გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან თბილისში – 11, აჭარაში – 4, იმერეთში – 6 და ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსით ქვეყანაში 521 ადამიანია გარდაცვლილი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეს 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 ნოემბრის მონაცემებით …
Category Archives: სიახლეები
აჭარაში კოვიდის 653 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 653 შემთხვევა დადასტურდა. კლინიკებში გარდაიცვალა 4 ადამიანი. 10 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით სულ კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 653 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი”
იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე
დღეს, 9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაუკონკრეტებია, რა სახის რეაგირებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, …
Continue reading “იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე”
ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ასლან ბაკურიძე პეტიციას ავრცელებს. პეტიციაში საუბარია იმაზე, რომ რადგან პანდემიიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება, უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადის შემცირებაზე უნდა იფიქროს. პეტიციას ამ დროისთვის ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის განათლების მიწოდებას, რაც სააუდიტორიო სივრცეში სწავლით მიიღწევა. სტუდენტებისთვის არ …
Continue reading “ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია”
გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია ღამის 10 საათის შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, გრძელდება. ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. …
Continue reading “გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]”
სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება
რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თრომბოემბოლიური გართულებები კოვიდისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი და D–დიმერი, შესაძლოა, ბინაზე გადაყვანილ პაციენტებს ჩაუტარონ. ბათუმის კოვიდსასტუმროში ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმედ არ იყო შეფასებული და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სწორედ კოვიდით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო. თრომბოემბოლიის დროს სისხლძარღვში წარმოქმნილი …
Continue reading “სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება”
ვის აკლდება ბათილი ბიულეტენები
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულმა ოქმებმა, დისბალანსის და ქაოსურად ჩასწორებული ციფრების გარდა, ბათილი ბიულეტენების ოდენობითაც მიიქცია ყურადღება. შესაბამის გრაფაში ჩაწერილი ციფრები აჩვენებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე 100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, შესაბამისად დაიკარგა ამდენივე ხმა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „11 665 ბათილი …
დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები შეუერთდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას „ნუ გვაბრმავებ!“. გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები, დაზიანდა მათი ტექნიკაც. „გუშინ ვნახეთ კადრები, როცა დამიზნებით ესროლეს ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობის მერამდენე წრეზე მივდივართ, უკვე …
Continue reading “დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა”
დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება
მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული დადგენილება, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად“ მიიღო და ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა. ამ …
Continue reading “დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება”
რა იწვევს სმენის დაქვეითებას და აქვს თუ არა ასაკს გავლენა
თანამედროვე სამყაროში სხვა დაავადებების გავრცელებასთან ერთად მოიმატა სმენის დაქვეითების ფაქტებმაც. ახალგაზრდების მიერ ყურსასმენების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხმაურიანი გარემო, ვიბრაცია სმენის დაქვეითებას იწვევს. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ “მედცენტრის” ოტორინოლარინგოლოგი, სურდოლოგი და სმენის აპარატების სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე მოგვიყვება, რა იწვევს სმენის გაუარესებას და რა საშუალებები არსებობს მისი გაუმჯობესებისთვის. [checklist] რა იწვევს სმენის დაქვეითებას? ასაკის მატებასთან ერთად უნდა ველოდოთ, …
Continue reading “რა იწვევს სმენის დაქვეითებას და აქვს თუ არა ასაკს გავლენა”
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შშმ პირებს უმასპინძლეს [ვიდეო]
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შეზღუდული შესალებლობის მქონე პირებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მათთვის გამოყოფილი სივრცე და ინფრასტრუქტურა დავათვალიერებინეთ. შშმ პირებისთვის სტადიონზე 60 ადგილია გათვალისწინებული, ასევე საპარკინგე სივრცე, სველი წერტილი და კვების პუნქტი.
ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან
„ეს არის ცალსახად დაუსაბუთებელი“, – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის სამართლებრივი შეფასება მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. ქვეყნის მასშტაბით საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო დავების განხილვა დასრულდა – ასობით საჩივრის ფონზე თითზე ჩამოსათვლელად, რამდენიმე უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს. პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად, უკვე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, …
Continue reading “ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან “
დაგვიანებული მკურნალობა – ბათუმში კოვიდით 39 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმის სამედიცინო ცენტრში 6 ნოემბერს Covid 19-თ გარდაიცვალა 39 წლის ნათია ჯაიანი, რომელსაც ვირუსი კლინიკაში შეყვანის შემდეგ, 4 ნოემბერს პისიარ ტესტით დაუდასტურდა. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი შოკი და ესენციური ჰიპერტენზია. პაციენტი კლინიკაში 3 ნოემბერს მიიყვანეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო და შესაბამისად მოთავსდა რეანიმაციაში. …
Continue reading “დაგვიანებული მკურნალობა – ბათუმში კოვიდით 39 წლის ქალი გარდაიცვალა”
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ბათუმის მერიის ცნობით, შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებენ. ასევე, მერიის განცხადებით, ბათუმში დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე შეასრულებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტექნიკურ სამსახურებს, მათი მუშაობის …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია”
გვამის 150 ჩანთა არასაკმარისი აღმოჩნდა – აჭარის სამინისტრო დამატებით 300 ჩანთას ყიდულობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 300 ცალ გვამის ჩანთას ყიდულობს. უწყება აცხადებს, რომ ეს კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა გვამებისთვის სჭირდება და გადაუდებელი აუცილებლობის გამო ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 000 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერით შესყიდული გვამის ჩანთების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ტენდერით კი, სამინისტრომ, 2020 წლის 9 სექტემბერს, გვამის 150 ჩანთა შეისყიდა. „ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა …
გახარია აქციაზე: ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციასა და იქ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო ინსტიტუტების “ნგრევის” მოწოდებად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მომხდარზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. საკოორდინაციო საბჭოზე გახარიამ ასევე თქვა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილს ცესკოს შტურმით აღების მცდელობაც ჰქონდათ. “ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის …
Continue reading “გახარია აქციაზე: ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო”
აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI
ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი – IDFI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს Covid19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის თანახმადაც ღამის 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება. IDFI მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად …
Continue reading “აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI”
რა უნდა ვქნათ 10 საათის შემდეგ, თუ სასწრაფო გვჭირდება და არ მოდის – გადაადგილების შეზღუდვა
დღეს, 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება შეიზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 7 ნოემბერს გამოაცხადა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე მოქალაქეებს – არაკოვიდ პაციენტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, ექიმების ჯგუფი კი …
ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ონლაინ გაიმართა
ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს განსხვავებულ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიურის მიერ. ფილმების ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით. მასტერკლასები, ვორქშოპები, …
Continue reading “ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ონლაინ გაიმართა”
დღისით უნალექოდ, ღამით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში
9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა აჭარაში იქნება: სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; მთაში, ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი …
Continue reading “დღისით უნალექოდ, ღამით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში”
სასწრაფოს თანამშრომლის კოვიდით დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს 10 000 ლარს მისცემენ – ბრძანება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ბრძანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის 6 ნოემბერს გამოსცა. ბრძანება დღეს, 9 ნოემბერს, ამოქმედდა და ის 1-ლი ოქტომბრიდან …
კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 გარდაცვლილი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი. აჭარაში მდებარე საავადსმყოფოებში, 9 ნოემბრის მონაცემებით, 759 პაციენტი მკურნალობს. აქედან 111 მძიმე პაციენტია, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 1 …
Continue reading “კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 გარდაცვლილი”
დადასტურდა კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – 9 ნოემბერი
8 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. ბოლო 24 საათში თბილისში გარდაიცვალა 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, კახეთში – 1 ადამიანი. გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 …
მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. იმის გამო, რომ საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე საქართველოს 7 ქალაქში როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, შეიცვალა მატარებლების მოძრაობის განრიგიც. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ 08:00 და 15:05 საათზე გავა, ბათუმიდან კი 07:50-ზე და 15:25 საათზე. …
Continue reading “მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება”
ოპოზიციის საპროტესტო ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ
ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის მთავრობის სახლის წინ. პროტესტანტებმა ღამე სამთავრობო შენობის წინ, ქუჩაში გაათენეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, კარვებია გაშლილი. იქვეა მოწყობილი სცენა. სცენის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული ჰკიდია, მეორე …
Continue reading “ოპოზიციის საპროტესტო ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ”
„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე
„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ. „ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – …
წყლის ჭავლით დარბეული აქცია და გაფრთხილება – რა ხდება თბილისში [LIVE]
დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი წყლის ჭავლით, გაფრთხილების გარეშე დაშალეს, თუმცა აქცია თბილისში ისევ გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილი აქვთ ცესკოს პიკეტირება. ოპოზიციური პარტიები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახან არჩევნებს ითხოვენ. აქციის პარალელირად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი …
Continue reading “წყლის ჭავლით დარბეული აქცია და გაფრთხილება – რა ხდება თბილისში [LIVE]”
აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“
დღეს, 8 ნოემბერს, აჭარის მთავრობის წინ გრძელდება ოპოზიციური პარტიების აქცია, სადაც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციას უკავშირდება და არავის ეზღუდება გადაადგილება. ქუჩაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით კოტე ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „ტექნიკური გადაკეტვა“: „ველოდებით …
Continue reading “აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“”
არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან. საპროტეტსო აქციაზე …
Continue reading “არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს”
ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა. აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს …
Continue reading “ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია”
„აია სოფიას“ ცნობილი კატა 16 წლის ასაკში მოკვდა
სტამბოლში, „აია სოფიაში“ მცხოვრები კატა სახელად „გლი“ 16 წლის ასაკში მოკვდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს. კატას კარგად იცნობდნენ „აია სოფიას“ დამთვალიერებლები, მასთან ფოტო აქვს გადაღებული არა ერთ ცნობილ პირს, მათ შორის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. „გლის“ საკუთარი გვერდიც ჰქონდა ინსტაგრამზე, 116 ათასზე მეტი მიმდევრით. კატა 16 წელი ცხოვრობდა „აია სოფიაში“. 24 სექტემბრიდან …
Continue reading “„აია სოფიას“ ცნობილი კატა 16 წლის ასაკში მოკვდა”
ოპოზიციის აქცია ბათუმში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით [ფოტო]
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილებენ. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან.
„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ
დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. აქციაზე ისმის შეძახილები: „იმოქმედე“, „წადი“, „მონებო“, „მიშა“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს …
Continue reading “„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ”
„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა
დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. „წადი! წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისამართით. ისმის სასტვენების უწყვეტი ხმა და შეძახილი: „მონებო!“. აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციაზე დღეს გაჟღერდა მოთხოვნები: ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ …
Continue reading “„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა”
მურმან დუმბაძე: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება
„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა. დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ …
Continue reading “მურმან დუმბაძე: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება”
„ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“ – ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა აქციაზე
„ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“ – ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა. აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაზე. დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. …
Continue reading “„ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“ – ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა აქციაზე”