სანქციებს არ გავაუქმებთ საპროტესტო აქციების გამო – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზამთარში ელექტროენერგიის მაღალი ფასის გამო გერმანიაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს არ გამოიწვევს უკრაინის ომის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებას – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა, 31 აგვისტოს, პრაღაში გამართულ პანელზე განაცხადა – იუწყება „დოიჩე ველე“. „ჩვენ ვიქნებით უკრაინის მხარეზე და ეს ნიშნავს, რომ სანქციები გაგრძელდება ზამთარში, თუნდაც …

რადარების განადგურება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 30-31 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კვლავაც განაგრძობდნენ კონტრშეტევას და რუსეთის მართვისა და ლოგისტიკური პუნქტების დაზიანებას ოკუპირებული ზონის მთელ ტერიტორიაზე. უწყება მიუთითებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს უკრაინული თვითმფრინავი ამერიკული წარმოების მაღალსიჩქარული კლასის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს (HARM). „რუსეთი მანამდე აცხადებდა, რომ აღმოაჩინა ამ იარაღის ფრაგმენტები, რომლებიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450] ტანკი – 1 997 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 4 345 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 1115 ერთეული [+24] MLRS – 287 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 …

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია. ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“. მიზანი, როგორც დოკუმენტშია …

ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა

უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დაქირავებულ რუს მებრძოლს, იგორ მანგუშევს სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ხელში თავის ქალა უჭირავს და ამტკიცებს, რომ ეს „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა. როგორც იგორ მანგუშევი ამბობს, რუსეთი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას“ და „ყველა, ვინც ამ იდეას იზიარებს, უნდა განადგურდეს“. ის ასევე ამბობს, …

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს. სასამართლოს …

წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

უკრაინასთან ომში რუსეთმა არამხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა, არამედ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაუნადგურდა – რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსული საგამოძიებო პროექტის The Insider-ის ჟურნალისტები. მათ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე წლის ბოლოსთვის რუსეთი ცხადად იგრძნობს საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას, სანქციების გამო კი სრულფასოვანი სამხედრო …

კოლაბორანტი იქნება პედაგოგი, რომელიც უკრაინაში რუსული პროგრამით ასწავლის – რადა

მასწავლებლებს, რომლებიც რუსული პროგრამით ასწავლიან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ –  ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის ხელმძღვანელმა სერხი ბაბაკმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მასწავლებლები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, გათანაბრებულნი იქნებიან კოლაბორანტებთან და დაექვემდებარებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს. „ეს ბავშვებს არ ეხება. ბავშვს თავის ასაკში ზოგჯერ შესაძლოა …

სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს] ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან ამოიღო გაცემული სამშენებლო ნებართვები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ ნებართვასთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს და ერთ-ერთი გამოკითხვის შემდეგ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს, მირიან მეტრეველს, პირადი ტელეფონიც დაატოვებინეს. მისთვის ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად მირიან მეტრეველმაც …

გოდერძის უღელტეხილზე ღამით ტრანსპორტის მოძრაობა ერთი კვირით იკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, გოდერძის უღელტეხილზე [ზარზმის თემის ტერიტორიაზე] 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, სავტომობილო  გზის გაფართოების სამუშაოების შესრულების მიზნით, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება …

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში …

გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

თავისუფალია პოლიციელი დავით შ, რომელიც მოქალაქის ცემისა და თავში ხელბორკილის ჩარტყმისთვის დააკავეს. ის 10 100 ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. პოლიციელის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 31 აგვისტოს, გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა პოლიციის მანქანაში სცემა და თავში ხელბორკილი ჩაარტყა. ეს შემთხვევა 31 ივლისს მოხდა. პოლიციელი 28 აგვისტოს დააკავეს და მისი …

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები თუ ტყვედ ჩავარდებიან, თავს აიფეთქებენ – პონომარევი

უკრაინის 24-ე არხის ცნობით, რუსებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, თან ხელყუმბარები დააქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ტყვედ ჩავარდებიან. „როგორც კი ტყვედ აიყვანენ, ხელყუმბარა აფეთქდება,“ – უთხრა ტელეკომპანიას რუსმა ოპოზიციონერმა ილია პონომარევმა, რადგან თუ რომელიმე მათგანს რუსი სამხედროები შეიპყრობენ, რუსეთში ტერორისტად გამოაცხადებენ და აუცილებლად წამების მსხვერპლი გახდება. პონომარევი ტელეკომპანიას იმ ცენტრზეც უყვება, რომელიც რუსმა ოპოზიციონერებმა დღეს, 31 …

რა პროფესიაა წელს ყველაზე პოპულარული – აბიტურიენტების არჩევანი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 2022 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ისევ სამართალმცოდნეობაა. ცენტრის ინფორმაციით, წელს სამართალი ლიდერობდა როგორც პირველადი არჩევანის მიხედვით, ასევე ჩარიცხულთა რაოდენობის მიხედვითაც, ყველაზე მეტი აბიტურიენტი სწორედ ამ მიმართულებაზე ჩაირიცხა. შემდეგ მოდის ფსიქოლოგია და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვა. ანალოგიური სურათი იყო გასულ წელსაც. გასულ წელს გამოცდების ცენტრი აღნიშნავდა, რომ მოთხოვნად მიმართულებებში ზემოთ …

სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა სკოლებში 2022 წლის 15 სექტემბერს განახლდება. პანდემიის გამო წინა ორი წელი საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ, მათი შვილები სწავლას დისტანციურად გააგრძელებდნენ,  თუ საკლასო ოთახში. აჭარაში სასწავლო პროცესი ძირითადად საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, მხოლოდ ცალკეული კლასები გადადიოდა დისტანციურ სწავლებაზე კონკრეტულ კლასში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში. …

BBC-ი წერს, რომ დაადასტურეს „როსგვარდიის“ 10 სპეცრაზმელის სიკვდილი უკრაინაში

BBC-ი წერს, რომ დაადასტურეს „როსგვარდიის“ ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის „მერკურის“ 10 წევრის დაღუპვა. გამოცემის ცნობით, 28 ივლისს ორგანიზაციამ – Братство краповых беретов-Пенза, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მემორიალური კუთხე 25-ე სპეცდანიშნულების რაზმის, „მერკურის“ აბრასთან ახლოს. ვიდეოში ჩანს, რომ 18 სამხედროს ფოტოს წინ ორი მიხაკი დევს. ერთი დღით ადრე, 27 ივლისს კი, უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია ხარკოვის ოლქში …

ტყვიის მაღალი შემცველობა წიწაკაში, ბათუმსა და ქობულეთში აღებულ ნიმუშებში

ბათუმსა და ქობულეთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული სუნელის ნიმუშებში, დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობის ტყვია გამოვლინდა. სეს-მა დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობის ტყვია გამოავლინა ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ მეგრულ აჯიკაში [რეალიზატორი: შპს „ნთკ 2016“], ხოლო ქობულეთში, ასევე ბაზრის ტერიტორიაზე  – წითელ დაფქულ წიწაკაში [რეალიზატორი: ფიზიკური პირი]. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სულ 614 ნიმუში შეისწავლა, დასაშვებ ნორმაზე …

ვამუშავებთ საევაკუაციო მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებთათვის – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინა ამუშავებს მარშრუტს ოკუპირებული ყირიმიდან იქ მცხოვრებთა ევაკუაციისთვის. ეს იქნება მათთვის, ვინც მოინდომებს აქტიური დეოკუპაციის დროს ნახევარკუნძულის დატოვებას. „ჩვენ უკვე ვამუშავებთ საევაკუაციო მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებთათვის, რომლებიც აქტიური დეოკუპაციის დროს მოინდომებენ ნახევარკუნძულის დატოვებას. ამჯერად კი ყველას ვთხოვთ, რაც შეიძლება შორს დაიჭირონ თავი სამხედრო ობიექტებისგან და გადაამოწმონ თავშესაფრები“, – …

ბათუმში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს პატრულის მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყა

„…პატრულ – ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ – ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა,“ – აღნიშნულია სპეციალური …

მე უკრაინელი ჯარისკაცი ვარ და მე ჩემს სიკვდილს შევეგუე – წერილი The New York Times-ში

არტემ ჩეხის წერილი The New York Times-ში. არტემ ჩეხი უკრაინელი ჯარისკაცი და მწერალია, ავტორი წიგნისა „აბსოლუტური ნული“, რომელშიც მან დონბასის ომი აღწერა. ის ახლა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მსახურობს. ______________________ ივანკივი, უკრაინა – ახლახან, ჩვენი ბატალიონის ერთ-ერთი ასეული აღმოსავლეთ უკრაინაში მისიიდან დაბრუნდა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, წასვლამდე, ჩვენი მეგობრები მხნედ იყვნენ, იღიმოდნენ. ახლა ერთმანეთსაც კი არ …

ბათუმის ავტობანზე სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს – გზა, რომელიც 5 წელია ვერ ააშენეს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელში უნდა დასრულებულიყო, 2023 წელში დასრულდება. ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით“. „ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 329 მილიონ 630 ათას 734 ლარს. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 47 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 1 974 ერთეული [+20] ჯავშანტექნიკა – 4 312 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 1091 ერთეული [+12] MLRS – 285 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152 …

უკრაინელებმა სამხრეთში ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას უკან გადაწიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დღევანდელი სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის ძალები რამდენიმე მიმართულებით განაგრძობენ რუსეთის ძალების სამხრეთის დანაყოფებზე ორშაბათს დაწყებულ შეტევას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ფორმირებებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის დაცვის სუსტი ადგილები და ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას, გარკვეულ მანძილზე გადაწიეს უკან. „თავისი დოქტრინის შესაბამისად რუსეთი, დიდი ალბათობით, ახლა ეცდება თავისი დაცვის ხაზის გარღვეული მონაკვეთები …

რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

რუსეთი განზრახ ბომბავს დერეფანს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კოლონა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს, რუსული მხარე საერთაშორისო მისიას ყირიმის გავლით შესთავაზებს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს ტვიტერზე. „უკრაინის პოზიცია უცვლელია. დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის გადაადგილება,  ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და სადგურიდან რუსული …

„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

„ვითხოვ, სადმე ერთ პატარა ადგილს, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, სოფელშიც წავიდოდი სიამოვნებით…“ – ამბობს აკაკი დავითაძე, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღესაც მივიდა აჭარის მთავრობაში, თუმცა მას თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. აკაკი დავითაძის სოციალური გასაჭირის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა – ის 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, …

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი. ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. …

რა არის პოლიკისტოზი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე – ექიმის რჩევები

პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, იგივე პოლიკისტოზი, ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რა დროსაც საკვერცხეში ყალიბდება ბევრი ფოლიკული, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე ამბობს, რომ პოლიკისტოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ქალებში, მისი სიხშირე დაახლოებით 10-დან 24 პროცენტამდე მერყეობს. მკურნალობის გარეშე დაავადებას შესაძლოა ისეთი სერიოზული გართულებები მოჰყვეს მომავალში, როგორიცაა: …

ბათუმში ღამით ფეიერვერკის გაშვებისთვის 114 ჯარიმა დაწერეს 3 წლის განმავლობაში

შვიდ წელზე მეტია ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში ფეიერვერკის გაშვება და პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა ბათუმში ფეიერვერკის ხმა თითქმის ყოველ ღამე ისმის, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით კი, ამ დარღვევისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი. დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმის ტერიტორიაზე ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, ქალაქის საკრებულომ 2014 წელს …

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“. მაგალითად: „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“ „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“ „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“ „სადგომი, …

ომის დღიურების ავტორი რუსი პარაშუტისტი საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

რუსი პარაშუტისტი პაველ ფილატიევი, რომელმაც უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა დღიური სახელწოდებით „ZOV“ და რუსეთის არმიის ქმედებები დაგმო, საფრანგეთში ჩავიდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. პაველ ფილატიევი ყირიმში დისლოცირებულ 56-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის პოლკში მსახურობდა. მედესანტეები ყირიმიდან უკრაინის სამხრეთში გაგზავნეს. ფილატიევი ორი თვე იმყოფებოდა ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში, თუმცა შემდეგ თვალის ინფექციის გამო ომიდან …

უკრაინელ ექსგენერალს რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ თავშესაფარს მისცემს

უკრაინის უშიშროების ყოფილმა გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და რომელიც ახლა სერბეთშია დაკავებული, შესაძლოა, თავშესაფარი რუსეთში მიიღოს. გამოცემა The Insider-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს კრემლი „თავშესაფარს“ ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ჰპირდება. უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, სწორედ ნაუმოვის მიერ მიწოდებულმა ცნობებმა მისცა რუსეთის არმიას საშუალება, სწრაფად დაეკავებინა …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ისევ შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა. თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით …

ირანმა რუსეთს დრონების მსხვილი პარტია გადასცა – WP

ირანმა რუსეთს დამრტყმელი დრონების პირველი მსხვილი პარტია გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად – ინფორმაციას ამერიკული The Washington Post-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წამოიღეს ირანიდან Mohajer-6 და Shahed სერიის ორი ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რადარებზე, არტილერიასა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საბრძოლო მასალების გადატანა შეუძლიათ. …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 714 ახალი შემთხვევა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 21 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ პერიოდში ჩატარდა 76 704 კვლევა ტესტით. გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 6 586 ახალი  შემთხვევა თბილისში დადასტურდა. აჭარაში აღრიცხულია კოვიდის 714 დადასტურებული ახალი შემთხვევა. …

„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

„არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ… ალბათ, ისევ მაღაზიაში გადავალ და ვთხოვ, ავადმყოფი ქმრისთვის სუპი მაინც მომცენ,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე, რომელიც 22 წელია ბათუმში მეეზოვედ მუშაობს და ნაქირავებ, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც აბაზანაც კი არ არის. მაყვალა მჟავანაძის ქმარი წელიწად-ნახევარია მწოლიარე ავადმყოფია. „ბათუმელები“ ამ ცოლ-ქმრის შესახებ 2021 წლის ივნისშიც წერდა. ამჯერად მაყვალა მჟავანაძემ …

შშმ ქალი 34 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – „მინდა, სხვა შშმ ქალებსაც სტიმული მივცე“

დეა ერემაშვილი 34 წლის ასაკში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დეა შშმ პირია და მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, მან ეროვნულ გამოცდებზე 50-პროცენტიანი გრანტი მაინც აიღო. როგორც დეამ „ბათუმელებს“ უთხრა, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე პირველად 18 წლის ასაკში ჩააბარა, თუმცა იძულებული გახდა, მესამე კურსიდან სწავლა შეეწყვიტა. „მაშინ შშმ პირების …

Exit mobile version