მთავარი,სიახლეები

ვის გაათავისუფლებს ბათუმის მერია დასუფთავების გადასახადისგან

28.04.2020
ვის გაათავისუფლებს ბათუმის მერია დასუფთავების გადასახადისგან

ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან.

თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის  შემოსულობები, საშუალოდ, 332 000 ლარით შემცირდება.

იმ დაწესებულებებს კი, რომლებსაც გათვალისწინებულ პერიოდზე უკვე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე. ამავე დადგენილების პროექტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ,  მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი განაცხადონ.

უარის თქმის შესახებ კი, მათ განცხადებით უნდა მიმართონ  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან შპს „სანდასუფთავებას“.

 

ბათუმის საკრებულო ამ საკითხს 30 აპრილს განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: