მთავარი,სიახლეები

თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაჰყავთ

12.03.2020 • 4823
თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაჰყავთ

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე მობილიზებულია მედპერსონალი და საპატრულო პოლიცია. მათ მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაუდასტურა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, პოლიციისგან მიიღეს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მოქალაქემ დაარღვია თვითიზოლაციის წესი და მას კარანტინში მოათავსებენ:

„თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს გადავიყვანთ კარანტინში“.

ჰქონდა თუ არა ამ მოქალაქეს კომუნიკაცია სხვა პირებთან? – ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის და არც ის ვიცით, რამდენი დღეა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო რამდენიმე მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრად გააფრთხილა.

მთავარი ფოტო „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოგვაწოდა.

___

ამავე თემაზე:

გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩაერთოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: