ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

„ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას, არ გავჩერდებით!“ – გვითხრა მადონა შაინიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ. მას უნდოდა გვცოდნოდა, რომ ისევ უიმედოდაა და აქციის მონაწილე, თვითდასაქმებული ქალები, რომლებიც სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, ან ამ პუნქტის გახსნამდე მრავალჯერად კომპენსაციას ითხოვენ, მისი აზრით, დამაიმედებელ პასუხს ისევ ვერ მიიღებენ: „ვნახოთ, ამჯერად რას გადაწყვეტენ, რა პასუხს გაგვცემენ და …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა – პრესსამსახური

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ  მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თუმცა მერის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებული ბრძანება ვერ მოგვაწოდეს. გასულ შაბათს, 11 ივლისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძემ თანამდებობა უკვე დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ „ოცნების“ პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მას ამაზე უარს ეუბნებიან. გასულ …

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან  მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არ გადამდგარა – პრესსამსახური

ბათუმის მერიის პრესსამსახური ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის გადადგომის თაობაზე დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პრესსამსახურის განმარტებით, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან არ გადამდგარა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მის შესაძლო გადადომასა და „ოცნების“ პარტიული სიით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, მერი მედიის კითხვებს უახლოეს მომავალში უპასუხებს. თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ინფორმაცია ბათუმის მერის გადადგომის …

გასაყიდი მანქანებით დაკავებული ტროტუარი ბათუმში

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის ერთი მონაკვეთით მოსახლეობა საერთოდ ვერ სარგებლობს და ის უკვე თვეების განმავლობაში გასაყიდ მანქანებს აქვთ დაკავებული. ეს ტროტუარი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, როგორიცაა ბანკი, ტექნიკის შეკეთების სერვისები და სხვა. ადგილობრივების თქმით ამ ქუჩის ტროტუარების სხვა მონაკვეთებიც დატვირთულია და მათი  სხვადასხვა ნაწილი კომერციულ ობიექტებს აქვთ ათვისებული, ქუჩაზე კი მაქნების ინტენსიური მოძრაობაა დილიდან გვიან …

ზიპლაინი მახუნცეთში მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს და სოფლის ცენტრს დაფარავს – ახალი პროექტი

კომპანია „ჯეტ გრუპი“ სოფელ ზედა მახუნცეთში ზიპლაინის მოწყობას გეგმმავს, კომპანია სპეციალური გრავიტაციული გზის მოსაწყობად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს გამოიყენებს. რეესტრის მონაცემებით შესაბამისი შეთანხმება კომპანიას აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროსთან უკვე გაფორმებული აქვს. პროექტის შეთანხმების მოთხოვნით კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა, რადგან ტერიტორია, სადაც „ჯეტ გრუპი“ მშენებლობას გეგმავს ძეგლის დაცვის ზონაშია. სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომის …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები შეიცვალა – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა. სამინიტროში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. სამინიტროს განმარტებით ვადები ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით გახანგრძლივდა. „სამინისტროში შემოსული …

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ შეითანხმა

ბათუმში ევროპის მოედანზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება. შენობას არსებული სახით აღადგენენ. შენობის პროექტი ძეგლების საბჭომ დღეს, 10 ივლისს განიხილა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. შენობის არსებული სახით აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ სპეციალისტები და მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას პირვანდელი ფასადი უნდა დაებრუნებინა და მოშოებოდა ფიგურებიანი ფასადის ნაწილი, რომლებიც წინა …

გასაყიდი ბინების ფასის კლება არ არის მოსალოდნელი – კვლევაში მონაწილე კომპანიები

საერთაშორისო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Cushman and Wakefield Georgia – ის ინფორმაციით, რომელმაც პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში სამშენებლო ბიზნესის ბაზარზე არსებული მონაცემები შეადარა ერთმანეთს, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას. კვლევაში მონაწილე კომპანიები ირწმუნებიან, რომ გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ასეთი პასუხების პარალელურად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც …

ბინების გაყიდვა ბათუმში 50/100%-ით შემცირდა – ახალი კვლევა

„ქვეყნის მასშტაბით, ბათუმის საცხოვრებელი სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. შეჩერებულმა მშენებლობის პროცესმა, სახელმწიფო და საფინანსო სექტორისგან შეღავათების ნაკლებობამ, ტურისტების ნაკადის მკვეთრმა ვარდნამ, შესაძლებელია, ქალაქის დეველოპერულ სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეველოპერები გაყიდვების ჩვეული რიტმის დაბრუნებას“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman and Wakefield Georgia-მ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში …

მინუსებში ვართ – ბათუმის ვიცე-მერი ბიუჯეტსა და სესხების რესტრუქტურიზაციაზე

დღეს, 3 ივლისს, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი – კორონავირუსის პრევენციის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გაუქმებისა და იმ კომერციული ობიექტების გაჩერების შემდეგ, რომლებსაც სოლიდური თანხები შეჰქონდათ ბიუჯეტში. არ ვიცით, რამდენია შემოსავალი და გასავალი, რამდენი დააკლდა ბათუმის ბიუჯეტს იმ შეღავათების გათვალისწინებით, რაც ასევე კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით დაუწესა მთავრობამ კერძო კომპანიებს. …

მეზობლები სახელმწიფო გზის გამო დავობენ – რას აკეთებს სახელმწიფო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეზობლები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზის გამო დავობენ. ვახტანგ თედორაძე ამბობს, რომ მეზობელმა ნაკვეთებს შორის არსებული გზა თვითნებურად ჩაკეტა. მას ალტერნატიული შესასვლელი აქვს, მაგრამ ხელი მაინც ეშლება – ვეღარ გამოიყენებს სახლის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს მიზნობრივად, რაც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გამხდარიყო. მისი მეზობელი მერაბ ფერცელიძე კი აცხადებს, რომ გზად დარეგისტრირებული ნაკვეთი …

15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა, სხდომას  ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. მაჟორიტარული ოლქების საზღვრები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, …

ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება

ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ. 2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ  დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად …

ბათუმის მერია „ეშმაკის ბორბალს“ 383 000 ლარად ასხვისებს – აუქციონი

პანდემიის პირობების მიუხედავად, ბათუმის მერია შეეცდება ბულვარში არსებული ატრაქციონი, „ეშმაკის ბორბალი“ და მასთან არსებულ 1419 კვ.მ. ტერიტორია ელექტრონული აუქციონით გაასხვისოს. ყოფილ მოიჯარეს, შპს „პანორამა 2018“-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ამ ქონებით სარგებლობის წლიური საიჯარო ფასი 383 000 ლარი იქნება. ქონების აუქციონის წესით გასხვისებას დღეს ბათუმის საკრებულოში მხარი დაუჭირეს, თუმცა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა პანდემიის პირობებში ეს …

ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს  2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, …

„ოცნება“ ბათუმში წინასაარჩევნოდ მისამართს იცვლის

ინვენტარის გადატანის პროცესი დაწყებულია, „ქართული ოცნება“ ბათუმში ოფისს იცვლის. პარტია მემედ აბაშიძის #45-ში, სამსართულიან შენობაში გადადის [„პროკრედიტ ბანკის“ ბათუმის ყოფილ სათავო ოფისში]. ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიას ოფისი ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში ჰქონდა. ეს ოფისი სრულად იხურება, თუ პარტია ამ მისამართზეც გაარძელებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მანველიძემ დაზუსტებით არც …

ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

ქობულეთში, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის უფლებას ითხოვს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] მოამზადა და მერიას გადაუგზავნა, ამ გეგმის დამტკიცებაზე ხვალ. 30 ივნისს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე უნდა იმსჯელონ. გრგ-ს მიხედვით, კომპანია გამწვანებულ ტერიტორიაზე, სამ ჰექტარზე [ 37 502კვ.მ.] გეგმავს …

შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

შეთანხმდება თუ ვერ ოპოზიცია ბათუმში ერთიან კანდიდატებზე 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? – დაზუსტებული პასუხი ამ კითხვაზე აჭარაში ჯერ არცერთ პარტიაში არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თბილისის შემთხვევაში უკვე გადაწყდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ბათუმში არჩევნების ჩატარების ფორმა უფრო აინტერესებთ. ოპოზიციაში არ მოსწონთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ 25 ივნისს ბრიფინგზე …

18 დეპუტატი პროპორციული წესით და 3 მაჟორიტარი – აჭარის უმაღლესი საბჭოს პროექტი

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შესაბამისი ცვლილების აჭარის კონსტიტუციაში შეტანის პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, 25 ივნისს, განაცხადა. საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეჯერდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან „მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდეს“. ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო გეგმავს ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის …

ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს “ამბასადორის” შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, კომპანიას მე-5 სართულის აშენება აქვს დაწყებული. მიუხედავად იმისა, …

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს, თუმცა წელს შეჩერებულია დელფინებთან ცურვის სერვისი – ინფორმაცია დეფლფინარიუმის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. 30 ივნისამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოინახულონ აკვარიუმი. აკვარიუმში შესვლის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა. ადმინისტრაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებელს, რომ პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.

ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის კარკასზე მეხუთე სართულს აშენებს, კომპანიას მხოლოდ 4 სართულის აშენების უფლება აქვს [პლუს 3 სართულიც მიწის ქვეშ], თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა პროექტის შესაბამისად? – ამ კითხვაზე სააგენტოში, ჯერჯერობით, პასუხი …

მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია

მწვანე კონცხი ჯერ ისევ მწვანეა, მაგრამ აქ დაწყებული სამშენებლო პროცესების გამო გიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა მას მალე ნაცრისფერი, „ბეტონისფერი“ შეერიოს. პროცესი დაწყებულია.  მწვანე კონცხისა და განსაკუთრებით მახინჯაურის პირველ ზოლში წამოწყებული მშენებლობების სიმაღლის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ორსართულიანი სახლების რაოდენობა, რომლებსაც სახლის წინ ზღვის ხედი ბეტონის კედლებით შეეცვალათ, ან უკვე წამოწყებული მშენებლობის გამო მომავალში შეეცვლებათ. იმის …

ჩვილის გაყიდვის ბრალდებით მშობლები დააკავეს

ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო  ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ  ბავშვის გაყიდვა განიზრახეს. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან …

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში

გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ბათუმშიც აქციით გამოეხმაურნენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას. დღეს აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ასევე დაგმეს გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეის …

ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმე, ვერ გამომიყენებს – მუნიციპალური ინსპექციის უფროსი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის  უფროსი არჩილ კონცელიძე, რომელიც ბათუმის მერიის სტრუქტურაში პოლიციიდან მოვიდა, ამბობს, რომ მოახერხებს ბათუმში უკანონო აშენება, მიშენება, დაშენება გააკონტროლოს. ერთი მხრივ, მას აქვს ამბიცია, რომ ქალაქში ინსპექციის გავლენები გაიზარდოს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობა შეიძლება კანონიერად იქცეს: ყოფილი პოლიციელის კონტროლის პირობებში მოახერხებს თუ ვერა გავლენიანი პირი ქალაქში უკანონო 8 სართულის აშენებას, …

აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 332 კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებს კი  32-მა პაციენტმა მიმართა. ჯამში აჭარაში  Covid19-ზე კვლევა ჩაუტარდა 17 532 პირს, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 1119 პირი, ხოლო კარანტინი დატოვა სულ 8 369 პირმა. ამ მონაცემების მიხედვით აჭარა ისევ მწვანე ზონად რჩება, რადგან უკვე ერთ თვეზე …

EMC 20 ივნისის მოვლენებზე-ძალადობაში მონაწილე არცერთი სამართალდამცავი არ დასჯილა

„საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში  ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ“  – ასე აფასებს  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC]“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, გასული წლის 20 ივნისს საპროტესტო აქვიის დარბევისას სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას. EMC-ის შეფასებით, ორ უწყებაში პარალელურად მიმდინარე გამოძიების …

ორი ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული – COVID-19

დღეს, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის  ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით საქართველოში COVID-19-ის 898 შეთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, 14 პირი კი გარდაცვლილია. კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის, 2891 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 256.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს

შპს „სმარტ ჰაუსი“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაში მრავალბინიან სახლს აშენებს, კომპანიის 70 პროცენტის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის ოჯახია. ოფიციალურად სამშენებლო კომპანიას დეპუტატის ძმის – ბექა მანველიძის ცოლი, ლანა აბალოიძე ფლობს. გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა. ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის  …

21 ივნისს იწურება კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული აკრძალვების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდის დროის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, 22 მაისიდან დაიწყო.  დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს ან უნდა გაესაჩივრებინათ ეს ჯარიმა, ან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ დაკისრებული თანხა. კომენდანტის საათის ამოქმედებიდან მის გაუქმებამდე შს სამინისტროს მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 23 მილიონ 955 ათასზე მეტი ლარია. ამ პერიოდში …

პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ბათუმში 2200 მოქალაქეს დაატოვებინეს ტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში  მუნიციპალური ავტობუსები 32 000-ჯერ, სამარშრუტო მიკროავტობუსები კი 25 000-ჯერ  შეამოწმეს. ამ შემოწმების შედეგად 2200 მოქალაქეს პირბადის გარეშე მგზავრობისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს, 110 პირი კი უბილეთო მგზავრობისთვის დააჯარიმეს. Covid19-ის ის პრევენციის კონტროლი ბათუმში მუნიციპალურ ინსპექციას ევალება. კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით ინსპექციის სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების თანამშროლები ახორციელებენ. წესების შესაბამისად, ტრანსპორტში …

ბათუმში სატვირთო მანქანა დაიწვა

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია. მთავარი ფოტო: კადრი TV 25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხარისხის კვლევას საზღვარგარეთ გეგმავს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში  მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტების „საზღვარგარეთული ლაბორატორიული კვლევაა “ საჭირო და ეს კვლევა ხარისხის კონტროლის [OMCL] ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიციურმა ლაბორატორიამ უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს მისწერა და შესყიდვის დაჩქარებული წესით განხორციელებაზე თანხმობა მოითხოვა. წამლების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოებაში არაერთხელ გაჟღერდა, მოქალაქეები მათ შეძენას …

კაცი თავისი შვილის სახელით FB-ზე დარეგისტრირდა და 12 წლის გოგოს გარყვნილი შინაარსის ტექსტებს სწერდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,  ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – …

Exit mobile version