მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, …

კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი. კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში მესამე დღეა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 23 ნოემბრიდან გაუარესდა. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 25 ნოემბერსაც, ცუდია: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის …

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება. ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი]. გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი …

ეშმაკის ბორბლის საწყისი ქირა აუქციონზე 435 250 ლარი იქნება – 1 წლით სარგებლობისთვის 

ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს „ეშმაკის ბორბლის“ წლიური სარგებლობის საფასურის დადგენის მიზნით მიმართა – შემდგომში ქონების იჯარით გასაცემად. მერიაში მიიჩნევენ, რომ ქონების აუქციონზე გატანისას, საწყის ფასად, წინა აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული თანხა – 435 250 ლარი უნდა განისაზღვროს. „ეს დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე… აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით, ყოველწლიურად …

ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება – 18 ნოემბრიდან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთი [შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია] მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით, ჩაიკეტება 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან [სოფ. გომარდულის ასახვევი] კმ67+920-მდე [სოფ. ჩანჩხალო] გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 – 13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 6 – …

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა. სამუშაოები …

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა. სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია. „ბულვარის ადმინისტრაციის …

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალეადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 6 – 11 გრადუსი …

სააგენტო თხილის ბაღების აღრიცხვას იწყებს – 500 ლარი სუბსიდია 1 ჰექტარზე

სოფლის განვითარების სააგენტო, რომელმაც თხილის სუბსიდირების პროგრამა უნდა განახორციელოს, თხილის ბაღების კადასტრის შესაქმნმელად 174 ათას 420 ლარის შესაბამის მოწყობილობებს, ასევე საოფისე საქონელსა და ტექნიკას შეისყიდის. 174 ათას 420 ლარის შესყიდვას სოფლის სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. თხილის ბაღების კადასტრი მთავრობის დადგენილებაში ასეა განმარტებული: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის …

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა

ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება. ახალი სქემა ქალაქის მერიამ ბათუმის საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხს საკრებულო დღეს, 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს. სამარშრუტო მიკროავტობუსების ახალი სქემა საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ამოქმედდება. „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრების მოთხოვნებზე.“ – აღნიშნულია …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 …

799 600 ლარი შსს-ს აჭარის დეპარტამენტის შენობის რემონტისთვის-გადადის თუ არა პოლიცია ბარცხანაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 800 ათასამდე ლარს დახარჯავს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი შენობის გასარემონტებლად. გასულ წელს კი, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს. პირობის მიხედვით, …

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა. „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ …

ბათუმის საქალაქო ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ საჭიროა პირველ რიგში საკრებულოს შესაბამისი დადგენილება, შემდეგ კი, გადახდის აპარატების [ვალიდატორების] შეცვლა-განახლება. ქალაქის მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა პროექტი, რომლითაც ცვლილება უნდა შევიდეს იმ დადგენილებაში, რომელიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობას არეგულირებს. „არსებული დადგენილების საფუძველზე მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის …

რა უნდა გაკეთდეს დამეწყრილი სკოლის შენობის შესანარჩუნებლად სოფელ სამებაში

ქობულეთის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე აჭარის განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის სამინისტრო 39 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რისთვისაც თანხმობას ელოდება შესყიდვების სააგენტოდან, რომელსაც 24 ოქტომბერს მიმართა. სკოლის ტერიტორიაზე ერთი თვის წინ განვითარებული მეწყრის გამო სასწავლო პროცესი სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს. პროცესები ისე ვითარდება, …

ქობულეთი ბათუმის ძველ ნაძვის ხეს აღარ დადგამს – ახალს 147 ათას ლარად იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხისა და ნაძვის ხის დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი 147 ათასი ლარით გამოაცხადა. თუ ეს ტენდერი შედგა, ქობულეთში აღარ დადგამენ იმ ნაძვის ხეს, რომელიც 2017 წელს ბათუმისგან ითხოვეს და მას შემდეგ ყოველ ახალ წელს დგამდნენ ქობულეთში. „ნაძვის ხეს, რომელიც ბათუმმა გადმოგვცა, მესამე წელს წიწვების ცვენა დაეწყო… ამჯერად კი, მის რეაბილიტაციას ვამჯობინეთ ახალი შევიძინოთ“, …

ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე …

ბათუმში 3 ადგილზე გარეგანათების აღსადგენად 415 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

ბათუმში, სამ ადგილზე, გარეგანათების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ქალაქის ბიუჯეტიდან 415 ათას 324 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული. ტენდერის ფარგლებში გარეგანათებას აღადგენენ: „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ [ე.წ. საოცრებათა პარკთან], ევროპის მოედანზე [გაანათებენ მედეას ძეგლს], თამარის დასახლებაში სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ – რესტორან „რივიერადან“ რესტორან „ოქროს თევზამდე“ მონაკვეთში]. …

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავდაპირველად შეჩერდა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. სამუშაოებს ამჯერად სხვა კომპანია „ნიუ როუდი“ აგრძელებს. კომპანია „მამისონში“ კი აცხადებენ, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „მამისონთან“ 14,5 …

ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ყიდულობს

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამების შესყიდვაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 36 სკამის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 9 400 ლარია გამოყოფილი. პირობის მიხედვით, მერია 2 სახის სკამს შეისყიდის: ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი მერიას სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს. — ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეების დაშვება …

ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია

ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 17 ოქტომბრიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17– 22 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – …

როდის დასრულდება კობალაძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

ბათუმში, კობალაძის ქუჩა, ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად ნაწილობრივ იკეტება. მოძრაობის შეზღუდვა ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირდება. სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა“ ასრულებს. „კობალაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზა გაიხსნება სავალი ნაწილის ორივე მხარის მოასფალტების დასრულების შემდეგ. აღნიშნულ ქუჩაზე გზა ნაწილობრივ გახსნილია.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან გუშინ, 14 ოქტომბერს. სამმართველოში „ბათუმელებს“ ვერ დაუკონკრეტეს, თუ როდის …

აგრობარათის გამოყენება 30 ნოემბრამდე შეიძლება – ქულებით 280 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებით ფერმერებმა ჯამში 31,5 მილიონზე მეტი ლარის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაისიდან დღემდე პერიოდში აგრობარათებით 280 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს 35 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. იმ ფერმერებს, რომლებსაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით ჯერ არ უსარგებლიათ, უფლება აქვთ, აგრობარათებზე დარიცხული ქულები …

რატომ არ იწყებს ბათუმის მერია ძაღლების თავშესაფრის მშენებლობას

ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ ორი წლის წინ დააანონსა, 10 თვის წინ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, დღეს, არათუ მშენებლობის დაწყება, დეტალური პროექტიც არ აქვს. მერიის სამმართველომ ამჯერად ტენდერი მხოლოდ პროექტის მომზადებაზე, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული, შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყდა, სადაც ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას …

26 მაისის #13-ში მომხდარი ტრაგედიის ადგილას მემორიალს მოაწყობენ – კონკურსი პროექტზე 

ბათუმში 2021 წელს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მემორიალს მოაწყობენ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მემორიალი რა სახის [ქანდაკება, დაფა, ობელისკი] იქნება და კონკრეტულად რა ადგილზე განთავსდება. თუმცა მერიის სამმართველოს პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს. „2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისი N13-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა …

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს. „პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა …

458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული …

ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდა. ანგისის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან [ვოქსიდან] გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით]; მარუხის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე [ამავე მიმართულებით]. მოძრაობის ეს წესი არ ეხება სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებს. საკრებულოს დადგენილება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან …

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების …

Exit mobile version