მთავარი,სიახლეები

შემოსავლების სამსახური 350 000 ლარის ნივთებს შეიძენს – კორონავირუსის პრევენცია

28.02.2020
შემოსავლების სამსახური 350 000 ლარის ნივთებს შეიძენს – კორონავირუსის პრევენცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრების გამო გადაუდებელი შესყიდვის უფლებას ითხოვს. სამსახურის  განმარტებით,  შესყიდვა  კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების აუცილებელი ღონისძიებებისთვის სჭირდება.

სამსახური შეისყიდის სამედიცინო ტანსაცმელს, ხსნარებს, ბოთლებს, დოლბანდებს და სხვა საჭირო ნივთებს. იხილეთ სრული ჩამონათვალი ცხრილის სახით:

შემოსავლების სამსახურმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია.

მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება, რისკჯგუფის ქვეყნებში [ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია] გადაადგილებული ყველა მგზავრის, საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის შევსება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/430516/?fbclid=IwAR2CH_SFSC2xELR9KQJwWMxpv0nbH849CYLvMD_5eLH7O-FkupHd7ueIZpM

მთავარი ფოტო: სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სარფი / შემოსავლების სამსახურის ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: