მთავარი,სიახლეები

მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

30.04.2020
მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

COVID-19-ით  გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო  ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს.

განკარგულების პროექტის მიხედვით იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი
ვალდებულების  შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა], უნდა მიმართონ მერიას პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით.

შესაბამისი აქტის საფუძველზე მათ მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ან დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.

დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1-ლი ივლისიდან იმ პირების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის დღიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: