ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი [398,8 ლარი] გადმოირიცხა, რაც, გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,3%-ით [8,5 აშშ დოლარით] მეტია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან გაცილებით მეტი თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. შესაბამისად – 56,78 მილიონი აშშ დოლარი და 34,78 მილიონი აშშ …

სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობით ერთი კომპანია დაინტერესდა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობით მხოლოდ ის კომპანია დაინტერესდა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს ზედამხედველობს. კომპანია „სიემსი“ მომსახურებას შპს „სტადიონს“ ზუსტად იმ ფასად სთავაზობს, რაც სატენდერო თანხა იყო – 576 670 ლარად. ვინაიდან „სიემსი“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და კომპანიას გარკვეული დაზუსტებები მოსთხოვა. …

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, …

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან. „ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს …

რა ეტაპზეა ბათუმის რესპუბლიკურის აღჭურვის პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების ერთიანი მართვის, ანუ ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“, – მოგვწერეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან. „ეტალონური“ კლინიკების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, 2019 წლის დასაწყისიდან ამუშავდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე …

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 13 ივლისს, მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულია.  გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია. გარეგანათება აქ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – ზღვის წყალი 25.5 გრადუსამდე გათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: ღამით – 15-20 გრადუსი სითბო, დღისით – 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში: ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის …

საბაჟო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს 15 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოართვეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 3-9 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-სავტომობილო“,  „სარფი“, „ნინოწმინდა“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის …

თავდაცვის სამინისტრო სარესტორნო მომსახურებისთვის 5 თვეში 300 000 ლარს გადაიხდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სარესტორნო მომსახურებისთვის 300 ათასამდე ლარს გადაიხდის. საზოგადოებრივი კვების მომსახურება გათვალისწინებულია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, სტუმრების ადგილმდებარეობის მიხედვით. საზოგადოებრივი კვების [სარესტორნო] მომსახურების შესყიდვის მიზნით სამინისტრო ფასთა გამოკითხვას [ბაზრის კვლევას] ახორციელებს. პრეტენდენტებს კი შეუძლიათ თავიანთი ინტერესი 16 ივლისის ჩათვლით გამოხატონ. სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულად …

აჭარის განათლების სამინისტრო შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარია გამოყოფილი. სამინისტრო ბათუმში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული. სამუშაოები, რომელსაც სამინისტრო ტენდერით შეისყიდის, ძირითადად, შენობის სახურავისა და გარე ფასადის შეცვლა-მოპირკეთებას ითვალისწინებს. გარკვეული სარტემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიგნითაც. პროექტის შესაბამისად, სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 40 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 …

ბათუმის მე-6 სკოლისთვის ახალი კორპუსი აშენდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მეორე კორპუსის მშენებლობის სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს და 2021 წელში დასრულდეს. რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს 5 თვის …

„რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. სატენდერო პირობის მიხედვით საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღგ-ს გარეშე 420 ლარს, ხოლო სამუშაოების ღირებულება – 5 210 ლარს. ტენდერში …

ჭოროხი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება აგვისტოში დაიწყება – გზების დეპარტამენტი

ჭოროხი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყება და ამავე წლის ბოლოს დასრულდება – გვითხრეს ამჯერად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. სამი თვის წინ კი, დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ გრძელდებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირება მაისის თვის ბოლოს დაიწყებოდა. რატომ გაჭიანურდა დეტალური პროექტირების დაწყება, კომენტარი ვერ მივიღეთ. დეპარტამენტში ვერც იმის გარანტიას იძლევიან, დასრულდება თუ არა …

სამინისტრო გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვ.მ მიწას 50-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

გოდერძის უღელტეხილზე მდებარე 4136 კვ.მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 135 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 3 500 ლარია. პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ამ ადგილზე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. გასაყიდი ნაკვეთი, რომელზეც 86.37კვ.მ ხის ნაგებობაც დგას, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. მაგისტრალის ამ ადგილიდან იწყება გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზა, რომელიც გაივლის …

6 კგ ოქროსა და ვერცხლის მალულად შემოტანის ფაქტები სარფის საზღვარზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. ორ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა [ფოტო]

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი …

338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი …

რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, იმ ადგილზე, სადაც გასულ წელს მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს, მიწის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდნენ [რეკულტივაცია] იმ ადგილს, საიდანაც ხეები ამოთხარეს შეკვეთილში გადასატანად. თუმცა, „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ციხისძირის გადათხრილ ფერდობზე სტადიონს აშენებენ. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია და იქ ხეებიც თავის დროზე უნებართვოდ ამოთხარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, …

რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ქალაქის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებებია შესატანი. ამ ცვლილებების გარეშე კი, როგორც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აცხადებს, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაიწყება. ამასთან, ბარცხანის ხიდის „არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“. ამ ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია და …

ხელოვნური „სატუმბი სადგური“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის ქუჩებს შორის, რომელიც წვიმის დროს იტბორება. ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობა და ვაჭრობაა. 30 ივნისს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ტროტუარზე წყლის დონე რომ დაკლებულიყო, კუსტარული „სატუმბი სადგური“ მოაწყო. ამ „სადგურით“ გზაზე დაგუბებული წვიმის წყალი გვერდით მდებარე ნაკვეთში იტუმბებოდა.

ნაგავი არდაგანის ტბაში სანიაღვრე არხებიდან [ფოტო]

ბათუმში, არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ტბა, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი, ამ დრომდე დაუდგენელია და ამ კუთხით მას არავინ იკვლევს. არდაგანის ტბის ერთადერთი „მეპატრონე“ დღეს „ბათუმის წყალია“, რომლის თანამშრომლები ბადეებით თუ სპეცტექნიკით ტბის ზედაპირს თითქმის ყოველ დღე  წმენდენ შლამისა [მშრალ ამინდში] თუ იმ ნარჩენებისგან, რომელიც …

„ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო [ფოტო]

კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო. ქალაქის მერიამ შენობის დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა. თუმცა, დამტკიცებული იყო გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, …

ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს. „სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით …

კარტოფილის და ბენზინის გაძვირება მაისში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი იყო – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა. სების მონაცემებით, თუ აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის [4.1 პროცენტით] მატების მთავარი მიზეზი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება იყო, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის და ბენზინის გაძვირებამ იმოქმედა, რომლებიც შესაბამისად 31 და 5 პროცენტით გაძვირდა. „საპირისპიროდ, …

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალმა 48 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [48 მილიარდი ლარი] შეადგინა. „2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა …

„8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსი ტურისტების გარეშე“ – ეკონომისტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ საქართველოში, ერთ ვიზიტზე, 2018 წლის მონაცემებით, ერთი რუსი ტურისტი თვეში საშუალოდ 1 803-მდე ლარს ხარჯავდა. ანუ შარშან რუსმა ტურისტებმა საქართველოში თვეში საშუალოდ 211 126 500 ლარი დახაჯეს, რამაც წელიწადში 2 533 575 600 ლარი შეადგინა [მთლიანად ტურისტების მიერ საქართველოში 2018 წელს დახარჯული თანხის 19,5%]. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტ …

2,6 მილიონი ტურისტებისთვის სასაჩუქრე ღვინისთვის – 1,6 მილიონი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ფორსმაჟორად აფასებს და შესყიდვების სააგენტოსგან ტურისტებისთვის საჩუქრად გადასაცემი ღვინის შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. სხვადასხვა მოცულობის 500 ათასი ბოთლი საფერავის ღვინის შესაძენად 1 630 000 ლარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციას ღვინის შესაძენად ცალკე 1 მილიონამდე ლარის ტენდერიც აქვს გამოცხადებული. ანუ, სასაჩუქრე ღვინისთვის ჯამში 2 630 000 ლარია გათვალისწინებული. შესყიდვების გვერდის მიხედვით, ტენდერით შესაძენი [300 ათასი …

„ორბი ჯგუფს“ ეცნობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები სასპორტო სკოლასთან – სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“. ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“. კომენტარისთვის სამინისტროს გუშინ, …

გონიოს რესტორნებში ფალსიფიცირებულ არაყსა და ვისკის ასხამდნენ და ყიდდნენ – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტები და ასევე, ყალბი აქციზური მარკები გამოავლინეს. „კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაფე-რესტორან სტამბულისა“ და კაფე-რესტორან „ილდიზში“ დათვალიერების პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ  აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული …

ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს

დღეს, 25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხიხაძირის ხეობაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე კაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა  შუადღისას სოფელ ხიხაძირის ცენტრში, სავაჭრო ობიექტის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი და მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში.

რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან

ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით …

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო. მაგალითისთვის, …

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება. ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, …

რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

ნულოვანი ბარიერით ჩატარებული პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ერთი ადგილის] მისაღებად, ნამდვილი [დათვლილი] ბიულეტენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,7%-მდე მაინც დასჭირდება. მაგალითისთვის, თუ არჩევნებში დათვლილი ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა არის 1 მილიონი [ანუ 1 მილიონი ხმა], ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს ის პარტია, რომელიც 6700 ხმას მიიღებს. რაც მეტი იქნება ნამდვილი …

რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს. …

Exit mobile version