იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს. არიან ისეთებიც, …

ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ 

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი …

კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭომ 13 მარტს მიიღო. კინოთეატრი „აპოლო“ 1910 წელს სწორედ ამ შენობაში გაიხსნა და მისი პირვანდელი სახელწოდებაც „აპოლო“  იყო. ისტორიულ შენობას არამარტო ძველი სახელი, არამედ პირვანდელი იერსახეც 2011 წელს დაუბრუნდა, როცა განახლებულ შენობაში კინოთეატრი ისევ გაიხსნა. „აპოლო“ ერთ-ერთია იმ შენობებს …

მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. სამინისტრომ   გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  რეკომენდაციების შესაბამისად მიიღო. უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. სამინისტროს განმარტებით მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების …

მინისტრი ავიაკომპანიების შესაძლო სუბსიდირებასა და მოქალაქეების ჩამოყვანაზე 

დღეს, 18 მარტს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ჰკითხეს, ხომ არ ხედავს მთავრობა ავიაკომპანიების სუბსიდირების საჭიროებას საქართველოს იმ მოქალქეების ჩამოსაყვანად, რომლებმაც ამ დრომდე ვარ მოახერხეს ქვეყანაში დაბრუნება. მინისტრის განმარტებით, მთავრობა სუბსიდირების საკითხს განიხილავს კომერციული რეისების მდგრადობისთვის, იმ ზარალის შესავსებად, რომელიც კომპანიებს მიადგა პოტენციური მგზავრების დაკარგვის გამო, რაც უცხო ქვეყნის მოქალქეების …

როგორ გამოიყენებს სახელმწიფო მოხალისეებს – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის გარდა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორთან ერთად მუშაობასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაზე გადამზადებული მოხალისეები ჰყავს, დახმარება მთავრობას კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ შესთავაზა. ჯანდაცვის მინისტრის,  ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ორგანიზაციების მოხალისეებს გავლილი არ აქვთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, ამიტომაც მათი გამოყენება ამ ეტაპზე სარისკო იქნება, თუმცა მინისტრმა დაადასტურა ინფრომაცია, რომ  პროცესში შესაძლოა ჩაერთოს  საქართველოს ფოსტა, თუმცა …

მთავრობის ბრიფინგებს ჟურნალისტები ვეღარ დაესწრებიან

საქართველოს მთავრობამ ბრიფინგების დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი.  გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. „იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა დღეს, მთავრობა გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანლირებისას,“  – განმარტა სხდომის შემდეგ მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით,  თითოეული ტელევიზია საერთო სიგნალს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით მიიღებს, ხოლო …

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად …

რა პროდუქტს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები აჭარაში 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში პროდუქტის იმ მარაგის გადანაწილებაზე მსჯელობენ, რომელიც მარტში უნდა გამოეყენებინათ. კორონავირუსის პრევენციის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ ორი მარტიდან 16 მარტამდე შეჩერდა, შემდეგ კი პირველ აპრილამდე გადაიდო. არამალფუჭებადი პროდუქტის გადანაწილების ორგანიზებაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 16 მარტს,  მოუწოდა,  თავდაპირველად კი ეს იდეა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაახმოვანა. …

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. ეს ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს  გაუწევს კოორდინაციას. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით …

შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე

ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარია – ბოლო რამდენიმე დღეში ეს პროდუქტი 40 თეთრით გაძვირდა. მარკეტებში ამბობენ, რომ სწორედ შაქარზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ასევე ამბობენ, რომ შედარებით დიდი მოთხოვნაა კარტოფილსა და ფქვილზე. ფასების ზრდას კორონავირუსით გამოწვეულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. ბევრი ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიმარაგოს, რის გამოც დიდ სუპერმარკეტებში რიგებიც კი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრებში, …

გახარიას თქმით, კერძო სექტორის დასახმარებლად მთავრობა მილიარდს მიმართავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახლახან [14:00] ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესის ნეგატიური ზეგავლენისგან დასაცავად, კერძო სექტორის დასახმარებლად, მილიარდ ლარს მიმართავს. პრემიერის განმარტებით, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება და ამაში არ იგულისხმება „ქართუ ფონდის“ შეთავაზება: „თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ „ქართუ ფონდს“ და ყველას“. მისივე ინფორმაციით, კომპანიებს გადაუვადდებათ როგორც …

შვილი იტალიიდან ხარაგაულში დაბრუნებულ ქალზე: „დედა აეროპორტში გამოიკვლიეს“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულევში 10 მარტს იტალიიდან ქალი ქმრის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. სამძიმარზე მეზობლებიც მივიდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გამო მოსახლეობა სოფელ ხულევს ტოვებს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა იტალიიდან დაბრუნებული ქალის შვილს, რომელიც ახლაც დედასთან ერთად იმყოფება ამ სოფელში. შვილმა გვითხრა, რომ დედა იტალიაში 2 მარტს …

ბათუმში ორ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 13 მარტს  სატრანსპორტო მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შარტავას ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შარტავას ქუჩის გავლით, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით. მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.  შეფერხების მიზეზი წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაჰყავთ

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე მობილიზებულია მედპერსონალი და საპატრულო პოლიცია. მათ მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაუდასტურა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, პოლიციისგან მიიღეს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მოქალაქემ დაარღვია თვითიზოლაციის წესი და მას კარანტინში მოათავსებენ: „თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს …

მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას

საზოგადოება – „მე მიყვარს ბათუმი“ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს. საქმე იმაშია, რომ ხვალ, 13 მარტს, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, „გეოგრაფიკის“ მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდებული 23 სახლის საკითხი უნდა განიხილოს. შესაბამისად, ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა …

ბათუმში ბაზრობები მუშაობას არ აჩერებენ

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციისთვის სასურველად არ მიიჩნევენ ისეთი ღონისძიებების გამართვას, სადაც პირობითად ასამდე ადამიანი მოიყრის თავს. ამ ფონზე ბათუმში მუშაობას არ აჩერებენ  ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი გადაადგილდება. ბაზრობების ადმინისტრაციებში გვითხრეს, რომ მითითებებს იცავენ, ეტაპობრივად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, დეზინფექციების ეტაპობრივ ჩატარებაზე ხელშეკრულება იურიდიულ პირთან აქვთ გაფორმებული, თუმცა ყოველდღიური …

დისტანციურ მუშაობაზე აჭარის მთავრობაშიც მსჯელობენ

როგორ მუშაობენ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა განსაკუთრებულ სიფრთხილეზე რეკომენდაცია გასცა? – სამინისტროებში, ასევე მთავრობის აპარატსა და ბათუმის მერიაში გუშინ, 11 მარტს გვითხრეს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. არ გადადებულა შეხვედრები და არც მიღების დღეები გაუქმებულა. შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ, ყველა სამთავრობო შენობის შესასვლელში სადეზინფექციო ხსნარები დაალაგეს და შემსვლელებს მისი გამოყენების …

სააგენტო ბათუმში 23 სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე 13 მარტს იმსჯელებს

13 მარტს გადაწყდება, დატოვებს დაუცველს თუ მიანიჭებს ძეგლის სტატუსს 23 რეკომენდებულ სახლს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭო. ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს საკითხი სხდომაზე განსახილველად გააქვს. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში აგვიხსნეს, სხდომაზე ოცდასამივე სახლის საკითხი გადის. ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 …

პირველ აპრილამდე ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა გადაიდო – კორონავირუსის პრევენცია

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 მარტს აღარ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ბაღებში სწავლის განახლება პირველ აპრილამდე გადაიდო. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა კერძო ბაღებზეც. ბათუმის ბაღების ადმინისტრაციების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები: „დამუშავდა როგორც შენობა, ასევე ინვენტარი და სათამაშოები“. ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აქამდეც შეჩერებული იყო – არდადეგები ნაცვლად …

ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს ვერ აჯარიმებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც გუშინ, 10 მარტს,  მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო გააფრთხილეს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ისევ აფრთხილებენ და ვერ აჯარიმებენ – ინსპექციას ჯერ არ აქვს ამ პროცედურისთვის საჭირო ოქმები. სანებართვო პირობების დარღვევა  100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ინსპექციაში გვითხრეს, რომ დაჯარიმებისათვის საჭირო ოქმების ფორმები ბათუმის საკრებულომ გასულ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა: …

3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს …

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო მოწყობილობებს ყიდულობს – კორონავირუსი

აჭარის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრი 79 740  ლარის სამედიცინო მოწყობილობებს გადაუდებელი შესყიდვის წესით ყიდულობს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. ცენტრი განმარტავს, რომ ამ შესყიდვის გარეშე საფრთხე ექმნება ცენტრის მიერ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების უსაფრთხოდ და სრულყოფილად განხორციელებას,  ასევე აჭარის ტერიტორიაზე სამედიცინო პერსონალის და სხვა მაღალი რისკის მოსახლეობის ჯგუფებს. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის გადაუდებელი აუცილებლობით საჭირო …

ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აქციას მართავენ

ამ წუთებში [20:18] აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ევროპის მოედანზე აქციას მართავენ. საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას უკავშირდება, მას უფლებამოსილება შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც  მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს მოაწერა ხელი, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების …

შეიხედე რესტავრირებულ სახლში, რომელიც ასი წლისაა – ბათუმი [ფოტო]

სადარბაზოს დიდი ხის კარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ბათუმში სახლები სხვადასხვა ფერში იმეორებდნენ, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები, დარაბები, ხის იატაკი, კედელში ჩაშენებული ღუმელი, რომელიც მთელი სახლის გათბობას უზრუნველყოფდა, ეზოზე გამავალი შუშაბანდი და რკინის გისოსებიანი აივნები, რომლებიც ქუჩას გადაჰყურებენ – XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ეს სახლი სამშენებლო კომპანიას და, შესაბამისად, დანგრევას გადაურჩა. სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. შიდა ინტერიერის …

ჩაბნელებული და ნახევრადცარიელი კორპუსები ქალაქში – რას მოუტანს ეს ტენდენცია ბათუმს

ბათუმში, მით უფრო მის ცენტრალურ ნაწილში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ძირითადად დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, ვიდრე საკურორტო სეზონი არ დაიწყება. ამ ბინების უმეტესობა მესაკუთრემ გასაქირავებლად შეიძინა. იგივე ვითარებაა ქალაქის გარეუბნებშიც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ღამით, როცა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები თითქმის სრულად ჩაბნელებულია. ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინები ვინც იყიდა, ამბობენ, რომ გასაქირავებელი, დაკეტილი ბინები მათ …

როგორ ჩავარდა 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ინასარიძის #2-ში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა დღეს ექიმებმა შესაძლებლად მიიჩნიეს, დამატებითი კვლევებისთვის მისი რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა. „როგორც ვიცით, ახლა ამზადებენ გადასაყვანად.“ მოზარდის ახლობლის ინფორმაციით, ლიფტი, რომლის შახტშიც მოზარდი ჩავარდა, დაზიანებული არ ყოფილა: „როგორც ვიცით, რამდენიმე ბავშვი მეშვიდე სართულზე თამაშობდა, ისინი ლიფტში შევიდნენ და …

ხვალ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ხვალ, 2 მარტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე – „რატომ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.“ შეხვედრა სასტუმრო „ლე პორტში“ 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებზე, კანონდარღვევებსა და საფრთხეებზე, ასევე,  გეგმებზე. „შეხვედრის მიზანია ერთად განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას, განსაკუთრებით …

სახელმწიფო ქობულეთში მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის

ქონების ეროვნული სააგენტო, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ 25 547 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ელექტრონული აუქციონით ყიდის. ერთადერთი პირობა ამ ადგილზე სასტუმროს აშენებაა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ ეს არის შესაძლო პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აქ სხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე შენობასაც განიხილავს, დაინტერესების შემთხვევაში. აუქციონის პირობებში გაწერილი არ არის მშენებლობის ვადები და განსახორციელებელი ინვესტიციის …

ძეგლები 5 ახალი მაღლივი კორპუსის ჩრდილში [ფოტო]

ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობას კანონმდებლობა არ კრძალავს, თუმცა ცალსახად განმარტავს, რომ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში [დაცვის ზონა] დაუშვებელია ისეთი მშენებლობა, რაც ძეგლს დაჩრდილავს და მის აღქმას ხელს შეუშლის. ამ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემამდე პროექტს განიხილავს და ითანხმებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭო. მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს მერიის შესაბამისი სამსახური გასცეს თუ არა ნებართვა. ბოლო პერიოდში …

ბათუმში უმაღლესმა სასწავლებლებმა სწავლა 16 მარტამდე შეაჩერეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ადმინისტრაციის  ინფორმაციით ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით სასწავლო პროცესს აჩერებს. ბსუ-ში სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურზე შეჩერდება 2 მარტს და განახლდება 16 მარტს. იგივე მიზეზით, 16 მარტამდე, საწავლო პროცესი შეაჩერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც. უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესი განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შეაჩერეს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად მაუწყებელმა გაავრცელა. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით: „როგორც ამას მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები უკვე ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, დირექტორი, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც გეგმავდა. სწორედ ეს წერია დოკუმენტშიც, რომელიც ონლაინ სამსახურს დღის ბოლოს, 19:10 …

შემოსავლების სამსახური 350 000 ლარის ნივთებს შეიძენს – კორონავირუსის პრევენცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრების გამო გადაუდებელი შესყიდვის უფლებას ითხოვს. სამსახურის  განმარტებით,  შესყიდვა  კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების აუცილებელი ღონისძიებებისთვის სჭირდება. სამსახური შეისყიდის სამედიცინო ტანსაცმელს, ხსნარებს, ბოთლებს, დოლბანდებს და სხვა საჭირო ნივთებს. იხილეთ სრული ჩამონათვალი ცხრილის სახით: შემოსავლების სამსახურმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო მიმოსვლისთვის …

შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს. საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად …

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში პირბადეებს ითხოვს

თბილისის ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფო აცხადებს, რომ პირბადეების არსებული სრული მარაგი ამოეწურა და ორშრიანი ნიღბების დაჩქარებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. კლინიკამ შესყიდვების სააგენტოს სპეციალური წერილით მიმართა. საავადმყოფოს ინფორმაციით, დაჩქარებული წესით 2000 ცალი ორშრიანი ნიღაბი სჭირდება. საავადმყოფო განმარტავს, რომ ეს რაოდენობა მინიმალურია და საკმარისი იქნება სამი კვირის განმავლობაში. კლინიკამ პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება 18 თებერვალს, ანუ მანამდე …

სახელმწიფო აეროპორტებისთვის თერმულ კამერებს ყიდულობს – კორონავირუსის პრევენცია

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტებისთვის თერმული კამერებისა და თანმდევი მომსახურების დაჩქარებული წესით შესასყიდად, „გადაუდებელი აუცილებლობიდან“ გამომდინარე, თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს დღეს, 27 თებერვალს მიმართა. გადაუდებელი აუცილებლობა კი კორონავირუსის საქართველოში შესაძლო შემოსვლასა და გავრცელებაზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებით ახსნა. გაერთიანების ინფორმაციით, დაგეგმილია 4 ერთეული თერმული კამერის შეძენა თავისი აქსესუარებით და ინსტალაციით. კამერები დამონტაჟდება თბილისის, ქუთაისისა და …

Exit mobile version