ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. …

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“ აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან …

ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.

ვარშალომიძე: მეორე ტურზე უბნებთან მოვაწყოთ სირცხვილის კორიდორები

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა. “373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ. ბათუმში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აქცია იმართება დღესაც. „დაიცავი შენი …

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას …

მეორე ტურისთვის საოლქო და საუბნო კომისიები 967 ათას ლარს დახარჯავენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 33 ოლქში უნდა გაიმართოს. უშუალოდ საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯები კი, ცესკომ 967 ათას 120 ლარით განსაზღვრა. მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის განაწილებული თანხა: …

ავსტრიაში კარანტინი მეორედ ცხადდება

ავსტრიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო საყოველთაო კარანტინი მეორედ ცხადდება. კარანტინი ძალაში სამშაბათს შედის, ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, იკეტება სილამაზის სალონები, მაღაზიებისა და საწარმოების ნაწილი. პარასკევს ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება. კარანტინი ავსტრიაში 6 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – დროგამოშვებით ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 8 …

საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევაა, 334 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა

15 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა  79 678. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა  34 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  18,  აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – …

კოვიდის 410 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 8 პაციენტი

15 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. გასულ 24 საათში საქართველოში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი. დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის ცნობით, აჭარაში 926 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 98 ადამიანი. ასევე, აჭარაში 1 551 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. …

არ დასტურდება, რომ ბათუმელი ექიმი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმელი ოჯახის ექიმი, ნინო დიასამიძე, ამბობს, რომ სწრაფი ტესტი, რომლითაც პირველ შემთხვევაში კოვიდი დაუდასტურდა, ცრუ დადებითი იყო. „ექიმი ვარ, პერიოდულად ვიტესტებოდით ექიმები კოვიდზე. დაახლოებით თვენახევრის წინ სწრაფი ტესტი გამიკეთდა, აღმოჩნდა, რომ ვიყავი დადებითი. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში და 12 დღე ვიყავი …

ქობულეთში, სოფელ ხალაში 30 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს, ჩვენი ინფორმაციით ადგილზე მუშაობს პოლიცია. სოფლიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ მკვლელი თანასოფლელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიტში ოთხი პირი მონაწილეობდა, მათ შორის ერთი დაკავებულია ხოლო ორი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …

არჩევნების მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 8,61 მილიონი ლარი დაიხარჯება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. ამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 8 612 110 ლარი გამოიყოფა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურისთვის ემზადება მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტიები კი ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის …

20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 20 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს და არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები. ამასთან, „ანიმაციური ფლიმის გადაღების პროცესში სავალდებულოა ხულოსა და ბათუმში არსებული ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელების ჩართულობა [თითოეული მუნიციპალიტეტიდან …

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ. „თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად …

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კირთაძე და ტიტე აროშიძე – უსკო

უმღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ინფორმაციით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში [#28] წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და პერიოდულად ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ფეისბუქზეც პოსტავს, გიორგი კითაძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს და ის ბრძოლას არჩევნების შედეგების ბათილად …

გაერთიანებულ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მანდატი შეხვდება – უსკო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.  უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33, 96 პროცენტს , ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო,  რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45, 86 პროცენტია. ამ მონაცმების შესაბამისად პროპორციული სიის მიხედვით …

20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კლინიკის ახალ შენობაზე საინფორმაციო წარწერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 20 ათასი ლარია, რომლითაც შენობაზე 2 წარწერა [საინფორმაციო დაფა] უნდა განთავსდეს. შენობაზე წარწერები: „გადაუდებელი მიმღები-EMERGENCY“ და „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL“, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. საინფორმაციო დაფებზე უნდა მოეწყოს ელექტროგანათება. შრიფტის ზომები, ფერები, …

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება. უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი …

აჭარაში კორონავირუსის 603 შემთხვევა გამოვლინდა, 7 გარდაიცვალა – 14 ნოემბრის მონაცემები

14 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.  ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი. ამ დროისთვის აჭარაში  890 ინფიცირებული პირი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 121 შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო 88 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. ბათუმში კოვიდსასტუროში 1 551  პირი მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 1 309 პირი იმყოფება.  დღეის …

კორონავირუსის 3 504 დადასტურებული ახალი შემთხვევა – 14 ნოემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში  გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 163 პირი   – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 …

