„ბათუმი-ახალციხის გზის გოდერძის უღელტეხილი გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამიტომ იქ დავიწყეთ თერმოსკრინინგი. ჯერ გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ინტენსიური არ არის, თუმცა ყველა გამვლელს შეამოწმებენ, ადგილზე მუშაობს მობილური ბრიგადა. “ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე.
ამ დრომდე თერმოსკრინინგი მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 11 100-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა ქობულეთის კლასტერის გამო. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1600 პირია, 4600-მა პირმა კი ასეთი სივრცეები უკვე დატოვა.
ცხელების კლინიკაში კი, ბათუმში, ამ დროისთვის სულ 40 პირია და მათი კვლევის შედეგებს დღეს, 1-ელ მაისს ელოდებიან.
ამ თემაზე:
ნიჟარაძე: არ გვაქვს კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა, დაგვემატა 3 გამოჯანმრთელებული






