ვადა მიეცემათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად ვადა – 3 თვე მიეცემა. დღემდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 1 თვის ვადა ეძლეოდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით: „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 3 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240] ტანკი – 1 708 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 3 929 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 864 ერთეული [+1] MLRS – 253 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 …

რუსეთი შესაძლოა ხერსონში იზოლაციაში აღმოჩნდეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინის ძალები რუსეთის დანაყოფებს უტევდენ. უწყების ცნობით, უკრაინელთა შეტევის შესაჩერებლად, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს საარტილერიო ცეცხლი და დნეპრის შენაკადი, მდინარე ინგულეცი, როგორც ბუნებრივი ბარიერი. 23 ივლისის რელიზში, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბრძოლების პარალელურად, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა გზები, რომლებსაც რუსეთი თავისი ძალებისთვის …

ქუთაისის „მართვე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის ფეხბურთში

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქუთაის „მართვესა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის. ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით – 12:10 – „მართვემ“ გაიმარჯვა. ფინალური მატჩი ბათუმში დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, გადამწყვეტი გოლების გატანამდე უპირატესობა ხობის „კოლხეთს“ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „მართვემ“ მოიპოვა. „მართვეს“ გუნდის წევრების თქმით, ისინი თამაშის დროს ყოველთვის …

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სიმამაცისთვის დააჯილდოვეს აშშ-ში

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ESPY Awards-ის არტურ ეშლის სახელობის სიმამაცის პრემია მიიღო. ESPY ამერიკული პრემიაა მაღალი სპორტული მიწევებისთვის, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, აშშ-ში გაიმართა. კიევში მყოფი კლიჩკოს სახელით, რომელიც ცერემონიას ვერ დაესწრო, ჯილდო ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა მიიღო. „უკრაინის დედაქალაქის მერი 2014 წლიდან, ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, დიდი ხანია ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკოსია. …

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, როდესაც აღარ ექნებათ შეტევის უნარი“ – ინტერვიუ

ამერიკული სტანდარტით 63 „ჰაიმარსი“ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოსო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო გამოცდილებაზე დაყრდნობით ითვლის, რა აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას ომის პირობის შესაცვლელად. განსაკუთრებულ ყურადღებას ვახტანგ კაპანაძე „ჰაიმარსებს“ უთმობს და იმ დღეს იხსენებს, ხიდებსაც რომ დაარტყეს უკრაინელებმა ხერსონში „ჰაიმარსებით“. მართალია, ხიდები არ დანგრეულა, მაგრამ გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიმარტავს, რომ მსგავსი დარტყმების …

კრემლი დასავლეთის შიშების გამოყენებას ცდილობს – პოდოლიაკი „იარაღის კონტრაბანდაზე“

„შავ ბაზარზე“ პრიმიტივის გავრცელებით, კრემლი ცდილობს, დასავლეთის შიშები გამოიყენოს. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია: ჩვენი დამცველები მოტივირებული არიან და სწრაფად სწავლობენ; ყოველ ერთეულ შეიარაღებას იმდენი ოქროს ფასი აქვს, რამდენსაც იწონის; უზრუნველყოფილია სრული კონტროლი და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე.“ ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპოლის სპიკერის, იაპ ოპ გენ ოორტის განცხადებას, რომ ევროპოლს უკრაინიდან …

სკოლის დირექტორები შესაძლოა უფრო შეშინდნენ – ყოფილი დირექტორი გოგაშვილის ფაილებზე

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. მიმოზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, თანამდებობიდან მაინც გაუშვეს. კითხვაზე – „რატომ?“ – მას პასუხი დღემდე არ მიუღია. გოგაშვილის ფაილებში დირექტორების დოსიეების მოხვედრამ კი მას დამატებითი კითხვები გაუჩინა. როგორია ასწავლო სკოლაში, სადაც სისტემა დირექტორებს აკონტროლებს და როგორ შეიძლება იბრძოლო თავისუფლებისთვის? …

უკრაინაში ათასობით რუსი ლეიტენანტი და კაპიტანი დაიღუპა – პენტაგონის მაღალჩინოსანი