ანალიზების აღება სახლში გამოძახებით – ბათუმში, თბილისში, ფოთსა და ქუთაისში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კლინიკები გადატვირთულია. საპროფილაქტიკო, საბაზისო კვლევების ჩასატარებლად ბევრი ადამიანი თავს იკავებს საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებში მისვლისგან, ვირუსის გადადებისა და გავრცელების შიშით. კლინიკებსა და ლაბორატორიებში, რომლებსაც დავუკავშირდით, ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ანალიზების გასაკეთებლად ლაბორატორიის შინ გამოძახება სურს. შესაბამისად, ამ მომსახურების მსურველმა ლაბორატორიაში 1-2  დღით ადრე მაინც უნდა დარეკოს ჩასაწერად. …

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს.  ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება. ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. იმის გამო, რომ ხელფასი არასდროს ჰყოფნით ექთნები ყვებიან, რომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას. „მიტოვება მინდოდა ჩემი პროფესიის. მაღაზიის გაკეთება. უბრალოდ ახლა, ამ …

რესპირატორები დაუთმეთ სამედიცინო პერსონალს – ზახაშვილი მოქალაქეებს

დღეს, 13 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პირდაპირი ჩართვისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილის თქმით, უმჯობესია მოსახლეობამ რესპირატორები სამედიცინო პერსონალს დაუთმოს და მრავალჯერადი გამოყენების პირბადით ისარგებლონ. „ნიღბებიდან ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რა თქმა უნდა, რესპირატორებია მიჩნეული, თუმცა მოსახლეობის გამოყენებისთვის ეს …

პოლიციამ ბათუმში ქალის მკვლელობის ფაქტზე კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს – ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე …

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის მიმართა. შესყიდვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობას ეხება. პროექტის ღირებულება 174 837 546 აშშ დოლარია. „აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის Lump sum ფასს [144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით …

აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იქ, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დღეს, 13 ნოემბერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პოლიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეებს შორის თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა, სადაც მათ იმ ოქმების ჩამოკიდება სურდათ, რომლებით, მათივე თქმით, გაყალბებულია. „ათეულობით ოქმი მოვიტანეთ. აჭარის …

ქუთაისში 102 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

102 წლის ქალმა ქუთაისში კორონავირუსი დაამარცხა, ის ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას ხვალ კლინიკიდან გაწერენ. 102 წლის ქალი ორი კვირის წინ მოათავსეს კლინიკაში. დღეს, 13 ნოემბერს, კორონავირუსით დაინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37.

ქართველი პედაგოგები თვითშეფასებით უსწრებენ ფრანგ, ესტონელ და ფინელ კოლეგებს

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) სრული ვერსია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელსაც ასახავს. კვლევა 2018 წლის პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაღალია. ამ კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით საქართველო, მაგალითად, უტოლდება ინგლისს და მასთან ერთად TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა. 2013 წელს ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება 84.8 …

შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას

გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს. გადამწყვეტი და ისტორიული მატჩის წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა შეფასებები სხვადასხვაგვარი იყო. საკუთარ დამოკიდებულებაზე შოთა არველაძეც წერს სოციალურ ქსელში: „შეხვედრა “დინამო არენაზე”, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გულშემატკვირთა გარეშე გაიმართა. მიუხედავად …

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური …

რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

„აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში სოფელ წაბლანის მცხოვრებლების შესახებ. წაბლანა ხულოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროტესტის …

ბათუმში კოვიდით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

13 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში 32 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა, გარდაიცვალა 12 ნოემბერს. „კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის …

ქვიშის უკანონო მომპოვებელს ტრაქტორი ჩამოართვეს – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

პარლამენტის წინააღდეგ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „ბექანისმა“ მოიგო. ეს კომპანია აპროტესტებდა იმას, რომ ქვიშის უკანონოდ მოპოვებისთვის დაჯარიმებასთან ერთად ტრაქტორიც ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანიამ ის სამართლებრივი ნორმა გააპროტესტა, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა – წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებელს, დღემდე მოქმედი კანონდებლობით, სამართალდარღვევის იარაღი უპირობოდ უნდა ჩამორთმეოდა. კომპანია „ბექანისის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა …

საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 473 ახალი შემთხვევა

13 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 73 154. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  13,  აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – …

Exit mobile version