ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოში გემით რუსული საწვავი შემოიტანეს, თუმცა აცხადებს, რომ არც ეს გემი და არც ტვირთი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არის. ინფორმაცია, რომ გემმა საქართველოში რუსული საწვავი შემოიტანა, თავდაპირველად ენმ-ის ერთ-ერთმა, ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. რას ამბობს შემოსავლების სამსახური? “შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა …
Category Archives: სიახლეები
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ვიზის გამოყენება შტატებში მშობიარობისთვის დაუშვებელია. „დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ – წერს საელჩო. აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ …
Continue reading “დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 058 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 11 071 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 091 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 31 081 ერთეული [+28] MLRS – 1 452 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აგვისტო”
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
ბათუმის აეროპორტში დღეს, 5 აგვისტოს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [დაახლოებით 09:27 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი [THY5ET ] ვერც მეორე მცდელობაზე [09:39 სთ] დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა ასევე თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ნისლია. ორთავე თვითმფრინავი ამ წუთებშიც ცდილობენ დაჯდომას. განახლება: თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება”
მზია ამაღლობელის საქმე კლუნების ფონდის დაკვირვების ქვეშ
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს 2025 წლის მარტიდან უწევს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგის დოკუმენტში მზია ამაღლობელის საქმეში არსებული არაერთი გარემოება და დარღვევა მოხვდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგისთვის აღსანიშნავი ფაქტია, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამხრე კამერა გამორთული …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმე კლუნების ფონდის დაკვირვების ქვეშ”
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ქართველებს პიედესტალები გვიყვარს. მარტივად შემოვსვამთ მასზე ადამიანს და კიდევ უფრო მარტივად მოვთხოვთ მის დატოვებას. და, რადგან შელამაზებაც ჩვენი კულტურის ნაწილია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლიმენტის გასამყარებლად ბოლოში „მართლა“-ს ვუმატებთ. ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა გარემო ეტლით …
Continue reading “„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული”
„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი
4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს. „ბათუმელები“ თითქმის სრულად გთავაზობთ მის მიმართვას. „მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ერთხელ მახსოვს, ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც. …
„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან
„დრო ჯერ კიდევ არის, ბრძოლა ბოლომდე“,- მიმართა დასკვნითი სიტყვის დროს მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზს. დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, დღის 2 საათზე გამოაცხადებს. მოქალაქეები სიმრავლის გამო დღესაც სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი სასამართლოს ფოიეში დარჩა. დარბაზში და მზიამდეც …
Continue reading “„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან”
„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ მისთვის პროკურატურის მიერ გაჟღერებული საპროცესო შეთანხმება მიუღებელია. „იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა… დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, …
Continue reading “„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი”
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღეს სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა დასკვნითი სიტყვით. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს”
მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული ბოლო, უახლესი კვლევის შედეგები. „ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ. ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად …
Continue reading “მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი”
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა
დღეს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 057 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 069 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 079 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 053 ერთეული [+28] MLRS – 1 452 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აგვისტო”
რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში
„ბატონმა ბერდია ფერაძემ იცრუა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად აღწერა, თითოეულმა ცრუ მოწმე პოლიციელმა, რა მოიტყუა მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. რა მოიტყუა აჭარის პოლიციის …
Continue reading “რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში”
რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა
„დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლოში, არაერთი გარემოების ირგვლივ”, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. მზია ამაღლობელის …
Continue reading “რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უმეტეს რაიონში, დღისით კი ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 …
რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან
„მოწმე გრიგოლ ბესელიამ იცრუა როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, პირველ აგვისტოს. მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პირველ აგვისტოს ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ …
ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა არის სიგნალი განგაშისათვის – განცხადება
ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების განცხადებას ეხმიანებიან, სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და ემიგრაციული ჯგუფების წარმომადგენლები, სასტიკად ვგმობთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის …
4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს
ორშაბათს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. 4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, 4 აგვისტოსვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …
Continue reading “4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 056 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 068 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 071 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 31 025 ერთეული [+43] MLRS – 1 452 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აგვისტო”
შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ
„ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ,“ – გვითხრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელსაც სომხეთის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ. პროფესორი აკვირდება თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლება განწყობები სომხეთში და როგორ ეცლება რუსეთს ხელიდან ბერკეტები… „რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი მით უმეტეს ევროკავშირის …
Continue reading “შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ”
„ეს დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს“ – ნონა ქურდოვანიძე ნინო დათაშვილზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა. ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით …
“მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი და არ არის არც დანაშაულებრივი” – ადვოკატი
„დღევანდელი პროცესი სხვა თვალსაზრისით იყო საინტერესო. ეს ხომ არ იყო პროცესი, ჩვენ ხომ ვიცოდით, სადაც ვიყავით. საბოლოოდ, მე თუ მკითხავთ, ეს ტრაგიკული დღეა. ეს პროცესი იყო იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. მაგრამ სამართალს ადვოკატები და კონკრეტულად მზიას ადვოკატები ვერ დავიცავთ. სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს, მეტს არავის. ამიტომ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა დღევანდელი …
“თავისუფლება ყველას, ვინც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის” – საპროტესტო პერფორმანსი ბერლინში
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს!” – ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პირველ აგვისტოს საქართველოს საელჩოს წინ ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ და უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების პატიმრობა გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „გზა“ – ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში. „მზია ამაღლობელი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიმდინარეობს, დღეს როგორც არასდროს …
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – კობახიძეს ბეშუმში საპროტესტო ბანერით დახვდნენ
ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ასულ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს აქტივისტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – ასეთია აქტივისტების გზავნილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი, რომელსაც 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს ციხეებში დატყვევებული.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 055 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 068 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 069 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 30 982 ერთეული [+38] MLRS – 1 452 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აგვისტო”
რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“
პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა – ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს. ბოლო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი ცისფერი პერანგით მოვიდა – დარბაზში შემოადგა თუ არა ფეხი, დარბაზს ხელი აუწია მოსალმების ნიშნად და გაუღიმა. „თავისუფლება მზიას“- ამ შეძახილებით ახმაურებული დარბაზი დახვდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს. დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა, ბევრმა ვერ …
Continue reading “რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“”
„ამ დარბაზში ყველაზე ხმამაღლა მზიას ხმა ისმის, თუ ვინმეს გაგონება უნდა“ – ადვოკატი
დღეს, 1-ელ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, პროკურორის რეპლიკების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს ციხის ფსიქიატრის დასკვნა მზია ამაღლობელზე, რომელშიც წერია, რომ მზია ამაღლობელს აქვს კეთილსინდისიერების გადაჭარბებული გრძნობა. „მზია ვერ დაიბრალებს, კეთილსინდისიერი ადამიანი ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია. მე თქვენ წაგიკითხეთ მზიას დახასიათება, რომელიც ციხეში ფსიქიატრმა დაწერა, მასთან …
მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს
დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება. მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა დასკვნითი სიტყვის გადადება. „სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, …
Continue reading “მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს”
„ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი
პირველ აგვისტოს, 20:40 საათზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა. დასკვნითი სიტყვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა. „მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად. არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. …
Continue reading “„ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი”
მზიას ბრძოლა არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ – თამაზ ბაკურიძე
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ფეისბუქზე მზია ამაღლობელის სოლიდარობის წერილს აქვეყნებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დასკვნითი სხდომის პარალელურად. . „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს: „სოლიდარობის წერილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს! დღეს, როცა სიტყვას სიმართლის ძალა აქვს, შენ – მზია – რჩები იმ ერთ-ერთ იშვიათ ხმად, ვინც თავისუფლების ფასს კარგად იცნობს. შენი ბრძოლა მხოლოდ შენი არაა – ეს არის ბრძოლა …
„ჩვენ წინ იწერება სისტემური სიცრუის ქრონიკა“ – ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე
დღეს, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება. სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სხდომიდან ფეისბუქზე წერს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ბრალდების და ბრალდებების სრული კოლაფსი“. „ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს ადვოკატი, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება“, ურთიერთსაწინააღმდეგო, …
სილა არ აზიანებს ჯანმრთელობას, მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ იქნება დგებუაძის ღირსება – ადვოკატი
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ისაუბრა სილის გაწვნის ეპიზოდზე და ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის სილა ვერ დააზიანებდა ჯანმრთელობას, ხოლო ი. დგებუაძის პატივმოყვარეობის საკითხს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა: „სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა. …
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა …
Continue reading “მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება”
ერთად გავაგონოთ სინდისის პატიმრების ხმა ბათუმს – განცხადება სასამართლოსთან
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის პროცესის პარალელურად განცხადება გააკეთეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებს მოუწოდეს, შეუერთდნენ ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ აქციას. სინდისის პატიმრების დედები და ოჯახის წევრები დღეს სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად. „პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და ყველა იმ ადამიანს, …
Continue reading “ერთად გავაგონოთ სინდისის პატიმრების ხმა ბათუმს – განცხადება სასამართლოსთან”