927 ათასი ლარი ბათუმში 2 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში, შავშეთის N6-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადისა და ასევე, კობალაძის N5-ში მდებარე თექვსმეტსართულიანი სახლის ფასადის რეაბილიტაციაზე, მერიის სამმართველომ ტენდერი 927 149 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ორთავე სახლის ფასადზე სამუშაოები 2023 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს. „შემსყიდველი უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ან შემოიფარგლოს წერილობითი დავალების მიცემით, რომელიც უნდა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 3 ოქტომბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი,  ღამით: 13 – 18 გრადუსი …

ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს. კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება. ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ. ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის …

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

ხულო-გოდერძის სავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება. მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდება გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველდღე, 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე და 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე. „მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ აცხადებს გზების დეპარტამენტი. შეზღუდვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, ხულო-გოდერძის გზის I ლოტის რეაბილიტაციის …

ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 22 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს პერიოდულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+600 მონაკვეთზე [ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია], ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 21 სექტემბერს 10:00სთ-დან 14:00სთ-მდე და 13:00სთ-დან 19:00სთ-მდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთებში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარტამენტის განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვა …

რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება

ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის. ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება. სამუშაოებს აქ „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. როდის დასრულდება სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს …

ქობულეთში სათვალთვალო კამერებს სოფლებშიც დაამონტაჟებენ – გამოყოფილია 1 მილიონი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 57 ათასი ლარია. ქობულეთი ამჯერად 159 სათვალთვალო კამერას შეისყიდის და ქალაქთან ერთად სოფლებშიც დაამონტაჟებს. კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს. სატენდერო დავალებაში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლებში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეო ნაკადის [სტრიმის] …

დღეს საღამოს და ღამით ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ხვალ, 19 სექტემბერს კი, დღისით ზღვაზე 4-ბალიანი [13-18დმ] ღელვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოდან ქარის გაძლიერება შავი ზღვის მთელ სანაპირო რაიონებშია მოსალოდნელი. 19 სექტემბერს კი გაწვიმდება. როგორი ამინდი იქნება …

ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] …

ორშაბათიდან ბათუმში ამინდი შეიცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, კვირას, 18 სექტემბერს, აჭარაში უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი, +35 გრადუსამდე იქნება. 18 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 19 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან …

ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ მეხალაშვილებში, წუხელ ღამით, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს, დღეიდან ხულოს მერია საცხოვრებლად დროებით, ქირით გადაიყვანს. „თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის …

11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …

ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი. ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 15 – …

ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ობიექტებია: „თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური: შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა …

აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი

გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალთან, აჭარის მთავრობა 3 151 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სასტუმროს აშენების პირობით, აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და საწყისი გასაყიდი ფასი, 600 ათასი ლარია. აქ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. აუქციონის პირობა ასეთია: საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი,  ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: …

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს. ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია …

რატომ ხმება თხილი და როგორ გადავარჩინოთ ნარგავები

ქართველ მეთხილეებს, ნაკლები მოსავლის, არასახარბიელო ხარისხისა თუ სარეალიზაციო ფასის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა აწუხებთ – თხილის ბუჩქები ხმება. თხილის ხმობა განსაკუთრებით აჭარასა და გურიაში შეინიშნება. „ბათუმელები“ რამდენიმე ფერმერს დაუკავშირდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმობის პროცესი წელს, ზაფხულში შეამჩნიეს. ზოგიერთის თხილის ბაღში თითო-ოროლა ბუჩქი გახმა, ზოგის ბაღში კი – ბუჩქების 10 პროცენტი. „ზოგიერთს იმდენი ძირი თხილი გაუხმა, …

ბათუმში ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა; შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი,  ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

3,3 მილიონ ლარს დახარჯავს ბათუმის მერია 5 კორპუსის ფასადის შესაფუთად

ბათუმის მერიამ 3,3 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შესაფუთად. სახლის ფასადის შეფუთვა, ტენდერის მიხედვით, გულისხმობს იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და თბოიზოლაციას. ტენდერი ამ საცხოვრებელი სახლების ფასადების შეფუთვაზე 3 მილიონ 360 ათას 689 ლარით, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა [ფასის კლების ბიჯი კი, 33 ათას …

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასური ოფიციალურად გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც: 30 კილოგრამზე ზევით, ყოველ 50 კილოგრამზე – 5 ლარი. შესაბამისი დადგენილება, ტარიფების გაზრდაზე, ხულოს საკრებულომ უკვე დაამტკიცა. თუმცა, ახალი დადგენილებით, სოფელ თაგოში მცხოვრებლები, ასევე ისინი, ვინც სოფელში არიან დასაქმებულები, მგზავრობის საფასურს საერთოდ აღარ გადაიხდიან. ამ დრომდე საბაგიროთი მგზავრობა, ასევე ტვირთის …

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია. ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“. მიზანი, როგორც დოკუმენტშია …

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი. ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. …

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“. მაგალითად: „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“ „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“ „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“ „სადგომი, …

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …

შუახევში, „ჯვარიმინდორობაზე“, ოფროუდში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორში, 2022 წლის 27-28 აგვისტოს „ჯვარიმინდორობა“ იმართება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოფროუდში საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მაღალი გამავლობის ჯიპებით გაიმართება როგორც სტანდარტულ, ასევე მომზადებულ და პროფესიონალურ კატეგორიაში. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პროფესიონალი მრბოლელები მიიღებენ. მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს 4×4 ზე ავტომობილი. ისინი მანქანის მომზადების დონიდან გამომდინარე …

ბათუმის მერია არ არის თანახმა, ეკლესიას მიწა საკუთრებაში გადაეცეს

ბათუმის მერიამ უარი უთხრა მართლმადიდებელ ეკლესიას, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. უფრო სწორად, ეკლესია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას მერიის გვერდის ავლით ცდილობდა, საჯარო რეესტრმა კი მერიას, როგორც მიწის მესაკუთრეს მიმართა – დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ქონების ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემაზე. მერიის უარის შემდეგ, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნული …

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

ბათუმი 2023 წელს, დიდი ალბათობით, ახალი ნაძვის ხით შეხვდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უახლოეს პერიოდში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე კი, ნაძვის ხის 4 ესკიზიდან ერთის შესარჩევად მერია გამოკითხვას ატარებს. რამდენი ლარია გათვალისწინებული ნაძვის ხის შესაძენად, ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. იმ საახალწლო ნაძვის ხეში კი, რომელიც ქალაქს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 22 აგვისტოდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი,  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 22 …

ბათუმის მერია ზღვის პირას, მახინჯაურში, ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის პირას მდებარე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას გეგმავს. მიწის ნაკვეთის, რომელიც რკინიგზასა და ზღვას შორის [სარკინიგზო ხიდის მიმდებარედაა] ფართობი 1 266 კვადრატული მეტრია. მერიას 1 კვადრატული მეტრი მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურად 30 ლარი [ანუ, მთლიანი ფართობის 1 წლით სარგებლობის საწყის ფასად 37 980 ლარი] აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს ფასი შესაძლოა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 21 საათიდან 20 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღამით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; დღისით კი, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 …

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“ „ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის …

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …

Exit mobile version