„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს. …
Category Archives: მთიანი აჭარა
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18 – 23 გრადუსი …
ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები
ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს. „ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ …
„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან
„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან. მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის …
Continue reading “„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან”
ხულოს, შუახევის და ქედის სოფლებთან მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება – დეპარტამენტი
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში 18 იანვრის დღის 2 საათის მდგომარეობით თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.“ – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ორდღიანი თოვის …
რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების …
Continue reading “რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება”
შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა. „ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო. „გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“ – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. მისი თქმით, …
Continue reading “შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა”
„არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე“ – პედაგოგი შუახევიდან „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ …
აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ
აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა. ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის …
ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი
ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს. ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს. არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. …
Continue reading “ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი”
ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …
Continue reading “ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება”
ვის ამღერებენ 154 ათას ლარად „შუამთობაზე“
შუამთობაზე მუსიკალური ჯგუფების ჰონორარებში, ტრანსპორტირებასა და სასტუმროს მომსახურებაში აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 154 179 ლარი დაიხარჯება. აქედან 136 229 ლარი – მხოლოდ ჰონორარებში. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შესაბამისი ბრძანებები 29 ივლისს გამოსცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სახალხო დღესასწაულები ბეშუმში, ჩირუხსა და ზორტიყელში ადგილობრივი ფოლკლორის, სპორტული სანახაობის, ეთნოგრაფიის, კულინარიისა და ტრადიციების ღია დემონსტრირებაა… …
Continue reading “ვის ამღერებენ 154 ათას ლარად „შუამთობაზე“”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი ივლისის 21 საათიდან 2 ივლისის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში”
ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში. კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა. ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით …
Continue reading “ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან”
ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან. გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. …
Continue reading “ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან”
როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას
ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“. ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია. საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] …
Continue reading “როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას”
რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო
ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ. არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს …
Continue reading “რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო”
აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი
15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 …
რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან
მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …
Continue reading “რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან”
ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და …
Continue reading “ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო”
„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც
„საათზე მეტია საცობში ვართ, არ ჩანს ტექნიკა,“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებიან ავტომობილით. მგზავრების თქმით, ცენტრალურ გზაზე, ქედაში, სოფელ წონიარისის მონაკვეთზე, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მოქალაქეების თქმით, არათუ სოფლებში, ცენტრალური გზაც კი სათანადოდ გაწმენდილი არაა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. დღეს, 28 თებერვალს, საცობი იყო ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე ფრიდონ …
Continue reading “„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც”
ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს. დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება. ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების …
Continue reading “ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს”
სოფელ შარაბიძეებში 10 თებერვალს გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება
კომპანია „სოკარის“ ცნობით, ორშაბათს, 10 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებს გაზის მიწოდება შეუწყდება. გაზმომარაგება შეწყდება 10 თებერვლის 10:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე. გაზი გაეთიშება სოფელში მცხოვრებ 690 აბონენტს. კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ სახლებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შუახევში, სოფელ ჭვანაში ჩავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად. სწორედ შუახევიდან, სოფელ ჭვანადანაა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაშლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ. პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები …
Continue reading “მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს”
ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“
დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. „მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები. გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. …
Continue reading “ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“”
შუახევში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. შუახევის ცენტრთან ახლოს მეწყერი დღეს, 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოწვა. „განვითარებულია მეწყერი. გორაა ჩამოსული და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. იწმინდება, ტექნიკა მისულია. ალბათ, საღამოსკენ აღდგება მოძრაობა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან დიდი მასაა ჩამოსული. ჩამოიტანა ხეებიც. ცენტრალურ გზაზეა საუბარი, როგორც კი შუახევის ცენტრს გაცდები. მეწყერი დღეს, გამთენიისას ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია …
ხულოს, ქედასა და შუახევს დენი არ მიეწოდება, სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს – „ენერგო-პრო“
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია. „დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს …
აჭარის მაღალ სოფლებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, არ არის დენი, შეზღუდულია მოძრაობა
მეორე დღეა თოვს მაღალმთიან აჭარაში, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების განცხადებით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას დღის ბოლომდე მიეწოდება. საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შეფერხებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე. თოვისა და …
ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო
„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას …
Continue reading “ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო”
„ბევრი ტალანტი იკარგება სოფლად“ – შშმ ქალი, რომელმაც ქედის სოფელში სილამაზის სალონი გახსნა
„ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ამ კეთილმა ხალხმა ამისრულა ეს ოცნება. შემდეგ გადანაწილდა გრანტით მოგებული თანხა, მოვაწყვე ოთახი და ორი წლის წინ გავხსენი სალონი“ – გვიყვება თავის ამბავს ზეინაბ თურმანიძე, შშმ ქალი ქედიდან, რომლის იდეაც ევროკავშირმა დააფინანსა და ის ახლა სოფელ მერისში, საკუთარ სილამაზის სალონში, თანასოფლელებს სთავაზობს მომსახურებას. საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე, საყვარელ საქმიანობაზე და …
შუახევში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
ხანძარი იყო დღეს, 15 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში. ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ვახტანგ ნაკაშიძის თქმით, სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქალმა ხელებზე დაზიანება მიიღო დამწვრობის შედეგად და კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. მერის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად ოჯახი ნათესავთანაა და შუახევის მერია ინფორმირებულია ხანძრის შესახებ. ამავე თემაზე: 30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი …
ბათუმი-ახალციხის გზაზე ლოდი ჩამოგორდა – დაშავდა ერთი ადამიანი
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ დოლოგანთან, ფერდობიდან ლოდი ჩამოგორდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა ერთი ქალი, დაზიანდა 2 ავტომობილი.
„ზოგს კარტოფილი არ აუღია, ზოგს შეშა არ აქვს“ – ხულოში ზამთარი ოქტომბერში დადგა
მაღალმთიან აჭარაში დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარი 50-55 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ბევრ სოფელში ოჯახებმა ვერ მოასწრეს მოსავლის აღება და ზამთრისთვის მომზადება. „არის ოჯახები, რომლებმაც კარტოფილის ამოღება ვერ მოასწრეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამინდი. მე პირადად შეშა ვერ მოვიმარაგე. ველოდებით გამოდარებას. იქნებ რამე მოვახერხოთ”, – გვეუბნება თეიმურაზ გაბაიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს. მისი თქმით, …
Continue reading “„ზოგს კარტოფილი არ აუღია, ზოგს შეშა არ აქვს“ – ხულოში ზამთარი ოქტომბერში დადგა”
ოქტომბრის თოვლი აჭარაში: სოფლების ნაწილს დენი არ მიეწოდება, ბევრგან ჩაკეტილია გზაც
დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც. დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი. მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს. ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის. „ამ ეტაპზე ელექტროენერგია …