საქართველოში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებს გამოიკვლევენ – ინტერვიუ

როგორ გაგრძელდა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის პროცესი მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოკვლეული ბავშვების 41 პროცენტში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აჩვენა? – ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელს, ანდრია ნადირაძეს ვესაუბრეთ. ბატონო ანდრია, მას შემდეგ, რაც ბავშვებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, საუბარი იყო გარემოს კვლევის აუცილებლობაზე წყაროების დადგენის მიზნით, ასევე სპეციალური სახელმწიფო …

როგორ მოახერხა მესაკუთრემ უკანონოდ აშენებული 8 სართულის დარეგისტრირება ბათუმში

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, მესაკუთრემ რვა სართული უკანონოდ ააშენა. ეს საკითხი „ბათუმელებმა“ მოიკვლია და სტატიაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ უკანონო მშენებლობის დაშლა „მისი პრესტიჟის საქმე“ იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ექვს თვეზე მეტი გავიდა, მერიის შენობასთან ახლოს მდებარე უკანონო კარკასი არ დაუშლიათ, მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოახერხეს. მშენებელმა ეს კარკასი 2019 წლის …

mail.ru – საჯარო მოხელეების ელექტრონული მისამართი ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში

მოქმედი საჯარო მოხელეები, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები, ისევ იყენებენ რუსულ ელექტრონულ ფოსტას, ეს მისამართები მათ სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზეც აქვთ მითითებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, mail.ru- თი სარგებლობს მერიის ხუთი სამსახურის უფროსი. mail.ru-თი სარგებლობს ასევე ქედის მერიის რამდენიმე ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი. ერთ-ერთ მოქმედ ელექტრონულ ფოსტად mail.ru აქვს მითითებული ბათუმის საკრებულოს მოადგილეს თამაზ სალუქვაძეს. რუსული …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, 81 წლის მამაკაცი, „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ეს აჭარაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში …

ბათუმის ბიუჯეტს მილიონები დააკლდება – ქონების გადასახადი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადი კი გადაუვადდება – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა. სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად დააწვება თვითმმართველობებს, ამიტომაც რეგიონებს ამ დანაკლისის შევსება ცენტრალური ბიუჯეტიდან დასჭირდებათ. ეს, თავის მხრივ, კიდევ დამტებით კრიზისს შექმნის …

როგორი იქნება პირველი აფთიაქის ფასადი – სააგენტო პროექტს მეორედ განიხილავს

„… ქალაქში ხმა დაირხა აფთიაქის შენობას ახალი მფლობელი ჰყავს, რესტავრაციას აპირებსო. ნამდვილად კარგი საქმეა, საშური, რომ არა ერთი მაგრამ, მას იმ უბედურების რესტავარცია-შენარჩუნება განუზრახავს, რაც ამ შენობას 2010 დაატყდა თავს. რათა, რათა?- ნაგავს რესტავრაცია რად სჭირდება, ის უნდა სანაგვეზე მოისროლო! ჩემო, ძვირფასო, კეთილო, ახალო მფლობელო, ფუჭად ნუ კარგავთ დროს, ნერვებს და თანხას! კეთილი საქმის გაკეთება …

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა,351 კვლევის პასუხი უარყოფითია – covid-19

აჭარაში Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ეს პაციენტები ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდნენ, ისინი მკურნალობის კურსს თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში გადიოდნენ.  ამ მონაცემების მიხედვით დღეის მდგომარეობით აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  42- მდე გაიზარდა. გუშინ, 8 მაისს კვლევაზე გადაგზავნილი 351 ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია, შესაბამისად კლინიკა „მედალფაში“  რჩება 15 პაციენტი. ცხელების კლინიკებში კი დღეის მდგომარეობით  30-ია პირი …

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – …

კომპანიამ უნებართვო პარკინგი მოშალა და ტროტუარი აღადგინა

შპს „ნიკალამ“ მითითება შეასრულა და ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ტროტუარზე უნებართვოდ მოწყობილი პარკინგი მოშალა, დაზიანებული ტროტუარი აღადგინა და პირვანდელი სახე დაუბრუნა. მანამდე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „ნიკალა“ პარკინგის უნებართვოდ მოწყობისთვის დააჯარიმა და ტროტუარის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად ერთდღიანი ვადა მისცა. შპს „ნიკალას“ აქვე მრავალსართულიანი შენობა აქვს აშენებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს, საკუთარ სამშენებლო …

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

არ შედგა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი უნდა განეხილათ. სხდომაზე მხოლოდ ამ ფრაქციის სამი წევრი მივიდა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომას არ დაესწრო „ოცნების“ უმრავლესობა, ასევე „მრეწველები“ და „კონსერვატორები“. დღეს საკრებულოს დარბაზში არ გამოჩენილან არც ფრაქცია „ბათუმის“ წევრები. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ამ ეტაპზე …

„რა ვქნა, რა დავიფიცო“ – სულიკო თებიძე ენმ-ის ანტიკრიზისულ პროექტზე

„რაზე დავიფიცო, რა გავაკეთო? – მზად ვარ, ნებისმიერი საქმიანი წინადადება მივიღო, მაგრამ მათ მიერ დაყენებული ინიციატივები, ყველა იყო არაკანონიერი, ადრეც ჰქონდათ. ნებისმიერმა იურისტმა შემიფასოს, რომ მე არაკანონიერად მოვიქეცი, დავწერ განცხადებას და წავალ, მართლა გეუბნებით. არ გავაკეთებ არაკანონიერს ამ ასაკში, გამორიცხულია“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. საქმე ეხება საკრებულოს ოპოზიციის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, …

თორნიკე რიჟვაძე პლაჟზე „რბილი ზედამხედველობის“ შესახებ – covid 19

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება და აქ ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხო გარემოს შესთავაზებენ – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პერმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე  ტურიზმის გახსნის გეგმა წარადგინეს. სხდომას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც. სხდომის დასრულების შემდეგა ჟურნალისტებმა კითხვები მასაც დაუსვეს. ერთ-ერთი  შეკითხვა პლაჟზე დისტანცირების შესახებ იყო, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს, საშემოსავლო – გადაუვადეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ეს პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ [14:30], მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 2020 წლის ბოლომდე. „ვერ დავპირდებით სრულ ჩამოწერას. სასტუმროებს დავპირდით სესხის სუბსიდირებას და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეთავაზებით. …

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა

11 მაისიდან საქართველოში კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, – გაიხსნება მაღაზიებიც, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გაიხსნება მაღაზიები, რომლებსაც აქვთ შესასვლელი ქუჩის მხრიდან და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ. კომენდანტის საათი შენარჩუნდება.

„მეტრო“: აფთიაქის შენობაზე მხოლოდ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მასშტაბი არ იცვლება 

„მეტრო  ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ბათუმში პირველი აფთიაქის შენობის მასშტაბების შეცვლას კომპანია არ გეგმავს, შენარჩუნდება შენობის ძველი იერსახე და მას მხოლოდ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. ამის თაობაზე ნებართვის მიღების მოთხოვნით კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს უკვე მიმართა: „შეგიძლიათ ახაროთ ბათუმელებს, რომ ისტორიულ ნაწილს არ შევეხებით, არც სიმაღლეში და არც სხვა პარამეტრში, არაფერს შევცვლით“. რაულ კახაძის …

1 მილიონად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 13 მილიონად გაყიდა

2011 წელს 1 მილიონ დოლარად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 9 წლის შემდეგ 13 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პირველი აფთიაქის შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, მის მოსავლელად და შესანარჩუნებლადაც ინვესტორს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. შპს „ჟასმინის“ 90 პროცენტს ფლობდა თურქეთში დაფუძნებული კომპანია – „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაი“. შენობის …

13 მლნ დოლარად გაიყიდა ბათუმში პირველი აფთიაქის შენობა – მყიდველი „მეტროს“ მფლობელია 

ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა. კომპანიის წილებში  გალიფ ოზთურქმა  ჯამში 42  მილიონი  ლარი [13 მილიონ აშშ დოლარი] გადაიხადა.  შესაბამისად ის გახდა ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი. მანვე აიღო ის …

როცა პატარა სახლში ცხოვრობ და ირგვლივ მაღალი კორპუსები ააშენეს

„შევიცვალეთ, უფრო ამაყები გავხდით, პირდაპირ კი არა, მაღლა ვუყურებთ, ან პირდაპირ მაღლა, მარჯვნივ მაღლა, მარცხნივ მაღლა, სანახავი არაფერია, უბრალოდ ისე მექანიკურად – გეხუმრეთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ჩამწეროთ და არც გადამიღოთ“, – გვითხრა ერთ-ერთი პატარა სახლის ეზოში ახალგაზრდა კაცმა და ეზო სწრაფად დატოვა, ჭიშკრიდან გასვლამდე კი დაამატა: „თუმცა ისინი მაღლიდან დაბლა გვიყურებენ“. ერთსართულიანი დასახლების …

რას ამბობენ ბათუმის მერიაში ტროტუარზე პარკინგის მოწყობის გამო

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, #14 საბავშვო ბაღის წინ, პარკინგის მოწყობის სამუშაოები უნებართვოდ შპს „ნიკალამ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში დაგვიდასტურეს. ბათუმის მერიის ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია გააფრთხილეს და დღის ბოლომდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ტროტუარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.“ ტროტუარზე პარკინგის მოწყობის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დღეს, 4 მაისს, ფესიბუქის პირად …

ბათუმში ტროტუარზე პარკინგს აწყობენ, მერიაში ამის შესახებ არ იციან

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ზუსტად #14 საბავშვო ბაღის წინ, ბაღის შესასვლელ ჭიშკართან, ტროტუარზე პარკინგს აწყობენ. ამოთხრილი და დაზიანებულია ტროტუარის ფილაქანი, რომელიც გასულ წელს დააგეს. ბაღის გვერდით მრავალსართულინი შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიკალა“. სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები ქუჩის ამ მონაკვეთში არ ტარდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პარკინგის ადგილისთვის ტროტუარის ათვისებას  სწორედ ეს კომპანია ცდილობს, თუმცა კომპანიის …

როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან საჯარო სივრცეში ერთხელ გამოჩნდა, ისიც საკრებულოს იმ სხდომაზე, როცა მისი სამსახურის საჯარიმო ოქმების ფორმები დაამტკიცეს. მანამდე მასთან გასაუბრება ბევრჯერ ვცადეთ – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აპირებდა ახალი სამსახურის ფორმირებას, თუმცა უშედეგოდ. ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, საჯაროობაზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს პრაქტიკულად უგულებელყოფს, არადა ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც …

სააგენტო ბარათაშვილზე დამწვარი სახლის რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში, აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 12 000 ლარია. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხანძარი 28 მარტს გაჩნდა, დაიწვა სახურავი და მეორე სართულის ნაწილი, ხოლო ნაწილი წყლის ჭავლმა დააზიანა. ხანძრის შედეგად ბათუმში რვა ოჯახის საცხოვრებელი დაზიანდა. …

გოდერძის უღელტეხილზე თერმოსკრინინგი დაიწყო

„ბათუმი-ახალციხის გზის გოდერძის უღელტეხილი გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამიტომ იქ დავიწყეთ თერმოსკრინინგი. ჯერ გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ინტენსიური არ არის, თუმცა ყველა გამვლელს შეამოწმებენ, ადგილზე მუშაობს მობილური ბრიგადა. “  – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე. ამ დრომდე თერმოსკრინინგი მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 11 100-ზე  მეტ მოქალაქეს …

ნიჟარაძე: არ გვაქვს კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა, დაგვემატა 3 გამოჯანმრთელებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, დღეს დილის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდ 19 – ის ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ლაბორატორიული ანალიზის პასუხების მიხედვით კი, კიდევ სამი პირი გამოჯანმრთელდა. ისინი რეაბილიტაციას გადიან საკარანტინო სივრცეებში. შესაბამისად 1-ელი მაისის მდგომარეობით აჭარაში 27 პირი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 28 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის ლაბორატორიულ პასუხს შესაძლო გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით …

როცა მერი დარბაზში იყო და მას მაინც მონიტორზე მოუსმინეს

დღეს ბათუმის მერიამ  2019 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს. მერი ლაშა კომახიძე თავად იყო საკრებულოში მისული, თუმცა ეს ანგარიში საკრებულოს წევრებმა მაინც ვირტუალურად, მონიტორიდან მოისმინეს. მერმა სხდომაზე ვიდეო მიიტანა, სადაც ის თავად არის გადაღებული. ვიდეოში ლაშა კომახიძე ჰყვება, რა პროექტები განახორციელა მერიამ 2019 წელს, ნაჩვენებია ასევე კადრები, თუ როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორ ეცნობიან მერი …

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიები გადასახადისგან გაათავისუფლა

სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც ბათუმის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევის ნებართვები მერიისგან აქვთ მიღებული, ამავე ნებართვების გადასახადისგან გაათავისუფლეს. მერიას ექვს კომპანიაზე ნებართვა აქვს გაცემული. სატრანსპორტო სამსახურის უფროსის ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, ექვსივე კომპანიის გადასახადი თვეში დაახლოებით 15 000 ლარია. მერიის განმარტებით შეღავათი მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით იმოქმედებს. მერიის ეს ინიციატივა ბათუმის საკრებულომ დღეს, 30 აპრილს, დაამტკიცა. დღესვე, …

მერიამ 8 სართული დაამტკიცა, კომპანიამ 10 ააშენა – ბათუმში უკანონო მშენებლობები გრძელდება

შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილება სართულების დამატებაზე მერიაში არ შეუთანხმებია. უკანონოდ აშენებული სართულები ამ კომპანიის მხრიდან თვითნებობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია …

მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

COVID-19-ით  გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო  ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტის მიხედვით იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების  შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის …

მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ბათუმში მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში . სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის – 1981 …

როცა ფანჯრიდან მხოლოდ მეზობლის კედელს ხედავ – k3 და ახალი სამშენებლო კოდექსი [ფოტო]

ფანჯრიდან არც ხე ჩანს, არც ბუჩქი და არც ზღვა, მხოლოდ მეზობელი სახლის კედელი მოჩანს ან ფანჯარა, რომლის გამჭვირვალე შუშასაც მუქი ფარდა ფარავს – „მეზობელმა საძინებელში ან მისაღებ ოთახში რომ არ შეიხედოს.“ სახლში ცხელა, „ჰაერი არ არის“, „ჰაერი როგორ იქნება, ხე არ არის“, ზაფხულში ძალიან  ჭირს, ზამთარში კი მზის შუქი საერთოდ არ აღწევს, ცივა და ბნელა. …

ბათუმში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასამდე ტესტის პასუხი უარყოფითია

აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24- მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, დღეს აჭარაში Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 97 ლაბორატორიული ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია. ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და მონაცემები არც ამ მხრივ …

ვის გაათავისუფლებს ბათუმის მერია დასუფთავების გადასახადისგან

ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ. დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან. თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის  შემოსულობები, …

ბათუმში Covid19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში Covid19  კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. დღესვე სამინისტრომ მიიღო 130 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, აქედან 129 პასუხი უარყოფითია: „გარდა ამისა, იცით, რომ გუშინ, 27 აპრილს,  დაგვემატა ოთხი გამოჯანმრთელებული და ამ დროის მდგომარეობით აჭარაში უკვე 20 გამოჯანმრთელებული გვყავს“. რაც შეეხება ქობულეთის …

ვინ მიიღებს ორმაგ დახმარებას მთავრობისგან? – სააგენტოს განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები დახმარების  სახით 600 ლარს მიიღებენ. პრემიერმა ამ ინფორმაციას, რამდენიმე განმარტებაც დაურთო, თუმცა კითხვები მაინც  დარჩა. „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით დღეს სოციალური დახმარების სააგენტოს მივმართა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო უკვე ეხმარება ოჯახებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ „ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 000-დან 100 000-მდე …

პანდემია, მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმა და მოახლოებული არჩევნები

პანდემია და Covid19 მთავრობის სასარგებლოდ მუშაობს – ასე აფასებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, როგორც ოპოზიციის, ასევე ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებში, უპირობოდ  გაჩნდა  სიტყვა – „მაგრამ“. სარგებლობს თუ არა ხელისუფლება პანდემიით მოახლოებული არჩევნების წინ რეიტინგის ასაწევად, ამ საკითხის განხილვა ორეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმის შეფასების გარეშე ვეღარ ხერხდება. ოპოზიციაში …

ვინ დაეხმარება მათ, ვინც ბინას ტურისტებზე აქირავებდა

კითხვა, თუ როგორ დაეხმარება მთავრობა მათ, ვინც ბინას სეზონურად ტურისტებზე აქირავებდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხოდ დატოვა. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით კი ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი ან სხვა დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ ამ ტიპის შემოსავალი. საკურორტო ქალაქებში, განსაკუთრებით ბათუმში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი მოქალაქეების …

Exit mobile version