ოპოზიცია ბათუმში თეატრთან იკრიბება – აქცია იწყება [ფოტო]

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ბათუმის დრამატული თეატრის წინ იკრიბებიან ამ წუთებშიც [15:45 წთ].

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე …

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით. ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად. ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – …

კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა აჭარაში, 7 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში აჭარაში  კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. 8 ნოემბერს საქართველოში სულ  2 901 კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 57 753-ს შეადგენს. აქედან 14 680 არის მიმდინარე, აქტიური შემთხვევა. 8 ნომებრის მონაცემებით, 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. …

კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 34 ადამიანი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  42 572-მდე გაიზარდა. 34 გარდაცვლილი პაციენტიდან  თბილისში –  14 ადამიანი გარდაიცვალა,  აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1,  ხოლო …

“სადავოა 597 633 ადამიანის ხმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ის” – თამარ კორძაია

“ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას,” – ეს განცხადება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ დღეს, 7 ნოემბერს გააკეთა. მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ყველა ოქმი გადაამოწმეს. თამარ …

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მირიან ქათამაძემ გაასაჯაროვა. ქობულეთის მერმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა რომ კოვიდინფიცირებულია. “დღეს მაცნობეს, რომ ვარ კოვიდ დადებითი. ამ ეტაპზე ვიმყოფები იზოლაციაში. გავდივარ მკურნალობას ბინაზე. მცირე პერიოდით განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მჯერა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და აუცილებლად შევძლებთ ბევრი ძალიან კარგი საქმის გაკეთებას,” – …

რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო. …

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დავით გაბაიძემ გაავრცელა. „კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში,“ – დაწერა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის …

ბათუმში ოპოზიციის წევრებზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში მომხდარ ფაქტზე. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მისულ ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ბაზრობაზე 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, მოქალაქე დაუპირისპირდა. მოგვიანებით დაპირისპირებაში ათამდე ადამიანი ჩაერთო, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია “მოქალაქეების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს, კიდევ ერთ ოპოზიციონერს …

ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 7 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები „ხოფის ბაზრობაზე“ ფლაერებს არიგებდნენ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. თავდამსხმელებმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „სავარაუდოდ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, იმიტომ, რომ როგორც კი შევედით და მოიკითხეს, …

2 ათასი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვის წესს დაარღვევს

9 ნოემბრიდან ქვეყნის 7 დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.  მოქალაქეები, რომლებიც ღამის ათიდან დილის ხუთამდე ქუჩაში გავლენ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. „ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული კანონმდებლობით. ეს არ არის  კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული. კერძოდ 2 ათასი ლარი ფიზიკურ პირებზე,“ – თქვა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა …

8 გამარჯვებული პროექტი, რომელიც ბათუმს უკეთესობისკენ შეცვლის

პროექტის — „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. 2021 წლისთვის ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge. ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეების რაოდენობა განისაზღვრა ხმათა რაოდენობით. პროექტის ბიუჯეტი 500,000 ლარია. გამარჯვებული იდეებია: ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ბაფიტი“ ამ …

ქვეყნის 7 ქალაქში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები დაიხურება – მთავრობა

საქართველოს 7 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 9 ნოემბრიდან საბავშვო ბაღები დაიხურება. შეზღუდვა ეხება როგორც  საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა რიგ შეზღუდვებს აწესებს მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, რაც მარშუტკებსა და ავტობუსებში  მგზავრთა ნაკადის …

კარანტინისთვის მთავრობამ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობის 6 ნოემბრის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი გამოეყო. განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული თანხით უნდა უზრუნველყოს: „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო …

ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება – მთავრობა

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში წერტილოვანი შეზღუდვები  წესდება. კერძოდ ქვეყნის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში საღამოს 22 საათიდან დილის ხუთ საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს.  ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო  შტაბთან შეთანხმებით  იმ პირებზე და მათ საავტომობილო …

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. პროკურორი კორონავირუსზე კლინიკაში 26 ოქტომბრის შემდეგ მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ფრიდონ ქარცივაძე 46 წლის იყო. ის წლების მანძილზე ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა. 2019 წელს კი ოზურგეთის  რაიონულ  პროკურორად დაინიშნა.

კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა აჭარაში – 7 ნოემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 4 ადამიანი. 7 ნოემბრის მონაცემებით კორონავირუსზე აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 740 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმე პაციენტად 102 ითვლება, რომელთაგან 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. აჭარაში კოვიდ სასტუმროში მკურნალობას 1 299 ადამიანი გადის.  15 693 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების …

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი.  7 ნოემბერს 18-ით გაიზარდა კორონავირუისთ გარდაცვლილთა რიცხვი. 7 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 54 852 ადამიანს აქვს ვირუსი დადასტურებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 39 773 პირი, 14 612 ადამიანი კი მკურნალობას გადის საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებში და საკუთარ სახლებში. დღეს გამოვლენილი 2 859 …

ოპოზიცია ბათუმში 300-ზე მეტ ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს

გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს. ბათუმის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში ჯამში 11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478  ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება: „ამ ბიულეტენების ბედი რომ ვიცოდეთ, არჩევნების შედეგი გვექნებოდა სხვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად შევიტანოთ  სარჩელი. მართალია, აქედან რომელიმე შემაჯამებელი …

საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის 14 ოქმის გაბათილებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის 6 მაჟორიტარული და 8 პროპორციული უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს, ორგანიზაციამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ #19 უბანზე, სადაც ვითხოვდით შედეგების გადათვლას, რამდენიმე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ზოგი კი არ დაკმაყოფილდა, რასაც სასამართლოში ვასაჩივრებთ.“ საიას …

ვის არ ესმის შშმ პირების ხმა – ფორმალურად ადაპტირებული არჩევნები არასტანდარტული პანდუსით

გაორმაგებულ სოციალურ პაკეტს, ადაპტირებულ გარემოს და დასაქმებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტია დაჰპირდა, არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის სრულფასოვანი ადაპტირებული გარემოს შექმნაზე კი პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი პარტია იყო  – „ქართული ოცნება“, რომელიც შმმ პირებს იმავეს ოთხი წლის წინ, 2016 წელსაც ჰპირდებოდა. როგორ შესრულდა ეს დაპირება და რა …

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი]. გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 …

რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

„ქართული ოცნების“ ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა არანაირად არ შეცვლილა ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები…“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს მოწყობილ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. მან დღევანდელი ბრიფინგზე ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე ისაუბრა. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ  იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა …

აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები 373 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნების 373 შემაჯამებელი ოქმიდან კი, ჯამში 89 ოქმია შესწორებული – ზოგიერთ უბანზე 1-ელ ნოემბერს, ზოგი კი შემდგომ, საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით ან/და შესაბამისი ოლქების განკარგულებებით. „ბათუმელებმა“ ამ 373 უბანზე პარლამენტის პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმი გადაამოწმა, რომლებიც ცესკოს ოფიციალურ …

სტუდენტური კინოფესტივალის ქართველი და უცხოელი გამარჯვებულები

თბილისში 4-6 ნოემბერს საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ გაიმართა. ფესტივალში 17 ახალგაზრდა კინორეჟისორი მონაწილეობდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი. პირველი ადგილი – „ჩატვირთვა“, რეჟისორი გიორგი წილოსანი  მეორე ადგილი – „დიდი და პატარა ხელები“, რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი მესამე ადგილი – „დაბრუნება“, რეჟისორი გურამ ბაქრაძე  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა არგენტინული ფილმი THE PACK …

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული …

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია. „საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების …

შემაჯამებელ ოქმებში არეულობა და ქაოსი კომისიის წევრების ბრალია?

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული,  სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს. იმ განკარგულებების მიხედვით, რაც ვებგვერდზეა ატვირთული, ბათუმის 120 [სპეცუბნების …

მთავრობა პენსიაზე გასული ექიმების მობილიზაციაზე საუბრობს

დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მედპერსონალის მობილიზაციაზე ისაუბრეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 183 მედპერსონალი დაინფიცირდა კორონავირუსით. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა, მათგანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება. სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების …

დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი 

კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  გლობალურად, ყოველი ექვსი გარდაცვალებიდან ერთის მიზეზი კიბოა, მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფილტვის კიბოა, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად თამბაქო მიიჩნევა, თუმცა არსებობს ფილტვის კიბოს ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი – ჰაერის დაბინძურება, რომლის მავნე ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიის …

„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს ის საპროტესტო აქციები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება ან ორ დღეში – 8 ნოემბერს ჩატარდება. მურმან დუმბაძეს იმის სჯერა, რომ ამჯერად ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანება შეძლო, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლის. „მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის“, – თქვა ჩვენთან ინტერვიუს …

როგორ ითვლის ცესკო ხმებს – ინტერნეტის რეაქცია

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნების ოქმები ქართულ ინტერნეტში განხილვის მთავარი თემაა. შეცდომებს ოქმებში მთავრობის წარმომადგენლები „ადამიანურ შეცდომებს” აწერენ, ოპოზიცია კი შეგნებულ გაყალბებებზე საუბრობს. შემაჯამებელი ოქმების რიცხვებში დიდ ცდომილებებს სოციალურ ქსელში სახალისო ქარდების ტალღა მოჰყვა.                                         …

ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომელი თანამდებობას ტოვებს

ცესკოს ტოვებს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული. მან სამსახურიდან წასვლის თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე განცხადება დღეს, 6 ნოემბერს, დაწერა. განცხადება ივანე ბურდულმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ივანე ბურდულმა თანამდებობის დატოვების მოტივად არჩევნების გაყალბება დაასახელა. „მთავარი მიზეზი სამსახურიდან წამოსვლის არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა“, – განაცხადა …

„სილქფესტის“ აქციით მომხმარებელები ულიმიტო პაკეტებს გაიაქტიურებენ

6  ნოემბერს , მხოლოდ ერთი დღით, „სილქფესტი“  ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს.  აღნიშნულ კომბინაციებს აბონენტები (ფიზიკური/იურიდიული)30 დღით გაიაქტიურებენ: [checklist] ულიმიტოინტერნეტი  – 19₾ – აქტივაცია *019# ულიმიტოსასაუბრო + 5 GB ინტერნეტი 18₾ – აქტივაცია *202# პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. ულიმიტოსასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი 28₾ – აქტივაცია *202# პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. [/checklist] *პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია **სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერ-დეკემბერში იწყებს ცირკულაციას, რაც ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი სულ მალე, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დაიწყება. რა განსხვავებაა სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს შორის და შეუძლია თუ არა მათი განსხვავება მოსახლეობას, მაშინ როცა ორივე მათგანი სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს? აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობს, რაც ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავებაში …

Exit mobile version