მუნიციპალიტეტების მერები ქედისა და შუახევის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან, სეტყვამ სოფლებში ერთწლიანი ნარგავები შაბათს, 14 ივნისს, დააზიანა. დაახლოებითი მონაცემებით, რაც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოგვაწოდა, სოფლებში – დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მოსავალი გაუნადგურდა 130-მდე ოჯახს: „სხვაგან შედარებით ნაკლებია ზიანი. კომისია შექმნილია და დაზუსტებაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ოჯახების იდენტიფიცირება დასრულდება, კომისია დაასურათებს …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
რა ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის სამსახურებს – სიახლე
ბათუმის მერიამ ე.წ. ქოლცენტრი აამოქმედა, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პირდაპირ დაუკავშირდეს კონკრეტულ სამსახურს. ქოლცენტრის ნომერია 0 800 000 810 – ამ ნომრიდან შეძლებთ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის კანცელარიის, ჯანდაცვის, ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის, განათლების, ქონების მართვის, მუნიციპალური ინსპექციის, კეთილმოწყობისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურებს. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 15 ივნისს, ისაუბრა შიდა ტურიზმის ამოქმედების შესახებ და …
Continue reading “რა ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის სამსახურებს – სიახლე”
სამაშველომ ზღვიდან „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭი გამოიყვანა
მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გაავრცელეს. „ბათუმში არასრულწლოვანი წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ის წყალზე სამაშველო სამმართველოს მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს“, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭის შესახებ სამაშველოში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც მაშველები მივიდნენ მის დასახმარებლად. სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს …
Continue reading “სამაშველომ ზღვიდან „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭი გამოიყვანა”
რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი
„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან …
Continue reading “რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი”
როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში
ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები. ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ …
Continue reading “როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში”
ქალი, რომელიც 5 ბავშვს მარტო ზრდის და ემიგრანტები დაეხმარნენ, ახლა სხვებს ეხმარება
„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი, როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ …
აჭარის მთავრობის თათბირი „ქართული ოცნების“ ოფისში
ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიული აქტივი, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები და საკრებულოების ხელმძღვანელები იკრიბებიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მათთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაფართოებულ თათბირს ატარებს. „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – სულიკო თებიძე და მისი მოადგილე, თამაზ სალუქვაძე, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და მოადგილეები. ოფისთან იმყოფებიან უმაღლესი საბჭოსა და აჭარის …
Continue reading “აჭარის მთავრობის თათბირი „ქართული ოცნების“ ოფისში”
რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს
„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …
Continue reading “რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს”
ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას
„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ …
Continue reading “ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას”
ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას
„140 წლის იტალიური სახლი, რომელიც ბაროკოს სტილშია ნაშენები, რატომ უნდა შეეწიროს პასუხისმგებელი უწყებების გულგრილობას. ფილმი მონანიება ამ სახლში გადაიღეს და სცენარში ძეგლების დაცვაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ესმის“, – ასე სრულდება წერილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #51-ში მცხოვრებლებმა პროკურატურას დღეს, 3 ივნისს მიმართეს. ამ მისამართზე, ბათუმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ორსართულიანი სახლი …
Continue reading “ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას”
უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან
შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ბათუმში, ახალი ბულვარის გვერდით, ზღვასთან ახლოს, რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, დაასრულა და მოაპირკეთა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. კომპანია ამ სასტუმროში უკვე ყიდის აპარტამენტებს, შენობა დღესაც უკანონოა და როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ირაკლი მოქია ამბობს, დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულებაშია გადაცემული. კომპანიაში განაცხადეს, რომ „მერიაში შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია პროექტთან დაკავშირებით“. აღსრულება კი, …
Continue reading “უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან”
სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი დადგენილი არ არის. თვითმხილველის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა „სახლი ხის ფიცრული, დაახლოებით 55 კვადრატული მეტრი ზომის იყო და სწრაფად დაიწვა“ ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით ოჯახს მერია სახოვრებელს დაუქირავებს, იმ შემთხვევაში თუ მათ ალტენატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ: …
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ერთ-ერთ საწარმოში გუშინ, დაახლოებით 11 საათზე აფეთქება მოხდა და საწარმოს გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, მათგანი ერთ-ერთი 45 წლის ქართველი კაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. უწყების ცნობით, სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს უკვე დაუკავშირდა. თურქული მედიის ცნობით, მსხვერპლი შეიძლებოდა ბევრად მეტი ყოფილიყო, …
ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი
უნებართვოდ დაშენება, აშენება ან მიშენება ბათუმში კვლავაც აქტუალურია. არჩევის დღიდან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მშენებლებში გააქრობდა განცდას: „მაინც შეგვრჩება“. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ჯერ ზედამხედველობის სამსახური დაუქვემდებარა არქიტექტურას, შემდეგ კი, „მეტი კონტროლისთვის“, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად გაზარდა ადამიანური რესურსები და ბიუჯეტი. თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, ბათუმში ისევ გვხვდება უნებართვო მშენებლობები. რატომ? …
Continue reading “ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი”
საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე
„ადრეც გვქონდა ჩვენ მერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი, უბრალოდ ამას საკმარისი ხმები სჭირდება, ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ხმები გვეყოფა თუ არა. ორ-სამ დღეში შევხედავთ. მათი პოზიციაც გვაინტერესებს, ვინც ამბასადორის საკითხს მხარი არ დაუჭირა, ანუ ჩვენი ოთხი ხმა არ ჰყოფნის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. 29 მაისს, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი …
Continue reading “საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე “
ხელვაჩაურში 900-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ხელვაჩაურში, შარაბიძებისა და ზანაქიძების უბანში დაახლოებით 900 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლის თქმით, მიზეზი ავარიაა, რომელიც გზის ინფრასტრუქტურაზე მომუშავე კომპანიამ გამოიწვია: „დაზიანდა მილი, რომელიც უკვე აღვადგინეთ. ხვალ დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყება“ – გვითხრეს კომპანიაში.
აქტივისტი აჭარის ტელევიზიის წინ გაშლილ კარავში გაათენებს
ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობს. მისი მოთხოვნაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომა. მილორავა ამბობს, რომ საკითხი დღის წესრიგში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ უნდა დააყენოს. ალექსანდრე მილორავას თქმით, გიორგი კოხრეიძემ ტელევიზიას ჩამოაშორა კრიტიკული და თავისუფალი სიტყვის დამცველი ჟურნალისტები, ამიტომაც იგი და მისი …
Continue reading “აქტივისტი აჭარის ტელევიზიის წინ გაშლილ კარავში გაათენებს”
ჩემზე მარტო მამაჩემი ახდენდა გავლენას – სულიკო თებიძე ბათუმის მერისგან მიღებულ SMS-ზე
„ბათუმის მერის SMS, მისი აქტიურობა – „არ მოიღო ამბასადორი“, თქვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს, არ გიჩენთ კითხვებს, რომ შესაძლოა მერი გარიგებული იყოს კომპანიასთან, ლობირებდეს მის ინტერესებს რაღაცის სანაცვლოდ?“ – ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მას შემდეგ დავუსვით, როცა გავრცელდა კადრი, სადაც ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წერს, არ ამოიღოს „ამბასადორი ბათუმისთვის“ …
მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს
„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში …
„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცეს
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საკითხის გადადებას, იმ მიზნით, რომ მომავალში მის განხილვაში თავადაც ჩაერთვებოდნენ, ბათუმის საკრებულომ საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა ისიც, რომ ნაკვეთზე, რომელსაც კომპანია ითხოვს, მას უკვე აშენებული აქვს ორსართულიანი კაფე, მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც შუშითაა შეფუთული. „ამბასადორი ბათუმმა“ ეს კონსტრუქცია ყოფილ მოიჯარესთან შეთანხმებით, კულტურული …
Continue reading “„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცეს”
„იაფი სახლის“ პროგრამა შემდეგი კვირიდან განახლდება – ლაშა კომახიძე
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით განაცხადების მიღება-გადარჩევის პროცესი განახლდება, პროგრამა კოვიდ 19-ის გამო იყო შეჩერებული. შემდეგი კვირის დასაწყისში მერია ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ახალ ინფორმაციას გააჟღერებს, ამის შესახებ ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა. ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამის ფარგლებში მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი …
Continue reading “„იაფი სახლის“ პროგრამა შემდეგი კვირიდან განახლდება – ლაშა კომახიძე”
„ამბასადორ ბათუმის“ საკითხი არ განიხილოთ – მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარეს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მიმართა მოთხოვნით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან ამოიღოს შპს „ამბასადორისთვის“ ბულვარის გარკვეული ტერიტორიის მართვაში გადაცემის საკითხი. ამ თემაზე წაიკითხეთ აქ: „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ …
Continue reading “„ამბასადორ ბათუმის“ საკითხი არ განიხილოთ – მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარეს”
შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 30 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების – ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის კონფლიქტი სხვა პირებთან. სწორედ ამ ორი ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო დღეს დილიდან საპროტესტო აქცია ბათუმში. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს …
როცა ზღვასთან სახელმწიფო მიწაზე რესტორანი გაქვს და პლაჟიც გჭირდება
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ზღვის პირას მიწის ნაკვეთს პირდაპირი განკარგვის წესით შპს „უტევანი“ ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ნაკვეთის განკარგვაზე უფლება აუქციონისა და კონკურენციის პირობების გარეშე უნდა მიიღოს. მოთხოვნილი ტერიტორიის გვერდით, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე რესტორანი „რივიერა“ ფუნქციონირებს. მერია თანახმაა კომპანიას 478 კვადრატული მეტრი ტერიტორია მოთხოვნილი პირობებით – წელიწადში 15 000 ლარად …
Continue reading “როცა ზღვასთან სახელმწიფო მიწაზე რესტორანი გაქვს და პლაჟიც გჭირდება”
„ბათუმი რივიერა“ გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს
შპს „ბათუმი რივიერა“ დამტკიცებულ გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას უკვე მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და დასამტკიცებლად საკრებულოში გადააგზავნეს. მოთხოვნა დაგეგმილი ხუთი თაუერის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. კომპანია საცხოვრებლების ნაცვლად სასტუმროებს ააშენებს. არსებული შეთანხმების თანახმად კომპანიას ხუთი თაუერი უნდა აეშენებინა. ორ თაუერში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, ხოლო სამი თაუერის ფუნქცია საცხოვრებელი იქნებოდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე …
Continue reading “„ბათუმი რივიერა“ გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს”
„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა
შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. გასხვისების …
Continue reading “„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა”
აჭარის მთავრობა ქობულეთს ზღვის პირას მიწის ნაკვეთს სთხოვს
აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტს სთხოვს საკუთრებაში გადასცეს 11 487 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. ამ ნაკვეთს ერთი მხრიდან შპს „გრინ რიზორთის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ესაზღვრება. გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები …
Continue reading “აჭარის მთავრობა ქობულეთს ზღვის პირას მიწის ნაკვეთს სთხოვს”
34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი
ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა. სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა. ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ …
Continue reading “34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი”
ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ბათუმში – ძეგლი რესტავრაციის შემდეგ [ფოტო]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ბათუმში, ჟორდანიას #14-ში, თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ამ სახლის რესტავრირებაში 400 000 ლარი დაიხარჯა. სპეციალისტის დახასიათებით, „შენობა მნიშვნელოვანია თავისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით და გემოვნებით განაწილებული კლასიცისტურ-ბაროკული დეკორით. სახლის სიახლოვე ზღვასთან უზრუნველყოფს მისი ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს. ამჟამად ორსართულიანი შენობის ფასადი კლასიცისტური და ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული.“ კომპანია …
Continue reading “ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ბათუმში – ძეგლი რესტავრაციის შემდეგ [ფოტო]”
მაჭახლის ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსს ანიჭებენ
მაჭახლის ხეობის სოფლებს დაცული ლანდშაფტის სტატუსს მიანიჭებენ, ამ საკითხით საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭო მიმართავს. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შესაბამისი პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს, ხვალინდელი პლენარული დღის წესრიგის საკითხებში მის შეტანას. საკითხი ბიუროს სხდომაზე აგრარული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა. მაჭახლის ხეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ
„მე მაია მქვია, 15 წლის სტაჟი მაქვს, პატარა გოგო აღარ ვარ, რთულია ახლა ჩემთვის ახალი სამსახურის ძებნა, ამიტომაც ვცდილობ გავუძლო. თუმცა „იალჩინში“, სადაც ახლა ვმუშაობ, საშინელი პირობებია. მხოლოდ მე არ მიჭირს, ჩემი თანამშრომლებიც ცუდ დღეში არიან, ხელშეკრულებებს ვერ ვეღირსეთ, არ გვიფორმებენ, რომ ჩვენი უფლებების გათვალისწინება არ მოუწიოთ, რაც შვებულებას, დასვენებას, არასამუშაო საათებში მუშაობას უკავშირდება. ოთახებში …
Continue reading “როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ”
როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?
ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“. ეს თანხა მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე. ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე ცხოვრობს. ეს …
Continue reading “როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?”
არაუმეტეს 6 მომხმარებელი მაგიდასთან – გაიდლაინი რესტორნებს
„მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებელი, გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური [ერთჯერადი] მენიუ, მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა“ – საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ კვების დაწესებულებებში ქცევის წესებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ასოციაციის განმარტებით, გაიდლაინის მიზანია, გამოკვეთოს დამატებითი ზომები, რაც უზრუნველყოფს კვების ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებას და მომხმარებლისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას. გაიდლაინი აერთიანებს მთავარ საკითხებს შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული …
Continue reading “არაუმეტეს 6 მომხმარებელი მაგიდასთან – გაიდლაინი რესტორნებს”
კორპუსშეზრდილი ორსართულიანი სახლი ბათუმში [ფოტოამბავი]
ორსართულიანი, პატარა სახლი ახალ კორპუსს თითქოს შეეზარდა. ეს ფოტო „ბათუმელებმა“ ბათუმში, ბაგრატიონის #178-ში გადაიღო. ცხრასართულიანი სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას 2014 წელს გაუცია. კომპანიამ ბაგრატიონის # 178 -ში არსებული სახლი დაანგრია და მის ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსი ააშენა. რეესტრის მონაცემებით, #178-სა და #180-ში მდებარე სახლებს ერთი სახურავი აერთიანებდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბათუმში, როცა მომიჯნავედ …
Continue reading “კორპუსშეზრდილი ორსართულიანი სახლი ბათუმში [ფოტოამბავი]”
ბათუმში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთი დაიღუპა
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ავარია ბათუმის ახალ ბულვართან 14 მაისს მოხდა, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
„დინამო ბათუმი“ ჯანო ანანიძეს იწვევს
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას ფეხბურთელ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებისა და მისი ბათუმის „დინამოში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. ჯანო ანანიძე ბოლო დრომდე თამაშობდა კვიპროსულ ანორთოსისში, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის. იმავე წყაროს ინფორმაციით, ჯანო ანანიძე „იქედან წამოსვლის შემდეგ გადავიდა თუ არა რომელიმე გუნდში, დაზუსტებით არ ვიცით და ვერ გეტყვით.“ „მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შევთავაზეთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ფიქრობს“, …