სიახლეები

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო მოწყობილობებს ყიდულობს – კორონავირუსი

09.03.2020
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო მოწყობილობებს ყიდულობს – კორონავირუსი

აჭარის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრი 79 740  ლარის სამედიცინო მოწყობილობებს გადაუდებელი შესყიდვის წესით ყიდულობს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა.

ცენტრი განმარტავს, რომ ამ შესყიდვის გარეშე საფრთხე ექმნება ცენტრის მიერ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების უსაფრთხოდ და სრულყოფილად განხორციელებას,  ასევე აჭარის ტერიტორიაზე სამედიცინო პერსონალის და სხვა მაღალი რისკის მოსახლეობის ჯგუფებს.

შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის გადაუდებელი აუცილებლობით საჭირო სამედიცინო მოწყობილობებია:

ნიღაბი, რესპირატორი,ხელთათმანი,ხალათი, ჩაჩი, ბახილი, სათვალე, სახის დამცავი ფარი, ხელის დეზინფექტანტი, დეზინფექტანტები, ნარჩენების პარკი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.