ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბელარუსის წვრთნები ომში ჩართვისთვის მზადებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ბრძოლების ფონზე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყურადღებას უკრაინის საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე ამახვილებს. „8 სექტემბერს, უკრაინის ჩრდილოელი მეზობლის, ბელარუსის სამხედროებმა დაიწყეს საველე წვრთნა, რომლის ამოცანაც „მტრის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება“ და საზღვრების დაცვაა. წვრთნები 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს,“ – მიუთითებს უწყება 9 სექტემბრის რელიზში და დასძენს, რომ სამხედრო …

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. წელს, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებიც ისწავლიან. ბათუმში უკრაინელი ბავშვები ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში არიან ჩარიცხულები უკრაინულ სექტორზე. როგორც სკოლის დირექტორი თეა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, ბოლო მონაცემებით, სკოლაში 900-მდე უკრაინელი ბავშვია რეგისტრირებული და ეს რიცხვი შესაძლოა სწავლის დაწყებამდე კიდევ შეიცვალოს. „გაზაფხულზე გვყავდა 1-4 კლასის ჩათვლით …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 სექტემბრის 21 საათიდან 10 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 3 – 8 …

მომდევნო 72 საათში უკრაინელები კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ. „უკრაინის ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად, 8 სექტემბერს, კიდევ 20 კილომეტრით შევიდნენ სიღრმეში კუპიანსკისკენ. უკრაინის არმია, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში დაიკავებს კუპიანსკს და ამით მთლიანად ვერ გაწყვეტს, მაგრამ სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის სახმელეთო კავშირებს იზიუმთან,“ – …

სილქფესტი ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს სხვადასხვა პირობით გვთავაზობს

სილქფესტი სამი სხვადასხვა შეთავაზებით დაბრუნდა. სასურველი პირობის გასააქტიურებლად, 9 სექტემბერს, აკრიფე *202#, ან ეწვიე აპლიკაციას My Silknet ან პირდაპირ საიტიდან ჩაირთე მთელი თვით შემდეგი პაკეტები: 600 ადგილობრივი წუთი – 10₾ 15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾ ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი  – 33₾ ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა; მომხმარებელს შეუძლია …

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს. ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია …

როგორ ახერხებენ მუშაობას რუსული სკოლები საქართველოში – ინტერვიუ

3 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამის უწყებას მიმართა, რომელმაც ბათუმსა და თბილისში მოქმედი კერძო რუსული სკოლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. მასალა სკოლა „School Club Georgia-ს“ შესახებ „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა. სკოლა საქართველოში ავტორიზებული არ არის და, შესაბამისად, არც ქართულ ატესტატს გასცემს, თუმცა მიერთებულია მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებს, სადაც მოსწავლეები დისტანციურად აბარებენ რუსეთში კლასიდან კლასში …

7,5 ტონა რძის ნაწარმი სარფის საბაჟოდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, რძის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების  ვეტერინარების მიერ, ფიტოსანიტარიული  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლენილი იქნა კანონმდებლობით დადგენილი, სავალდებულო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი. იდენტურობის შეუსაბამობა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650] ტანკი – 2 122 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 4 575 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 1 237 ერთეული [+11] MLRS – 306 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

„ავტომანქანები უცხოელებზე გადააფორმეს, შემდეგ კი, დაშალეს და გაყიდეს“ – დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი …

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას ვერ იბრუნებ, მაგრამ წერილობითი კონტრაქტი გაქვს – ინტერვიუ

რა იცვლება მაშინ, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებთ, მაგრამ წერილობით გაქვთ ხელშეკრულება? – იურისტს გიორგი ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ წერილობითი ხელშეკრულების უპირატესობაზე ზეპირ შეთანხმებასთან შედარებით, რაც პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა. გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა პრობლემა, როცა გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს და საკუთრების დასაბრუნებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მართალია, კანონით სასამართლომ გამოსახლების საქმე 1 …

აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

ფილტრაციის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სწორედ რუსი ჩინოვნიკები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებსაც, ვინც ფილტრაცია უნდა გაიაროს. „შეფასებები სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის ხელისუფლებისგან, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაჰკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებითი …

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს. ქალბატონო მაია, …

მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

ოლეგ ჰლადჩენკო ხარკოვიდანაა. ომის დაწყებამდე ის ხარკოვში, თავის ოჯახთან, შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ ომმა მისი ცხოვრებაც ისევე შეცვალა, როგორც სხვა უკრაინელების. ოლეგი ახლა კიევში ცხოვრობს. ის ცნობილი სამხედრო ბლოგერის, ვალერი მარკუსის მიერ ჩამოყალიბებული 47-ე ბატალიონის წევრია. „ბათუმელები“ ოლეგს კიევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. „47-ე ბატალიონს თვე-ნახევრის წინ შემოვუერთდი. მანამდე ვიყავი IT, ვმუშაობდი …

რა ზიანი მოაქვს ფეიერვერკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

თითქმის ყოველ საღამოს, როცა საათის ისარი 11:00-ს გადასცდება, ბათუმის ცა ხმაურიანი ფეიერვერკით ნათდება. ფეიერვერკებს ისვრიან სახლებიდან, მაღლივი კორპუსებიდან, შემაღლებულ ადგილებზე განთავსებული რესტორნებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც იმ დროს კონკრეტული ადამიანის დაბადების დღეს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღს აღნიშნავენ. საღამოს 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე კანონი პიროტექნიკის გამოყენებას კრძალავს, თუმცა ეს რეგულაცია არასდროს არავის დაუცავს …

უკრაინამ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა – გენშტაბი

ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. უკრაინის არმია შევჩენკოს დაკავებას და კუპიანსკისკენ შეტევის გაგრძელებას ცდილობს – ინფორმაცია მედიას გენშტაბის მთავარი ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა მიაწოდა. გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ 50 კილომეტრით წაიწია წინ, გათავისუფლებული ტერიტორია კი უკვე 700 კვადრატული კილომეტრია. „აქტიური …

ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და დაასრულა კარკასისა და სახურავის გადახურვის სამუშაოები ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია – ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ზაზა დიასამიძის მშენებლობის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის მერიას შპს „არქ ლენდმა“ მიმართა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს კი ხელვაჩაურის მერმა …

სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით  2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ. ხელვაჩაურის საკრებულომ პეტიიცის განხილვის შემდეგ საკითხი მერიაში [მაშინ გამგეობაში] გადაამისამართა. მერიამ საკითხი შეისწავლა და ბაღის მშენებლობის მიზნით ადგილის ძებნა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე …

რას მოიცავს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან კიდევ 675 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. „ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში შეერთებულმა შტატებმა 6,3 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად, გუშინ კი პრეზიდენტმა უკრაინისთვის მომდევნო, 675 მილიონის ტრანშიც დაადასტურა,“ – თქვა ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატის მეხუთე შეხვედრაზე. მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს: 105 მმ-იან ჰაუბიცებს; საარტილერიო საბრძოლო …

ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან. პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს. ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო …

რატომ ვერ ვსვამთ წყალს უფასოდ ქუჩაში – სასმელი წყლის შადრევნების პრობლემა ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის დაახლოებით 80 პატარა შადრევანია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს. სასმელი წყლის შადრევნების უმრავლესობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, გარეუბნებში კი, თუ მოგწყურდათ, წყალი უნდა შეიძინოთ. სასმელი წყლის შადრევანს ბათუმში ვერც ისეთ სტრატეგიულ ადგილებში შეხვდებით, როგორიცაა ბათუმის აგრარული და ე.წ. ხოფის ბაზრები. ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ მართალია, შადრევანი არ არის, …

„ეს ტოტალური ომია“ – რა საუბარი შედგა მაკრონსა და ზელენსკის შორის 24 თებერვლის დილას

ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს პარიზის კორესპონდენტი ელეანორ ბერდსლი ტვიტერზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 24 თებერვალს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტის კაბინეტში მაშინაა გადაღებული, როდესაც მას უკრაინის პრეზიდენტი ურეკავს. ვიდეოს ფრაგმენტში ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკითხება, მართლაც დაიწყო თუ არა პუტინმა კიევზე შეტევა. „ყველგან. კიევშიც, ოდესაშიც. ბელარუსიდანაც. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. ყველგან ჯარია. ამის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო – 2014 …

უკრაინელებმა დნეპრზე რუსების პონტონის ხიდი გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაანადგურა დარივკასთან მდებარე პონტონის სამხედრო ხიდი, რომელიც რუსებმა უახლოესი ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყვეს.  „დარივკას გადასასვლელი დნეპრის გასწვრივ რუსეთის არმიის ჩრდილოეთ და სამხრეთ სექტორების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზაა,“ – აღნიშნავს უწყება 8 სექტემბრის რელიზში. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინელთა ზუსტი დარტყმები დნეპრის გადასასვლელებზე აძლიერებს ზეწოლას რუსეთის …

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით  20 კილომეტრით წაიწიეს წინ და ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. „უკრაინის არმიამ ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევისთვის მოხერხებულად გამოიყენა რუსეთის ძალების გადაჯგუფების პროცესი და ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი,“ – აღნიშნავენ ექსპერტები. ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებებმა აიძულა რუსეთის არმია სამხრეთზე კონცენტრირებულიყო, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640] ტანკი – 2 112 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 4 557 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 1 226 ერთეული [+32] MLRS – 305 ერთეული [+5] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

„პუტინმა ამ გზით კიდევ უფრო დააშინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ის არ აჰყვეს მოსახლეობის პროტესტს,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თეონა აქუბარდია, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია. მას პუტინის 6 სექტემბრის ბრძანების შესახებ ვკითხეთ, სადაც ეს ჩაწერა: „მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“, – …

რა მოხდა დღეს ხარკოვის ოლქში და რატომ ვეღარ ახერხებენ რუსები კონცენტრაციას – ინტერვიუ

„უკრაინელები იუმჯობესებენ პოზიციებს, რუსები კი, ვეღარ ახერხებენ კონცენტრაციას,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მას ხარკოვის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის შეფასება ვთხოვეთ: რა ხდება ხარკოვთან და რამდენად გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს? ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. ბატონო ვახტანგ, რა …

გადარჩენაზე და არა განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტები – რას შეცვლის ახალი სტრატეგია

„უმაღლესი განათლების პრობლემა არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდებათ“, – ამბობს ელენე ჯიბლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების სკოლაში, განათლების ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი. ის „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ სტრატეგიაზე საუბრობს. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა განათლების ახალი სტრატეგია. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ დოკუმენტმა, შეცვლის თუ არა რეალურად რაიმეს მაგალითად …

თბილისის კერძო რუსული სკოლის მეწილე „ქართული ოცნების“ შემწირველია

„სკოლა პროექტორი“/„Школа Проектор” ასე ჰქვია კიდევ ერთ, საქართველოში არაავტორიზებულ კერძო რუსულ სკოლას თბილისში, სადაც სწავლა წელიწადში 6000 – 7500 დოლარი [შესაბამისად, 17000-21 000 ლარი] ღირს. ფასში შედის სასწავლო და საგანმანათლებლო  მასალები, სწავლება, დამატებითი წრეები, სამჯერადი კვება და გაკვეთილები 16:00 საათამდე. ამას ემატება წლიური სარეგისტრაციო საფასური 150 დოლარი – მოსწავლის რეგისტრაციისა და დოკუმენტების მოსამზადებლად თბილისსა და …

ბათუმში უფასო სპორტული სექცია გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

ბათუმის სპორტულ ცენტრში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექცია გაიხსნა, სადაც გაწევრიანება უფასოა. სპორტული ცენტრი ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია, რომელიც გარდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციისა, სხვადასხვა სპორტული მიმართულების უფასო სექციას აერთიანებს, ისეთს, როგორიცაა: ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი, ნიჩბოსნობა, ფუტსალი, ქვიშის ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ეზოს ფეხბურთი. ცენტრის ინფორმაციით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტულ …

„როგორ ავედი მყინვარწვერზე“ – მარის გზა ზღვის დონიდან 5400 მეტრის სიმაღლემდე

„ბავშვობაში, როცა მთებს ვუყურებდი, ბევრჯერ მიფიქრია ნეტა იქიდან გადმომახედა-მეთქი“, – გვიყვება 35 წლის მარი კარალიძე. ის პროფესიით ეკონომისტია და ცოტა ხნის წინ ოცნება აიხდინა, როცა მყინვარწვერზე ავიდა. ეს მისი პირველი გამოცდილება იყო და ფიქრობს, რომ ამ ხიფათიანმა თავგადასავალმა თავდაჯერებულობა შემატა. „იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო ალპინიზმი და რა სირთულეს უკავშირდებოდა ის. ოთხი წლის წინ …

რუსეთს ვინმეს საკბენად კბილები აღარ უნდა შერჩეს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში წლობით არ გაგრძელდება, თუმცა უკრაინელებს არც სწრაფი გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ დანილოვმა LB.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ წლები-წლები-წლები უნდა ვებრძოლოთ ამ აგრესორს. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ გამწყობილი ამ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი მაქვს, როგორ უნდა დასრულდეს ეს …

ბათუმის მერია „ნატვრის ხეში“ 40 ათასს გადაიხდის – მორიგი კონკურსი

ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ განთავსება მესამე წელია გადაწყვეტილი აქვს, თუმცა, ამ დრომდე მონუმენტის ესკიზიც ვერ შეარჩია. მერიამ მონუმენტის განთავსებისთვის საჭირო თანხაც, 70 ათასი ლარიდან 40 ათას ლარამდე შეამცირა. „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის“ გამოვლენაზე კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა ამჯერად 3 500 ლარია. კონკურსის პირობა, ესკიზის …

16 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათგან ორი – აჭარაში

შსს-ს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია 16-დან ორი პირი აჭარაში დააკავეს. 2000 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ქ.-სა და 1998 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს, მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების …

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – მომავალი ექიმების ფოტოპროექტი ხულოში

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – ასე ეწოდება ექსპედიციას და ფოტოპროექტს, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ განახორციელა ხულოში. პროექტის ფარგლებში სამედიცინო აკადემიის 6 სტუდენტი სხალთაში, დაბა ხულოსა და ღორჯომში სოფლის ექიმების ცხოვრებას აკვირდებოდა და ფოტოკამერით იღებდა. პროექტის მიზანია მომავალმა ექიმებმა ფოტოგრაფიით უამბონ ადამიანებს სოფლის ექიმების ცხოვრებაზე.  სტუდენტმა ირინკა ისიანმა პროექტში მონაწილეობა ფოტოგრაფიის სიყვარულის გამო …

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. წელს პრე-აქსელერატორში, წინასწარი განაცხადების საფუძველზე შერჩეული, 20 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო …

Exit mobile version