მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება დაფიქსირდა – სააგენტო

14.08.2019
ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება დაფიქსირდა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის [NO2] და მყარი ნაწილაკების [PM10] კონცენტრაციებისა.

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში – 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ.

 7 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.5-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ, 8 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ.

9 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში – 1.6-ჯერ და ქუთაისში – 1.1-ჯერ, 10 აგვისტოს ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 11 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 7, 8 და 10 აგვისტოს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 6 და 12 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

 ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში –  აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: