ბათუმში ხვალ იწვიმებს, კვირას კი გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: …

აჭარაში კოვიდის 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

6 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 734 პაციენტი, 83 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნურ სუნთქვაზეა 79 ადამიანი. 6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის  2 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, აქედან 3 146 პირი …

კოვიდით გარდაიცვალა 22 პაციენტი, დადასტურდა 2 775 ახალი შემთხვევა – 6 ნოემბერი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 22 პაციენტი. stopcov.ge-ის 6 ნოემბრის დილის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 560 კოვიდპაციენტი. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 51 993-მდე. აქედან გამოჯანმრთელდა სულ 37 019 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 423 კოვიდინფიცირებული. მთავრობის ინფორმაციით, 6 ნოემბრის დილის მდგომარეობით: რეგიონების მიხედვით, …

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმები დღეს, 5 ნოემბერს, ხელმეორედ გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საარჩევნო უბნის ოქმი ხელახალი გადათვლის შედეგებით. ირკვევა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ოქმში არასწორადაა მითითებული. ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმების გადათვლას ესწრებოდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე, რომელიც „გაუგებარს“ უწოდებს სიტუაციას. ბათუმის #19 საარჩევნო …

ეტლით მოსარგებლე ქალები, რომლებიც საუკეთესო მოფარიკავეებად დაასახელეს

ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ. ისინი ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავეთა შორის გამოარჩია. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით …

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 – 2021 წლისთვის ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიას გასცემს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ. განაცხადების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. ეიფელის ბრწყინვალების სამაგისტრო სტიპენდია მოიცავს 12-დან 36 თვემდე პერიოდს, სადოქტორო სტიპენდიის ხანგრძლივობა კი 12 თვეა. სტიპენდია გაიცემა შემდეგი მიმართულებებით დაინტერესებული მომავალი მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის: – …

თუ ეს გაუვიდათ, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალონ ივანიშვილი მომდევნო 10 წელი რომ იყოს

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ახლა უკვე ოპოციის ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ფორმითაც ავტორიტარიზმის გზას დაადგება, თუ ხელახლა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას შეძლებს, რადგან უახლოეს პოლიტიკურ წარსულში ოპოზიცია ასე ერთიანი არასდროს ყოფილა. რა ტაქტიკით აპირებს ოპოზიცია შედეგზე გასვლას? – „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. ოპოზიცია ემზადება …

როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის რეგიონში კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არც სექტემბერში განახლებულა. რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა ასევე დისტანციურად მიმდინარეობს, იზრდება წერტილოვანი შეზღუდვებიც სხვადასხვა სკოლაში. განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა ოფიციალურად და ჰკითხა, თუ რამდენ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო ტექნიკური …

სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

აჭარაში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის პოლიკლინიკებში 7 ათასამდე ვაქცინაა უკვე გაცემული. საჭიროების შემთხვევაში, რისკჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ვაქცინას აჭარაში ისევ შემოიტანენ. „წლევანდელი ვაქცინა, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“, 4-კომპონენტიანია. მოქალაქემ, რომელიც შედის რისკის ჯგუფში, აცრა უნდა გაიკეთოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, პოლიკლინიკაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და სადაც …

მუნიციპალიტეტებს, ქედისა და შუახევის გარდა, აჭარის ბიუჯეტიდან დახმარება ეზრდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯამში 12 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს, თუმცა კაპიტალური ფინანსური დახმარება არ გაეზრდებათ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში გასაცემი 75 331 600 ლარი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ბათუმი – 45 000 000 ლარი [8,7 …

ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრა

საქართველოში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერის“ მიერ წარმოებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დასახელებით –  ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. აღნიშნული ვაქცინა ოთხკომპონენტიანია. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან რისკჯგუფებში, შეუძლიათ უფასოდ აიცრან სეზონურ გრიპზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, რისკ-ჯგუფებში შედიან, შესაბამისად, სეზონურ …

ურთულესია რეანიმაციაში თვალცრემლიანი მოხუცების ყურება – მედდები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან

აჭარა კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია საქართველოში. ყოველდღიურად აქ ვირუსით ინფიცირების 300, 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. როგორ მუშაობენ მედდები, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, რეანიმაციაში, როგორია მედიკოსების ყოველი დღე კოვიდინფიცირებულებთან მუშაობისას და რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასთან გამკლავებაც მათ ყველაზე ძალიან უჭირთ. ამ და სხვა თემებზე ,,ბათუმელები“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდებს ესაუბრა.  ინგა იაკობაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს …

ბათუმში თამარის დასახლებას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზინების გამო, ბათუმში 21:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდა თამარის დასახლებას. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. ბათუმის წყალი მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა. „თქვენ იმიტომ თანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ …

ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს

დღეს, 5 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად მსჯელობს, რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი არ არის სისტემურ ჩაკეტვაზე. „ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შემცირება. …

ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად დამახასიათებელი იყო მცენარეული, …

თიბისი ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით. აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა  და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან …

მრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან

ტერაბანკი დისტანციური მომსახურებების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებს ფილიალებში მისვლის გარეშე სულ უფრო მეტი პროდუქტით სარგებლობას სთავაზობს. სერვისების მიღება სასურველი ადგილიდან, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს კომფორტსაც უქმნის და დროის რესურსსაც უზოგავს. მსურველებს დისტანციურად შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ: სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება და სესხის დისტანციურად აღება, დეპოზიტის გახსნა, ინტერნეტ და მობაილ ბანკის გააქტიურება, ბარათის შეკვეთა, …

აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 328 ახალი შემთხვევა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო დაფიქსირდა დაინფიცირების 328 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან აჭარაში გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი. რაც შეეხება ბოლო 24 საათში [4 ნოემბერს] გარდაცვლილ პაციენტებს, სამინისტროს ინფორმაციით: 61 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს; ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის …

კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – 5 ნოემბერი

5 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 289, გარდაიცვალა 20 პაციენტი. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 5 ნოემბრის დილის მდგომარეობით 49 218-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა სულ – 33 459, გარდაიცვალა –  401 პაციენტი. მთავრობის ინფორმაციით: ბოლო …

6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 და 7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს …

ამოღებულია 4 კგ ნარკოტიკი, რომელიც 1 კგ-მდე ჰეროინს შეიცავს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, …

ბათუმში ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის – „ხელისუფლება ნახავს ხალხის ძალას“

ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ დღეიდან სტრატეგიას ცვლიან და ნაცვლად ყოველდღიური აქციებისა, კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი დიდი აქციისთვის იწყებენ მზადებას. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას. ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდით ბრძოლა არ გამოდის როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ, რომ როგორმე „გააპრავონ“ ეს გაყალბებული არჩევნები. …

თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე

დღეს, 4 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელზეც ინციდენტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. „არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამართალდაცველებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც, თავისი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ …

ბათუმში დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის #79 ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა აქციის ფონზე, დაძაბულად მიმდინარეობს. სხდომიდან, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენელი, თენგიზ სურმანიძე გააძევა. ეს ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდებოდა. გაძევების საბაბი გახდა ხმამაღალი შელაპარაკება თენგიზ სურმანიძესა და ციალა შავაძეს შორის. „ეს რა არის, ვირუსია? კოვიდია? ყველას რომ …

შესწორებული ოქმები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იმ შემაჯამებელი ოქმების გასწორებას ცდილობს, რომლებშიც დისბალანსი ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები საოლქოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებების დაწერა მოსთხოვეს. საუბნო კომისიის წევრებს, ძირითადად ხელმძღვანელებს, აწერინებენ რა შეეშალათ და რატომ, რა უნდა ეწეროს კონკრეტულ გრაფაში, რომ ხარვეზი გასწორდეს, შემდეგ კი ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე საოლქო კომისია გამოსცემს განკარგულებებს, რომელთა საფუძველზეც ოქმებს ასწორებენ. „ძირითადად ტექნიკური …

კობახიძე საოლქოებთან საპროტესტო აქციებზე: არჩევნები ჩატარდა სათანადოდ

„ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი არ არის რაიმეს დაზუსტება, პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების… გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, ეს იყო სრული ფარსი,“ – აღნიშნა ახლახან [21:20 საათი] მოწყობილ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ის საოლქო-საარჩევნო კომისიების წინ ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ „რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ“. ირაკლი კობახიძე …

ბათუმში აქციაზე შუშის ჩამსხვრევის შედეგად მინიმუმ 5 პირი დაშავდა

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჩაიმსხვრა საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა, რის გამოც ადამიანები დაშავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებულია მინიმუმ ხუთი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე, რომელიც ამ დრომდე აქციაზე რჩება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციიდან კლინიკაში გადაყვანილია ორი ადამიანი, პირველადი ინფორმაციით, …

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში [21:00 სთ] საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. „მონებო, მონებო!“ – სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობასთან. დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია. …

9 თვეში საქართველოში 337 ადამიანი დაიღუპა ავარიით, მათ შორის 17 ბავშვი იყო

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 337 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ქვეყანაში ბოლო სამ თვეში ავტოავარიის შედეგად დაშავდა 2022 და დაიღუპა 134 ადამიანი. აქედან, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში. ბოლო სამი თვის …

„გადაღლილობის ნიადაგზე მოხდა“ – უბნები, სადაც კომისიის წევრებს მათემატიკა დაავიწყდათ

„დაძაბული სამუშაო გარემო“ და „გადაღლილობის ნიადაგზე“ – ამ ფრაზებს თითქმის ყველა საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ან მდივნის ახსნა-განმარტების წერილში ნახავთ. საუბარია საარჩევნო უბნებზე, სადაც შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს, თან ხშირად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და შეადგინეს ისეთი შემაჯამებელი ოქმები, რომლის ნახვამაც ბევრს გაუჩინა კითხვა: როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება? რატომ დაუშვეს შეცდომები საუბნო საარჩევნო კომისიებმა, სადაც მინიმუმ …

ემუქრებიან კოლეჯის იმ პედაგოგს, რომლის კოლეგასაც თავი მოჰკვეთეს – საფრანგეთი

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზში თავი მოჰკვეთეს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს, სამუელ პატის, რომელმაც მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. ფრანგული მედია წერს, რომ ახლა ამავე კოლეჯის, ასევე ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს ემუქრებიან. სენ დენის უბანში მდებარე ჟაკ პრევერის სახელობის კოლეჯში სწავლა ორშაბათს, 3 ნოემბერს უნდა განახლებულიყო. მასწავლებლები სკოლასთან გამოცხადდნენ, თუმცა არა სასწავლო პროცესის დასაწყებად, …

ჩემპიონთა ლიგა – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. „ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თათია გაბუნიას კარში გოლი ბიბიგულ ნურუშევამ გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება …

„რივიერა“, „ორბი“, „ამბასადორი“, „ალიანსი“ – რა შეღავათებს იღებენ მდიდარი კომპანიები

აჭარის მთავრობამ 29 კომპანიას და ფიზიკურ პირს ვალდებულებები გადაუვადა, ხოლო 37 სამი თვის საიჯარო ქირის გადახდისგან გაათავისუფლა. სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, სამი თვის საიჯარო ქირის გადახდისგან გაათავისუფლეს „ორბი ჯგუფი ბათუმი“, „ზიმო 7“ , „ალიკ“ და სხვები; ხოლო ნაკისრი ვალდებულებები უკვე გადაუვადეს „ამბასადორი ბათუმის“, „გრინ რეზორტის“, „ალიანსს“, „ბიზნეს დეველოპმენტს“ და სხვა კომპანიებს. სამი თვის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას …

ბათუმის კინოფესტივალი ონლაინ 15-25 ნოემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ბათუმში სექტემბერში იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალი ოქტომბრის მეორე ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, კინოფესტივალის მენეჯმენტი აცხადებს, რომ კინოფესტივალი ონლაინფორმატში ჩატარდება. ონლაინჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები: www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის და „დიდოსტატთა კოლექციის“ ფილმები. ფილმებზე წვდომა შესაძლებელი …

რა არის ახალი? – SilkTV-ის სპორტულ კონტენტს პრემიერ ლიგა ემატება

5ნოემბრიდან SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2. ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport-ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს. ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება. …

Exit mobile version