აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

13 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. გარდაცვლილებს შორისაა 32 წლის ქალი, და, ასევე, 100 წლის კაცი. გასულ 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი. დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის ცნობით, აჭარაში 789 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა …

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს

Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის …

ბათუმში შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 1 – 6 …

კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე

საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება. სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ. გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად …

ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება

„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 …

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …

„ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“ – ქალი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

სურმანიძეების 6-სულიანი ოჯახი ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. ოჯახის ორი წევრი დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ქალი აცხადებს, რომ მისი სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ნანული სურმანიძემ ის დოკუმენტი დახია, სადაც ეწერა, რომ მას მრავალშვილიანი დედის სტატუსი აქვს და შენობის კარებთან დაყარა. „რად მინდა ცარიელი სტატუსი, თუკი მთავრობა არაფერში დამეხმარება. ერთი ოთახიც კი …

„იაფ სახლში“ 40 ბინას 245 ოჯახი ითხოვს – მერიაში განცხადებებს სწავლობენ

ბათუმის მერია 245 განაცხადს სწავლობს, რომლებითაც მოქალაქეები „იაფ სახლში“ ბინებს ითხოვენ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ბათუმში 2 კორპუსი აშენდა, ჯამში 40 ბინა. განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა. „იაფ სახლში“ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროგრამა ბინების 15 წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. თავდაპირველად განაცხადების …

3 დღე ონლაინმუზეუმებში

პროექტის ფარგლებში – „ღამე მუზეუმში“, 14-16 ნოემბერს აჭარის მუზეუმებში ონლაინექსკურსიას შეძლებთ. 14 ნოემბერს ონლაინექსკურსია 19:00 საათიდან დაიწყება. ონლაინში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს განძი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი „თანასწორობა“, მიიღოთ მონაწილეობა ვიქტორინაში, რომელიც მუზეუმის დაარსების ისტორიას შეეხება. ონლაინექსკურსია დაგეგმილია ბათუმის ნობელების, ხელოვნების მუზეუმებიდანაც. ონლაინექსკურსიების ლაივის ნახვა შესაძლებელი იქნება აჭარის მუზეუმის ფეისბუქის გვერდიდან. აჭარის განათლებისა …

სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე. ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ. პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი …

მეამა უკვე ბათუმშია – შეუკვეთე მარტივად და მიიღე სწრაფად შენი ფავორიტი ყავის კაფსულები

კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა” პროდუქციის მიწოდებას უმოკლეს დროში, მარტივად და კომფორტულად უკვე ბათუმსა და მისი შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს. ბათუმი თბილისის შემდეგ Პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის მიღება მარტივად, შეკვეთიდან რამდენიმე საათში შეუძლიათ. Პირველ ეტაპზე ბათუმში კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრი  განთავსდა. ადგილზე მიწოდების სერვისს სხვა საშუალებებთან ერთად, ბათუმში ეკომეგობრული ტრიპლი ახორციელებს, რომელიც …

საჭიროა საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება მმართველობაში – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა თავის სამწლიან მისიას ასრულებს. როგორ აფასებს ელჩი საქართველოში მუშაობის პერიოდს, რამდენად რეალურია საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვა და რა სჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, რას ფიქრობს ანაკლიის პროექტზე და რა მომავალი აქვს ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რაზეც ელჩმა ისაუბრა. “ბათუმელებმა” ტადაჰარუ უეჰარასთან …

პოსტი დატოვა ერდოღანის სიძემ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ბერატ ალბაირაკმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სიძეა, მინისტრის პოსტი დატოვა. მინისტრმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა კვირას, 8 ნოემბერს და ამავე პოსტში აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის გამო და მეტი დროის გატარება სურს ოჯახთან, მშობლებთან და ცოლ-შვილთან. ყოფილმა მინისტრმა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე თავისი ანგარიშები წაშალა როგორც ინსტაგრამზე, ასევ ტვიტერზე. თურქული …

ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად …

აჭარაში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი. აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 801 ადამიანი მკურნალობს. აქედან 103 მძიმე პაციენტად მიიჩნევა. 12 ნოემბერს საქართველოში სულ გამოვლენილია  კორონავირუსის 3 120 შემთხვევა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 502, იმერეთში – 517, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 126, გურიაში – 95, …

კორონავირუსით გარდაიცვალა 33 ადამიანი, დადასტურდა 3 120 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2 358-ია. 12 ნოემბერს  გამოვლენილი  3 120 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 502, იმერეთში – 517, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 126, გურიაში – 95, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 332, კახეთში …

დააკავეს ონლაინრეალიზატორი, ამოღებულია 1.2 მილიონის ნარკოტიკი და ლაბორატორიული ინვენტარი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, …

რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული  73 წლის პაციენტი, რომელიც გუშინ, 11 ნოემბერს,  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სკოლის მანდატურები ამჯერად მთავრობის ცხელ ხაზზე იმუშავებენ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რადგან დიდ ქალაქებში სკოლები ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სკოლის მანდატურები მთავრობის ცხელ ხაზზე იმუშავებენ. მანდატურები ცხელი ხაზის – 144- ის მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვასა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან. სკოლის მანდატურები პირველად საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს აპრილში, როდესაც კოვიდის პირველი ტალღა იყო ქვეყანაში და სკოლებში …

რესპუბლიკურის მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდპაციენტი კლინიკის მესამე სართულიდან გადახტა/გადავარდა. „ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. ისე გადახტა“, – უთხრეს „ბათუმელებს“. 73 წლის კაცი ცოცხალია. დაზუსტებული ინფორმაციით, პაციენტის შვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. შესაბამისად, ის თავად ზრუნავდა მამაზე. კაცის მესამე სართულიდან გადახტომა/გადავარდნის ფაქტს ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, „შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში …

ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე. მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას …

სულგუნს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 2 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „სულგუნის ტრადიცია საქართველოში“. სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, რომელიც ძალაში 11 ნოემბერს შევიდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე – „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას“: სონიას ნაქარგები [ვიდეო]

ოპოზიციის ლიდერები ბათუმში არასამთავრობოებს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა. „ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან …

ხელვაჩაურის საოლქოსთან აქციაზე „არ დათმოს“ წევრს 7 პირი თავს დაესხა – ალტერნატივა

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  მოძრაობის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს, ზურაბ ბოლქვაძეს თავს დაესხნენ, როცა ის იქვე ახლოს გაჩერებულ ავტომანქანასთან მიდიოდა საწვიმრის გადმოსაღებად. „ჩვენ ხელვაჩაურის საოლქო კომისიასთანაც მოვაწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ოლქის წევრებს იქ გამოევლოთ. ზურაბი გადავიდა საწვიმრის გადმოსატანად და ამ დროს დაახლოებით 7 ადამიანი …

სასწრაფოს ექიმი: ბათუმში არ არის საკმარისი ეკიპაჟი, ძალიან ბევრი დავინფიცირდით

მაია ბოლქვაძე ათი წელია სასწრაფოს ექიმია, ამიტომაც მისი ცხოვრების რეჟიმი ისედაც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დღის რეჟიმისგან, როცა სამუშაო დილით იწყება და საღამოს მთავრდება. მთელი ღამის მორიგეობის შემდეგ, სასწრაფოს ექიმები მეორე დღეს საღამომდე დასვენებას ცდილობენ. პანდემიის დაწყებიდან, განსაკუთრებით მეორე ტალღის გამწვავების შემდეგ, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დრო მხოლოდ მას შემდეგ გამონახა, როცა თავადაც …

შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე 

„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და …

ბათუმის ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმს პროტესტის ფონზე ამზადებენ [LIVE]

დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს. კომისიის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია …

„ზოოსითი“ – შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი

„ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის – თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს. „2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა …

ხვალიდან აჭარაში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: …

კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 14 ადამიანი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 11 ნოემბერს რეგიონში ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. 11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქტიური ინფიცირების შემთხვევა 16 158-ია. გაზრდილია სიკვდილიანობა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. 2 911 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, …

საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების …

პოლიციამ 54 წლის კაცი დააკავა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში პოლიციამ 54 წლის კაცი დააკავა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული …

რესტორნებსა და კაფე-ბარებს ღამის 10 საათიდან შეუძლიათ მიტანის სერვისით იმუშაონ

მთავრობის 10 ნოემბრის დადგენილებით, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე რესტორნების, ბარების, კაფეების მუშაობის აკრძალვა აღარ შეეხება მათ მიერ მიტანის მომსახურებას, ანუ ე.წ. დელივერსერვისს. საქართველოს მთავრობამ რესტორნების/ბარების/კაფეების მუშაობა საღამოს 22:00 საათიდან 07:00 საათამდე ოქტომბრის ბოლოს ჯერ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში, ნოემბრის დასაწყისში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა. ამასთან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა 10 ნოემბრიდან …

გერმანიაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩემოდანში ბევრი საცვალი ჰქონდა – SZ.de

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში გერმანიაში შესასვლელად მნიშვნელოვანი საფუძველია საჭირო. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად ექიმთან ვიზიტი ითვლება. სწორედ მსგავსი მოსაწვევის მქონე საქართველოს მოქალაქე ქალს დააბრუნებენ გერმანელი მესაზღვრეები უკან, სამშობლოში. მოტივი – ქალის ჩემოდანში ბარგი არ შეესაბამებოდა მის განმარტებას ექიმთან ვიზიტის შესახებ – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა SZ.de ავრცელებს. მედიის ცნობით, მიუნხენის აეროპორტში 29 წლის ქალმა …

თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია. 2020 წლის იანვრიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს. ვაქცინის ტესტირება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება …

საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს. „თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია …

Exit mobile version