უკრაინაში ყოველდღიურად ასობით რუსი სამხედრო იღუპება, რუსეთის არმიის დანაკარგი უკვე ათასობით ლეიტენანტი და კაპიტანია – წერს სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 5 თვის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის არმიას ქვეყნის დაახლოებით მეხუთედი აქვს ოკუპირებული და დონბასის სრულად დაპყრობას ცდილობს. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ოთხშაბათს განცხადება, რომ ვაშინგტონის გათვლებით, …

„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო. როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, …

რატომ სწავლობენ საქართველოში შემოსული რუსები ქართულს – ინტერვიუ პედაგოგთან

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანია ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვარი რუსეთის მრავალმა ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მარტო ივნისის თვეში საქართველოში რუსეთიდან 90 239-ი ადამიანი შემოვიდა. ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ ენაზე საუბარს გაიგონებთ. ბათუმში უცხოელი მოქალაქეებისთვის ენის შემსწავლელი ცენტრებიც გახსნეს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრია „ბილიკი“, სადაც ასზე მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი ქართულ ენას …

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

გაეროს ეგიდით უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტის შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში Twitter-ზე ავრცელებს. გუტიერეშის თქმით, სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან არიდებაში დაეხმარება. „გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის …

აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია – 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა. შესაბამისად, მხოლოდ განაცდურის სახით, შორენა ღლონტს აჭარის მაუწყებელმა 60 000 ლარი უნდა გადაუხადოს, რადგან გათავისუფლებიდან დღემდე 24 …

ყოფილი პარლამენტარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს

პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება. კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს. სამინისტროში ზუსტად …

მოქალაქეები ბათუმის მერიას საცხოვრებელ ბინებს სთხოვენ – აქცია

ბათუმის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან და მერიისგან საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 587 ხელმომწერი ჰყავს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებმა ბათუმის მერიას მიმართეს და კომისიის შექმნა მოითხოვეს. მოქალაქეები ითხოვენ, მერიის მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს უსახლკაროების პრობლემები და ისინი ბინებით დააკმაყოფილონ. ბათუმის მერიის წინ შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათ „მეტრო ჰოლდინგის“ …

ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა Stormer-ები, რომლებიც თვითმფრინავებს ანადგურებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 ათას საარტილერიო ჭურვსა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს. სამხედრო დახმარების ჩამონათვალში შედის: 20-ზე მეტი 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა M109; 36 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა L119; 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა; 50 000-ზე მეტი ჭურვი, რომლებსაც უკრაინის საბჭოთა ეპოქის საარტილერიო …

რუსები ხალხს ხერსონიდან არ უშვებენ, თუმცა „გამოსვლა მაინც შესაძლებელია“ – ვერეშჩუკი

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსები მოსახლეობას ოკუპირებული ხერსონიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. უკრაინის კონტროლირებად მხარეს მზადაა ავტობუსები ხალხის გამოსაყვანად, თუმცა რუსები მოქალაქეებს არ უშვებენ. ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ხერსონელები ქალაქიდან და ოლქიდან გამოსვლას კერძო ავტომობილებით მაინც ახერხებენ. „რომ ვთქვათ, დღეში საშუალოდ რამდენი გამოდის …

„ფილიპ მორისი“ რუსეთის დატოვებას გეგმავს

სიგარეტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ამერიკული კომპანია „ფილიპ მორისი“ რუსეთის ბაზრის დატოვებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს – წერს „ბიბისი“ კომპანიის დირექტორის, იაცეკ ოლჩაკის განცხადებაზე დაყრდნობით. კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია Marlboro. „ფილიპ მორისი“ ასევე აწარმოებს Chesterfield-ს, Parliament-ს, L&M-სა და სხვა ბრენდებს. „ახლა რუსეთის მცხოვრებლებს „მალბოროს“ გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, რომელიც საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო“ – …

სასაზღვრო ზონაში საშვის გარეშე ყოფნისა თუ საქმიანობისთვის დაგაჯარიმებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა …

წყალი შეწყდა ბარცხანაში, მახინჯაურში, ბენზეში, განთიადში, წინსვლასა და ჩაისუბანში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს, წყალმომარაგება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება ამ დასახლებებში დღეს, საღამოს 18 საათზე განახლდება. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ესტონეთში პატიმრობა მიუსაჯეს 3 კაცს, რომლებმაც რუსეთის ჯარისთვის დრონები იყიდეს

ესტონეთის სასამართლომ 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 43 წლის ვლადიმერ შილოვს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფსკოველ მძღოლს, რომელიც ხშირად მუშაობს როგორც გადამზიდავი-მძღოლი. მან რუსული არმიისთვის შემოწირულებებით დრონები იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Delfi იტყობინება. სასამართლომ შილოვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 4 თვეს ციხეში გაატარებს, დარჩენილი რვა თვეს კი მოიხდის პირობით და ოთხწლიანი გამოსასწორებელი ვადით. შილოვთან …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი,  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი,  ღამით: 13 …

კადიროვი პუტინს სთხოვს კიევის აღების უფლება მისცეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვლადიმერ პუტინს სთხოვს, კიევის აღების უფლება მისცეს. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და შევასრულებთ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს, მოგვცეს ნება, ავიღოთ კიევი და შემდეგ გადავიდეთ სხვა, რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, რომლებიც ცდილობენ ჩვენ …

რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ბომბავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად. ამის მიზეზად უწყება, შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობას ასახელებს. 22 ივლისის რელიზში, დაზვერვა ეყრდნობა ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის განცხადებას, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ენერგოობიექტებსა და საწყობებზე თავდასხმისთვის შვიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა გამოიყენეს. „თითქმის დანამდვილებით დადასტურებულია, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 704 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 3 920 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 863 ერთეული [+4] MLRS – 251 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 …

ბათუმში 18 ქუჩაზე წყალი შეწყდა – ავარიული დაზიანება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 21 ივლისს, 23 საათიდან 22 ივლისის 09:00 საათამდე ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: ხიმშიაშვილის ქუჩა – 39-დან 103-მდე, 28-დან 92-მდე; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა – 34-დან 116-მდე, 35-დან 113-მდე; მელიქიშვილის ქუჩა – 65 -დან 123-მდე, 34-დან 100-მდე; 26 მაისი ქუჩა – 62 -დან 118-მდე, 53-დან 111-მდე; ვაჟა ფშაველას ქუჩა – 51-დან …

5:0 – „დინამო ბათუმი“ პოზნანის „ლეხთან“ დამარცხდა

უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკავლიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმმა“ პოზნანის „ლეხთან“ წააგო ანგარიშით – 5:0. „ლეხი“ პოლონეთის 2022 წლის ჩემპიონია. უეფას „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ბათუმში 28 ივლისს გაიმართება, „დინამო ბათუმი“ პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლებს.

კაბინეტში ვარ, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ – ზელენსკი ეხმიანება „ფეიქს“ მის რეანიმაციაში ყოფნაზე

დღეს, 21 ივლისს, რამდენიმე უკრაინულ რადიოს ვებგვერდზე გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეანიმაციაში იმყოფებოდა. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში განცხადება გაავრცელა TAVR Media-მ, რომელიც ამ რადიოსადგურებს ფლობს. კომპანიის განცხადებით, კიბერშეტევა განხორციელდა TAVR Media რადიოსადგურების სერვერებსა და ქსელებზე და ზელენსკის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ყალბია. ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინსტაგრამზე …

როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

„როცა დავქორწინდი, მეზობლები მოვიდნენ და ყვავილები მაჩუქეს. მე დავიწყე – ვაიმე, არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი“, – გვიყვება 43 წლის მადონა ჩადუნელი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მეყვავილეობითაა დაკავებული, 30 სახეობის მცენარეს ამრავლებს და ჰყიდის. მადონა ამბობს, რომ ზუსტად არასდროს დაუთვლია რამდენი მცენარეს ყიდის სეზონურად, თუმცა დაახლოებით 1000 ქოთნის მცენარის გაყიდვას მაინც უნდა ახერხებს. …

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის. ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა? დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია …

Exit mobile version