ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …

მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება. რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო …

აჭარის სანაპიროზე მზიანი დღეები შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ძირითადად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: …

როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ. „ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა …

გარემოს სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის – გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ადგილზე, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში დაამონტაჟებენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილებაა. მეწყრის მონიტორინგის სისტემების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სააგენტომ 1 247 465 ლარით გამოაცხადა. სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სისტემის შესყიდვა მწვანე კლიმატის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის …

რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ თქვენს სოფელში? – არასამთავრობოს დახმარება ხალხს

„აჭარის ჰაბმა“ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გამართა. შეხვედრას მაჭახელას თემის სოფლების – ჩიქუნეთისა და ჩხუტუნეთის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შედგა, არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „შშმ ქალთა ალიანსი“ და „ეკოვიტა“ მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ეკოლოგიის სფეროში არსებულ პროექტებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის …

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: …

რატომ დააკერეს ბაგრატიონზე ასფალტი – ქუჩის რემონტზე ამჯერად 6,6 მილიონი იხარჯება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორმოები ასფალტით ამოავსეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ელოდნენ და არა „ასფალტის დაკერებას“. ბაგრატიონის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: …

ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება. მეჩეთის რეაბილიტაცია …

2 ახალგაზრდის პროექტები, რომლებსაც ხულოსა და შუახევში მხარი დაუჭირეს და ბიუჯეტი დააფინანსებს

შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ. ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან …

ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოწყობაში ნახევარი მილიონი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მერიამ ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოსაწყობად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო და ტენდერებიც გამოაცხადა. ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობაზე ტენდერი 195 147 ლარითაა გამოცხადებული [წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება], ხოლო ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოსაწყობად სატენდერო თანხა 324 927 ლარია [ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება]. სატენდერო დოკუმენტაციას …

იაპონიის საელჩომ ქედას აჩუქა ეკო-მოკროავტობუსი, რომელიც დაბაში უფასოდ ივლის

ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი. ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას, 25 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდა. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარია. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. …

აჭარის რომელ სოფლებში შეჰყავთ ინტერნეტი და რომელში არა – ქვეყანამ 69,7 მილიონი ევრო ისესხა  

ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების ინტერნეტიზაციის ტენდერში გაიმარჯვა უზბეკურმა კომპანიამ, რომლის მესაკუთრეებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – რუსეთის და უზბეკეთის. სახელშეკრულებო თანხა 1,5 მილიონი აშშ დოლარია. ტენდერის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა 39 სოფელში დაიწყება. ბოჭკოვანი კაბელი, სხვა ტენდერის ფარგლებში, უკვე მიყვანილია ქობულეთის 12 სოფელში, თუმცა, მოსახლეობას ფართოზოლიანი ინტერნეტი ჯერ ისევ არ მიეწოდება. ამ ასოფლების უმეტესობის ინტერნეტიზაცია კი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა, დღისით უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: …

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად 3 თვის ვადა მიეცემათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად ვადა – 3 თვე მიეცემა. დღემდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 1 თვის ვადა ეძლეოდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით: „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 3 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი,  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი,  ღამით: 13 …

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს. საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა …

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ. სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე კორპუსის გასამაგრებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 322 122 ლარია გამოყოფილი. ეს კორპუსი ავარიულია და აქედან 60 ოჯახი მერიას დროებით ნაქირავებ ბინებში ჰყავს გაყვანილი. კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი, ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 30 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 …

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის. ქვაფენილებს აყრიან, ასევე, ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებში [ლერმონტოვიდან თავდადებულის ქუჩამდე …

ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში და წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] მოქალაქეებს, …

ბათუმის მერია ატრაქციონ მატარებელს აუქციონზე 20 ათას ლარად ყიდის

ბათუმის მერია უპირობო ელექტრონულ აუქციონზე მეორად ატრაქციონს, მატარებელ „რიო ბრაოს“ ყიდის. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 20 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მერიის ინფორმაციით, ატრაქციონი მატარებელი ,,რიო ბრაო“ [ერთი კომპლექტი, მეორადი] განთავსებულია აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე საწყობში. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის 6 ივლისს დასრულდება. [red_box]ატრაქციონი მატარებელი „რიო ბრაო“ – მერიის საწყობში …

ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების დასრულებას ბათუმის მერიას კომპანია 6,6 მილიონად სთავაზობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ბათუმის მერიას კერძო კომპანია „ნიუპოვერ“ 6 688 888 ლარად სთავაზობს. ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის მეორე ნახევრიდან კი – ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 15-20 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 22-27 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო …

მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე

2022 წლის 20 ივნისიდან ძალაში შევიდა საკრებულოს ახალი დადგენილება, რომლითაც, მიკროავტობუსებით მგზავრობის ადრე დამტკიცებული საფასურის [50 თეთრი] მოქმედების ვადა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ბათუმში უკვე მეშვიდე თვეა სამარშრუტო მიკროავტობუსებში მძღოლები მგზავრებს კანონით დადგენილი 50 თეთრის ნაცვლად, თვითნებურად, 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კი მერიას საკრებულოსთვის დღემდე არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით განცხადება …

აჭარის მუნიციპალიტეტებმა 34 მილიონი ლარი ვერ აითვისეს – აუდიტი ბიუჯეტის შესრულებაზე

აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან, 2021 წელს აუთვისებელი დარჩა 34 646 300 ლარი – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. აუდიტის მიხედვით: [crosslist] „მუნიციპალიტეტებისგან წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად დაკავშირებულია ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიებთან, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივნისის 21 საათიდან 20 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 23-28 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით …

2.9 მილიონი ლარი ავარიული სახლების გასამაგრებლად ბათუმში

ბათუმში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 999 973 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები ეტაპობრივად, სამმართველოს წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა ჩატარდეს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 7 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 ივლისს დასრულდება. აღნიშნული ტენდერის …

ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს. ახალი ნაგავსაყარის გახსნა, როგორც აღმოჩნდა, მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვილი ნარჩენების შეკრება და აქედან მისი სპეციალური მანქანებით გადატანა ცეცხლაურის ნაგავსაყარზე. ახალი გადამტვირთი სადგური კი, ისევ მდინარე ჭოროხის …

შუახევში მოსახლეობის იდეებს დააფინანსებენ – პროექტების მიღების ბოლო ვადა 21 ივნისია

„მაქვს იდეა, დაბა შუახევში მერიის დაფინანსებით მონიტორი დაამონტაჟონ. იდეის შესახებ განაცხადს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარვადგენ მერიაში. როგორც გავიგე, თანხა ყოფილა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლითაც იდეებს აფინანსებენ. მართალია, ჯერ იდეამ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა უკვე ვესაუბრე ახალგაზრდებს დაბაში, მოეწონათ და იმედი მაქვს, მის განხორციელებასაც მხარს დაუჭერენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის… რაღაც შემეცნებითი, გასართობი უნდა იყოს – საღამოს, …

რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე …

475 ათასი ლარი 26 მაისის ქუჩაზე ახალი კორპუსის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 475 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტის შედგენაზე კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, …

დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა. „დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, …

რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა. მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, …

Exit mobile version