რუსეთის წვრთნებში სავარაუდოდ მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წვრთნებია, „ვოსტოკი 2022“, რომელიც რუსეთმა, უკრაინაში ომის მიუხედავად, პირველ სექტემბერს დაიწყო. უწყება აღნიშნავს, რომ „ვოსტოკი“ რუსეთის არმიისთვის ყოველწლიური სტრატეგიული სწავლებაა, მისი სამხედრო მომზადების კულმინაცია. რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს დაწყებულ სწავლებაში 50 000 სამხედრო მიღებდა მონაწილეობას, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 2 009 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 4 366 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 1 126 ერთეული [+11] MLRS – 289 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა“ – ინტერვიუ

„საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს,“ – მიიჩნევს მარიამ ბიბილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების თემაზე მუშაობს. იგი იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორია. რა შეიცვალა იაპონიასთან ურთიერთობებში 30 წლის განმავლობაში და რატომ ვერ ვხედავთ …

ბრიტანელი მოხალისე ხარკოვში სხვისი გადარჩენის დროს დაიღუპა – მედია

ბრიტანული მედია წერს, რომ ხარკოვში დაიღუპა 48 წლის ბრიტანელი, რომელიც მოხალისედ იყო წასული უკრაინაში, როგორც მედიკოსი. კრეიგ მაკინტოში 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოკლეს. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა ყელში, როცა რუსული ტანკებიდან მათი ავტომანქანის დაბომბვის შემდეგ დაჭრილი თანამშრომლისთვის ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას. კრეიგ მაკინტოშის შესახებ „ბიბისი“ წერს ბრიტანულ Times-ზე დაყრდნობით. დაღუპულის და, ლორნა მაკინტოში ამბობს, რომ …

ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, სქესობრივ და რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში არცთუ ისე სახარბიელოა. პრობლემა არაერთია: ინფორმაციის ნაკლებობა, სამედიცინო კაბინეტების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჰიგიენურ საშუალებებზე არახელმისაწვდომობა და მრავალი სხვა. რუსუდან შერვაშიძე აჭარის რეგიონში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა …

როგორ უნდა იცხოვრო გულის ოპერაციის შემდეგ – ავსტრიელი კარდიოქირურგის რჩევები

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვანია [37%]. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 35 000 ოპერაცია ჩატარდა გულზე. სტატისტიკა ასე გამოიყურება: გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები – 19073; სამკარიანი სარქველი – 81; კორონარული არტერიების შუნტირება – 3 572; სტენტირება – 11 959. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგი, …

რუსეთს უკრაინაში ელიტური დანაყოფების 900-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა – BBC

BBC-მ გამოარკვია, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების სულ მცირე 900 სამხედრო დაიღუპა – სპეცრაზმელები, საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები, რომელთა მომზადებაზეც წლები და მილიონობით დოლარი დაიხარჯა. დაღუპული სამხედროები  დანაყოფების მიხედვით: საზღვაო ქვეითები – 337 რუსეთის გვარდიის სპეცდანაყოფები – 245 სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი – 151 საჰაერო-სადესანტო ძალები  – 144 სამხედრო მფრინავები – 67 ФСБ და ФСО …

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასური ოფიციალურად გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც: 30 კილოგრამზე ზევით, ყოველ 50 კილოგრამზე – 5 ლარი. შესაბამისი დადგენილება, ტარიფების გაზრდაზე, ხულოს საკრებულომ უკვე დაამტკიცა. თუმცა, ახალი დადგენილებით, სოფელ თაგოში მცხოვრებლები, ასევე ისინი, ვინც სოფელში არიან დასაქმებულები, მგზავრობის საფასურს საერთოდ აღარ გადაიხდიან. ამ დრომდე საბაგიროთი მგზავრობა, ასევე ტვირთის …

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

„როგორც ვარაუდობენ, ამ ორ დღეში 2 ათასი რუსი ტყვედ უნდა ჩავარდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე. ის სწორედ უკრაინის სამხრეთის ფრონტზე იბრძვის. მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ ხერსონის მიმართულებაზე. ნადირაძის თქმით, ძირითადი აქცენტი რუსული ლოჯისტიკის განადგურებაზეა მიმართული. უკრაინელები მნიშვნელოვან წინსვლას ელიან მომდევნო დღეებშიც. ბატონო ვანო, ითქვა, რომ ამ კვირაში …

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

85 წლის ლადო მჟავანაძე 6 თვეა ელის ბათუმში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან საქმის ხელახლა განხილვას. საუბარია გონიოში 397 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლის საკუთრების აღიარებაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს უარი უკვე თქვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი, უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა. საქმე ისაა, რომ ეს მიწა ლადო მჟავანაძეს, გონიოს …

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პირველ ოქტომბერს განახლდება. სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება. „სწავლას პირველ ოქტომბერს ვიწყებთ. მე გავავრცელე ეს ინფორმაცია როგორც დახურულ ჯგუფებში, ასევე პედაგოგებში, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ მშობლამდე ინფორმაცია არ მივიდა. სწავლა დისტანციურად არ იქნება“, – ამბობს დირექტორი. მეორე საჯარო …

როდის გაამხელს უკრაინის გენშტაბი სამხრეთში კონტრშეტევის დეტალებს

სამხედროები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ქვეყნის სამხრეთში დაწყებულ კონტრშეტევაზე და გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებზე ლაპარაკს, როდესაც თვითონაც და მოქალაქეებიც დაცულები იქნებიან მტრის თავდასხმებისგან – უთხრა ჟურნალისტებს სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა. კითხვაზე, რომელი დასახლებული პუნქტები გაათავისუფლეს უკრაინელმა სამხედროებმა, გუმენიუკი პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია ახლა უსაფრთხოების მიზნით დახურულია, რადგან „ასეთი პუნქტები მერე ეგრევე მტრის ავიაციისა …

4 სექტემბერს აგრილდება, მანამდე კი ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს. 4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი. 4 სექტემბერს იქროლებს …

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აჭარის ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს

მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში მთავარი არქიტექტორი იყო. მან გუშინ, 31 აგვისტოს, „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან არ წასულა ვინმესთან დაპირისპირების გამო და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. მირიან …

როგორ იქცა გეოგრაფიის მასწავლებელი ჯარისკაცად

გეოგრაფიის მასწავლებელი ივან ფასტოვი დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინაში სასწავლო წლის დაწყებას ომში შეხვდა. მასწავლებელი, რომელიც ლისიჩანსკის ლიცეუმში ასწავლიდა 24 თებერვლამდე, ახლა დონეცკში იბრძვის. ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, მასწავლებელი, რომელიც ამჟამად ჯარისკაცია, გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ავტორია. სწორედ ამ პროგრამით სწავლობენ ახლა უკრაინაში გეოგრაფიას. ფასტოვს ასევე მიღებული აქვს   ლუგანსკის საუკეთესო მასწავლებლის პრიზი. ლუგანსკის ადმინისტრაცია წერს, …

სარდინიაზე პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს 11 ვილა დაუყადაღეს – იტალიური მედია

იტალიის ხელისუფლებამ ადმინისტრაციული წესით დააყადაღა სარდინიაზე მდებარე 11 ვილა, რომლებიც რუს ოლიგარქს ვიაჩესლავ მოშე კანტორს ეკუთვნის. როგორც Европейская правда წერს, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა L’Unione Sarda იუწყება. 68 წლის კანტორი აპრილში ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. მოშე კანტორი მსოფლიოს უმსხვილესი მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიის – „აკრონის“ …

თქვენ ბავშვობის ნაწილი მოგპარეს, მაგრამ თავისუფალი ხართ – ზელენსკის მიმართვა ბავშვებს

დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ ბავშვებს მიმართა. „ამ სასწავლო წელს ყველა სხვადასხვანაირად იწყებს. ვიღაც სახლიდან შორს – უკრაინის სხვა რეგიონებში, ვიღაც – სხვა ქვეყანაში, ვიღაც – დისტანციურად, ონლაინ ფორმატში. ვიღაც მშობლიურ სკოლაში ან უნივერსიტეტში, მაგრამ მშვიდად – არა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლება გაგრძელდეს,“ – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში. …

რუსებმა აესს-ის მისიის მარშრუტს ცეცხლი გაუხსნეს – პოდოლიაკი

რუსეთი დემონსტრაციულად უხსნის ცეცხლს ქალაქ ენერგოდარს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ოფიციალურ მარშრუტს, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „დანგრეულია სახლები. ეს არის შემოწმებისადმი რუსეთის ნამდვილი „ინტერესის“ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რა ჭეშმარიტი წონა აქვს რუსეთის „გარანტიებს“ ნებისმიერი შუამავლისთვის“, – წერს პოდოლიაკი. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის …

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების …

ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა

პირველი სექტემბრიდან ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით უფასოდ მგზავრობა, ზოგიერთი საქალაქთაშორისო მატარებლით კი – ფასდაკლებით, შეუძლია ყველას, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან შემოღებული ეს შეღავათი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლოა, მომავალ წელსაც დარჩეს ძალაში. აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ესპანეთის მთავრობამ ბიუჯეტიდან …

რას ნიშნავს, როცა გირეკავენ და გეკითხებიან რა მედიკამენტი დაგინიშნა ექიმმა

თუ ვინმე დაგირეკავთ და გამოგკითხავთ ინფორმაციას ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული ამა თუ იმ მედიკამენტის შესახებ, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ კლინიკამ თქვენი პერსონალური, საიდუმლო მონაცემები მესამე პირს გადასცა. დიდი ალბათობით ამ დროს პაციენტებს ურეკავენ მედიკამენტების გამავრცელებელი კომპანიები და ამოწმებენ, ნამდვილად დაუნიშნეს თუ არა პაციენტებს ექიმებმა მათი წამლები. ასე დაუკავშირდნენ 2022 წლის მაისში მოქალაქე ე.ბ.-ს და ჰკითხეს …

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს. ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული. სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც …

როგორ გეგმავს კრემლი „რეფერენდუმს“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას ამ რეგიონების რუსეთთან შეერთების მიზნით. დოკუმენტების მიხედვით, საუბარია არამხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე, არამედ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზეც. რუსეთის სახელისუფლო პროექტში უკვე განსაზღვრულია ხმის მიცემის შედეგების სამიზნე მონაცემები და გეგმა – „გამარჯვების შედეგების გამყარება“. ამასთან, კრემლი …

რა უნდა შეიცვალოს 55 მლნ დოლარით საქართველოს განათლების სისტემაში – ინტერვიუ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მომდევნო ხუთ წელიწადში 55 მლნ-ზე მეტ დოლარს დახარჯავს. კონკრეტული პროექტები შეეხება როგორც სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის გაზრდას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ნინო უძილაურს ესაუბრა, რომელიც USAID-ში განათლების გუნდის ხელმძღვანელია. ქალბატონო ნინო, რომ გვითხრათ, კონკრეტულად  რისი გაკეთება იგეგმება ამ თანხით და …

მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. 4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია. ამ შენობებს  გარდა …

სანქციებს არ გავაუქმებთ საპროტესტო აქციების გამო – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზამთარში ელექტროენერგიის მაღალი ფასის გამო გერმანიაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს არ გამოიწვევს უკრაინის ომის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებას – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა, 31 აგვისტოს, პრაღაში გამართულ პანელზე განაცხადა – იუწყება „დოიჩე ველე“. „ჩვენ ვიქნებით უკრაინის მხარეზე და ეს ნიშნავს, რომ სანქციები გაგრძელდება ზამთარში, თუნდაც …

რადარების განადგურება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 30-31 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კვლავაც განაგრძობდნენ კონტრშეტევას და რუსეთის მართვისა და ლოგისტიკური პუნქტების დაზიანებას ოკუპირებული ზონის მთელ ტერიტორიაზე. უწყება მიუთითებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს უკრაინული თვითმფრინავი ამერიკული წარმოების მაღალსიჩქარული კლასის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს (HARM). „რუსეთი მანამდე აცხადებდა, რომ აღმოაჩინა ამ იარაღის ფრაგმენტები, რომლებიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450] ტანკი – 1 997 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 4 345 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 1115 ერთეული [+24] MLRS – 287 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 …

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია. ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“. მიზანი, როგორც დოკუმენტშია …

ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა

უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დაქირავებულ რუს მებრძოლს, იგორ მანგუშევს სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ხელში თავის ქალა უჭირავს და ამტკიცებს, რომ ეს „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა. როგორც იგორ მანგუშევი ამბობს, რუსეთი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას“ და „ყველა, ვინც ამ იდეას იზიარებს, უნდა განადგურდეს“. ის ასევე ამბობს, …

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს. სასამართლოს …

წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

უკრაინასთან ომში რუსეთმა არამხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა, არამედ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაუნადგურდა – რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსული საგამოძიებო პროექტის The Insider-ის ჟურნალისტები. მათ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე წლის ბოლოსთვის რუსეთი ცხადად იგრძნობს საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას, სანქციების გამო კი სრულფასოვანი სამხედრო …

კოლაბორანტი იქნება პედაგოგი, რომელიც უკრაინაში რუსული პროგრამით ასწავლის – რადა

მასწავლებლებს, რომლებიც რუსული პროგრამით ასწავლიან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ –  ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის ხელმძღვანელმა სერხი ბაბაკმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მასწავლებლები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, გათანაბრებულნი იქნებიან კოლაბორანტებთან და დაექვემდებარებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს. „ეს ბავშვებს არ ეხება. ბავშვს თავის ასაკში ზოგჯერ შესაძლოა …

სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს] ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან ამოიღო გაცემული სამშენებლო ნებართვები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ ნებართვასთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს და ერთ-ერთი გამოკითხვის შემდეგ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს, მირიან მეტრეველს, პირადი ტელეფონიც დაატოვებინეს. მისთვის ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად მირიან მეტრეველმაც …

გოდერძის უღელტეხილზე ღამით ტრანსპორტის მოძრაობა ერთი კვირით იკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, გოდერძის უღელტეხილზე [ზარზმის თემის ტერიტორიაზე] 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, სავტომობილო  გზის გაფართოების სამუშაოების შესრულების მიზნით, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება …

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში …

Exit mobile version