ბათუმში სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახის წევრებს ჟესტურ ენას შეასწავლიან – მერიის ტენდერი

ბათუმში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახის წევრებს ჟესტურ ენას შეასწავლიან. ბათუმის მერია შესაბამის მომსახურებას 8 400 ლარად შეისყიდის. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი 30 პირს უნდა მოემსახუროს, სწავლება ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მიმწოდებელ კომპანიას  ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს შესაბამისი პროფილის კვალიფიციური სპეციალისტი, კერძოდ, სერტიფიცირებული ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელსაც აქვს სმენადაქვეითებულ პირებთან მუშაობის  გამოცდილება, მას ასევე  …

ვინ არის სოფლის ექიმი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამოიცნო

სოფელი კაპანახჩი, იგივე ქვემო ბოლნისი და ამ სოფლის ექიმი ია გოგიძე ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებებზე საუბრისას რამდეჯერმე მოიხსენიეს. ექიმს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა, იმის გამო, რომ მან მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინსტრუქციით შეძლო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის იდენტიფიცირება. ზუსტად მაშინ, როცა მთავრობა პანდემიასთან …

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დროისათვის  უკვე მზადაა და სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული სპეციალური აპლიკაციები  ბიზნესისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არიან დროებით შეზღუდულ რეჟიმში ან გაჩერებული. მინისტრის განმარტებით, ეს ეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე საშენი მასალების ინდუსტრიას და სხვა ბიზნესებს, რომელთა საქმიანობის სფერო ჯერჯერობით არ არის იმ ჩამონათვალში, რომელთაც მთავრობამ მუშაობის გაგრძელების …

დარჩი სახლში და დახატე ისტორია – კონკურსი მოსწავლეებისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი – „დახატე ისტორია“ გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით კონკურსანტმა უნდა დახატოს აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი. ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე. კონკურსანტს შეუძლია სურვილისამებრ შეარჩიოს მასალა [ფანქარი, ფლომასტერი, საღებავი], ნახატს დასრულების შემდეგ უნდა გადაუღოს ფოტო [ნახატი აუცილებლად შეინახეთ], მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ინფორმაციას „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი, ლევან ანთაძე ადასტურებს. ახალგაზრდა ქალს გუშინ, პირველ აპრილს, შუალედური ტესტი ჩაუტარეს, რომლის პასუხი უარყოფითი იყო, დღეს განმეორებითმა ანალიზმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის უახლოეს საათებში კლინიკას დატოვებს და რეკომენდაციის შესაბამისად, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იქნება. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან …

როგორ მივა სამსახურში ის, ვისაც დისტანცირება არ ეხება – გადაადგილების პრობლემა

მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გააჩერეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ, თავად უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების სამსახურამდე, შემდეგ კი სახლამდე მიყვანა. პრემიერმა განმარტა, რომ მათ ამისთვის სპეციალური ტრასპორტი უნდა დაიქირაონ. შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით მუნიციპალურ  შპს-ს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია გაურიგდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „საკონტეინერო …

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს, ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა ამ დროისათვის არ ვიცით, იმყოფებოდნენ თუ არა ეს პირები კარანტინში ან თვითიზოლაციაში და აქვთ თუ არა მათ უცხოეთში მოგზაურობის ისტორია. სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტესტი ჩაუტარდებათ. დღეს, 2 აპრილს, დილით, ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორი პაციენტის პასუხს კი ამ …

კომპანიამ ქობულეთში ალკოჰოლური სასმელების წარმოება სადეზინფექციო ხსნარით ჩაანაცვლა

შპს „პარკ გიდამ“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ალკოჰოლური სასმელებით ოპერირებს, საწარმოო ხაზი შეცვალა. კომპანიამ მარტის დასაწყისიდან ალკოჰოლური სასმელების წარმოება შეწყვიტა და საწარმო  სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებლად გადააწყო  [ეს საწარმო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს]. პროდუქტმა შესაბამისი შემოწმება გაიარა და სერტიფიკატიც მიიღო. ვარგისიანობას აკრედიტებული  ლაბორატორია  „ნორვა“ აკონტროლებს. სადეზინფექციო საშუალებები მარკეტებში უკვე შეიტანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხსნარს ოფიციალურად …

სამედიცინო საქონლის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება –  იმპორტი 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] გათავისუფლდა. მათ შორის, დღგ- სგან გათავისუფლებულია დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს, შეუფერხებლად მიეწოდოს …

„მედალფაში“ ერთ პაციენტს იკვლევენ COVID-19-ზე, 80 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პირველი აპრილის მდგომარეობით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც 80 წელსაა გადაცილებული, შედარებით მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. გარდა ამისა, კიდევ ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია. დანარჩენი 6 პაციენტი თავს კარგად გრძნობს. „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში …

2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი არ გამორიცხავს კრიზის ფონზე ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.“ გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა არ მოიცავს კორონავირუსთან ბრძოლის თანხას, უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის …

ბათუმის ინფექციურს 23-მა პირმა მიმართა, მათგან შვიდს ანალიზს ჩაუტარებენ

ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტს აკვირდებიან – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავად მიმართეს საავადმყოფოს, რადგან აღენიშნებათ რესპირატორული ინფექცია და ეჭვი აქვთ CIVID-19-ზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-დან შვიდ პირს საეჭვო სიმპტომები აქვს, ამიტომ მათ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩაუტარებენ, ხოლო 16 პირს დააკვირდებიან, საჭიროების შემთვევაში კი მათაც გამოიკვლევენ. დღეს, 31 მარტს, ბათუმში დაწყებული თერმოსკრინინგის შემდეგ მაღალი …

ბათუმში 25-სართულიან სახლზე დაშენებას აქ მცხოვრებლები აპროტესტებენ

ბათუმში, ფიროსმანის #18-ში, ექსპლუატაციაში მიღებულ 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს 26-ე სართულს დააშენებენ. მესაკუთრეს შესაბამისი ნებართვა აქვს. პარალელურად, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური სწავლობს ამ სახლის ამხანაგობის სახელით შესულ საჩივარს, თუმცა საჩივარი მშენებლობის პროცესს ვერ შეაჩერებს. აქ მცხოვრებლები სახლის ექსპლუატაციის შემდეგ ამხანაგობასთან შეუთანხმებლად მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. კანონის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ახალი …

კორონავირუსის ერთი შემთხვევა სოფლის ექიმმა ამოიცნო – მას მადლობა გადაუხადეს

„მე მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის ექიმს, მან მშვენივრად შეძლო [კორონავირუსის] შემთხვევის ამოცნობა და შემდეგ ისევ მათი დახმარებით დავადგინეთ ათეულობით კონტაქტი,“ – განაცხადა დღეს, 31 მარტს, გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მან დღეს მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ექიმს და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს გადაუხადა: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო …

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულ ორ პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 31 მარტს, ისევ მძიმეა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მყოფი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალურმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, შედარებით მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია აქვს. ამ დროისთვის ბათუმში, „მედალფას“ კლინიკაში, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით რვა პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი …

ბათუმში თერმოსკრინინგი დაიწყო – მოქალაქეები გადაადგილების წესებზეც გააფრთხილეს

ბათუმში ბლოკ-პოსტები უკვე გახსნილია, სადაც მოქალაქეებს თერმოკამერების საშუალებით ამოწმებენ.  მიმდებარე ტერიტორიაზე კი მობილიზებულები არიან როგორც სამხედრო პირები, ასევე პოლიცია. პოლიცია აჩერებს და გაფრთხილებას აძლევს ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც კარანტინით განსაზღვრულ წესებს არღვევენ. წესების მიხედვით, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს, გარდა ამისა, უკანა სავარძელზე შესაძლებელია მხოლოდ ორი ადამიანის განთავსება. დღესვე საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, …

ბათუმში სპეციალურ ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის შესასვლელში განთავსდება სპეციალური ბლოკ -პოსტები, სადაც ყველა მოქალაქე ბათუმში შემოსვლისას თერმოსკრინინგს გაივლის ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინიტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმნომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში სპეციალური ბლოკ-პოსტების განთავსებაზე დღეს ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით ბლოკ-პოსტების მოწყობაში …

ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად ბათუმში ხვალიდან [ 31 მარტი]  მუნიციპალური  ტრანსპორტი არ იმოძრავებს. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. „ჩვენი ერთადერთი …

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, მათ ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ „შეგრძნება ან ცხელება“. გარდა ამისა, ისინი უნდა ჩაერთონ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. „პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები, უახლოეს დღეებში და აქ საუბარია ერთ-ორ დღეზე, გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის …

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სახლში ხანძარია [live]

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა. მიმდინარეობს მაცხოვრებლების ევაკუაცია. სახლში, რომელიც იწვის, უცნობია არიან თუ არა ადამიანებ, თუმცა გვერდით სახლებიდან, სადაც ასევე არის დაკვამლიანება და ხანძარი გადმოდის სახურავებზე, ადამიანები გამოჰყავთ აივნებიდან. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო მანქანა. ხანძარი საკმაოდ ძლიერია. დაზუსტება: ხანძრის ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი პირის …

3 765 ახალი სამუშაო ადგილი სოფელში ბიუჯეტის ხარჯზე, არჩევნების წინ

მუნიციპალიტეტები საშტატო განრიგის ცვლილებაზე მუშაობენ. ცვლილება ძირითადად ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს შეეხებათ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ისინი შტატიანი თანამშრომლები აღარ იქნებიან და მერი მათ ადმინისტრაციული წესით, ხელშეკრულებებით დაიქირავებს. ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს დაამტკიცა. კანონში ცვლილების მიხედვით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, [მაგალითად სპეციალისტი] …

დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციური სხდომის ჩასატარებლად ემზადება. „უახლოეს დღეებში სხდომას არ ვგეგმავთ, მერიასაც არ აქვს ისეთი საჭიროება, რომ საჩქაროდ იყოს რაიმე დასამტკიცებელი. მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდება ვემზადებით, რომ შემდეგი სხდომა დისტანციურად, სპეციალური პროგრამის დახმარებით, ონლაინ, პირდაპირი ჩართვით ჩავატაროთ“ – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ სხდომაზევე საკრებულო კენჭს უყრის განკარგულებას სხდომის …

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ექვსი პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით  აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი ადმინისტრაციული წესით 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით …

ბათუმის მერია: მუნიციპალური სასადილოები მუშაობას პირველი აპრილიდან შეწყვეტენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით შეიცვლება. პირველი აპრილიდან ერთი თვით მუნიციპალური სასადილოები  მუშაობას შეწყვეტენ. ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და ვერღაც გამზადებულ საჭმელს წაიღებენ. 30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს. მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. მერიის …

„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ალტერნატიულ პროფკავშირთან მედიაციის პროცესი ისე შეწყვიტა, რომ არ დალაპარაკებია თანამშრომლებს. არხის ჟურნალისტები გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ უნდა იმუშაონ. ამის მიუხედავად, ეს ჯგუფი მაინც ეთერს მიღმა აღმოჩნდა: გიორგი კოხრეიძემ გააჩერა გადაცემა „ჰეშთეგი“. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ტელეწამყვანის …

შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუჩერეს, თანხა და პროდუქტის ვაუჩერი მათ 21 მარტს უნდა მიეღოთ. ოჯახებს ცხელ ხაზზე უპასუხეს, რომ  მორიგი გადამოწმების შემდეგ „ქულები დასათვლელია“ და, შესაბამისად, დახმარება შეჩერებულია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ინფორმაციით, სოციალური დახმარება აქ 45-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა – მათ შორის ბევრს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მათთვის საკვები პროდუქტებისა  და ჰიგიენური საშუალებების …

12 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – ვინ რამდენი გაიღო პანდემიის დასამარცხებლად

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, 26 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, 12 მილიონი ლარია აკუმულირებული. სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შექმნეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში უკვე 9 მილიონი ლარი იყო შეგროვილი. ამ დროისთვის კი ანგარიშზე 12 მილიონ 500 000 ლარია და ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება. ომბუდსმენის …

„მოქალაქეები ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – ენერგოომბუდსმენი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვენ – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი [ენერგოომბუდსმენი] სალომე ვარდიაშვილი ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მომხმარებელთა მიმართვა გაიზარდა. იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს „ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ზოგი უხელფასოდ დარჩა, ზოგს …

რა თანხების მობილიზება [ვერ] მოხერხდება ბათუმის ბიუჯეტში

2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით ბათუმის ბიუჯეტში წლის ბოლოს 158 მილიონი ლარი უნდა აისახოს.  ამაში შედის, როგორც ადმინისტრაციული გადასახდელები,  რენტის სახით და საკუთრებიდან მიღებული თანხები, ასევე, სხვა და სხვა გადასახდელი. მათ შორის რამდენიმე სახის გადასახადი მერიამ მთავრობის რეკომენდაციით გადაავადა. პროგნოზის მიხედვით, მერია 32 მილიონის ამოღებას სათამაშო ბიზენისადან გეგმავდა, ამ დროისთვის ბათუმში სხვა კომერციულ ობიექტებთან ერთად …

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს სამი კლინიკა მიიღებს – ინტერვიუ

ბოლო მონაცემებით ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პირს მკურნალობენ, 1500 ადამიანი კი აჭარაში კარანტინში იმყოფება. რამდენი ადგილი აქვს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს და რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებენ აჭარაში მედიკოსები საჭიროების შემთხვევაში? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. ქალბატონო ნინო, რამდენი ადგილი გვაქვს ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტებისთვის სრული სერვისის …

ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისის არაარსებულ ბიუროში გადაყვანასა და გადაცემა „ჰეშთეგის“ გაჩერებას ეხმაურება. ქარტიაში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. „23 მარტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს შეუზღუდა ბათუმში საქმიანობა, დაუსაბუთებლად მიავლინა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე …

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს სამუშაოდ ქუთაისში უშვებს. შესაბამისი ბრძანება ჟურნალისტს დღეს ჩაჰბარდა – ეს იმ ამბის გაგრძელებაა, როცა აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, რედაქტორები და ტელეწამყვანი ან დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს. თეონა ხარაბაძე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, …

დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ პაციენტებს ჯგუფები მოემსახურებიან

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სატრანსპორტო შეზღუდვების გამო მუნიციპალიტეტებში დიალიზის საჭიროების მქონე  სოციალურად დაუცველ პაციენტებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. მსგავსი საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ პროგრამა დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პაციენტების ტრანსპორტირების მომსახურებას ამ დრომდეც ითვალისწინებდა. ხელვაჩაურში დიალიზის საჭიროებების მქონე მოქალაქეებმა, რომლებსაც ტრანსპორტირების მომსახურება …

„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ

რა ელოდება კერძო სექტორს, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დიდხანს გაგრძელება? რა ელოდებათ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გაუშვეს და ჯერჯერობით ხელფასებს ინარჩუნებენ? ვინ როგორ დაუბრუნდება და ვინ ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას ბაზარზე, რაც პანდემიამდე ჰქონდა?  – ამ თემაზე  შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნონა ხუჯაძეს ვესაუბრეთ. ქალბატონო ნონა, როგორ გააგრძელა კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ, …

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს. არიან ისეთებიც, …

ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ 

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი …

Exit mobile version