მთავარი,სიახლეები

მთავრობა ბათუმში მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონით ყიდის

16.08.2019
მთავრობა ბათუმში მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონით ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის #2-ში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის.  გასაყიდი ნაკვეთის ფართობი 1145 კვადრატული მეტრია, საწყისი ფასი – 157 000 ლარი, ხოლო ბიჯი  – 4000 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, ნაკვეთის ნაწილი დაკავებულია მესამე პირების მიერ და გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, უძრავ ქონებაზე განთავსებულია სამშენებლო მასალები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: