ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, კერძოდ, გამოწერილი იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 17 885 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთ-ერთმა …

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი …

პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენა ბიუჯეტს 5,5 მილიონით ძვირი დაუჯდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 42 500 ლეპტოპს 5,5 მილიონი ლარით ძვირად შეისყიდის, ვიდრე თავიდანვე ჰქონდა გათვლილი. ამ რაოდენობის ლეპტოპების შესაძენად კი სააგენტო 23 162 500 ლარს [545 ლარი ერთი ლეპტოპი] ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამ თანხაში შედის როგორც ლეპტოპების შესყიდვა, ასევე, მათი ტრანსპორტირება საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელშეკრულება ლეპტოპების შესყიდვაზე …

ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკურ პირობაში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ ტენდერში გამარჯვებულს სამშენებლო მოედანზე მიაწვდის აღრიცხვის კარადებს; მრიცხველებსა და მიწისქვეშა ელექტრო სადენებს, ასევე პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგება პირველი ეტპის პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ქვესადგურ „ნაბეღლავი“-დან გამომავალი, 35 კვ …

რატომ ვერ იყიდა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 სკოლისთვის ლაბორატორია

აჭარის განათლების სამინისტრომ ხუთი საჯარო სკოლისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ 100 ათასი ლარია. ანალოგიურ შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა. ამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნიუ ლაბი“-მ დააფიქსირა – 64 800 ლარი. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ეს კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა კომპანიამ [„ჯეო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა ბათუმსა და აჭარის დანარჩენ სანაპირო რაიონებში – ღამით 13-18გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო. ზღვის …

შსს: გავანადგურეთ 737 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული 55 მილიონი ლარის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ, სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული  ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, ჯამში დაახლოებით 55 მილიონი ლარია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. „შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული …

სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება – სები აპრილში ინფლაციის მატების მთავარ მიზეზს ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 4.1 პროცენტი შეადგინა, გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი კი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირებაა. „გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი სიგარეტის გაძვირებაა, რაც ამ პროდუქტებზე წლის დასაწყისიდან აქციზის გადასახადის მატებით არის გამოწვეული. კერძოდ, მარტის ინფლაციის 4.1 პროცენტიდან 1.3 პროცენტული პუნქტი (პ.პ) სიგარეტის …

როგორია ზღვის წყლის ხარისხი 2019 წლის სეზონის წინ – შემოწმების შედეგები

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება. ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლში უკვე +19 გრადუსია, ჰაერი კი უახლოეს დღეებში დღისით +28 გრადუსამდე გათბება. სპეციალისტების თქმით, ბანაობისთვის ყველაზე ოპტიმალურია, როცა ზღვის წყლის ტემპერატურა +20-დან +25-გრადუსამდეა. ზღვის წყალი, ტრადიციულად, …

როგორ გამოიყენებენ ბათუმის სტადიონზე 3 940 კვ/მ კომერციულ ფართობს

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად ფასთა კვლევას ატარებს. შეთავაზებებს კომპანია 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. „კომპანიას განზრახული აქვს დაიქირაოს კონსულტანტი, რომელიც განსაზღვრავს მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტს, შეიმუშავებს კონცეფციას, მოამზადებს პროექტის განხორციელებადობის …

ბათუმში პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში დღეს, 31 მაისს, დილით, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. „ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთის მერია პლაჟთან ახლოს საპირფარეშოებს აშენებს

ქალაქ ქობულეთში, პლაჟთან ახლოს, აღმაშენებლის N-325-ის, N520-ის მოპირდაპირედ და ამავე ქუჩაზე მდებარე ეკოპლაჟთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტი საპირფარეშოებს ააშენებს. სამი საპირფარეშოს მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი საწყისი თანხით – 148 478 ლარი, უკვე გამოცხადებულია. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საპირფარეშოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2019 წლის 15 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციას …

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ე.წ. ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს. ძველი ქსელის დემონტაჟი მოხდება ეტაპობრივად, 2019 წლის პირველი ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთებულ აბონენტებს, რომლებსაც არ ექნებათ მრიცხველი, წყლის მიწოდება ავტომატურად შეუწყდებათ. „ბათუმის წყალში“ ასევე აცხადებენ, რომ ის აბონენტები, რომელთა მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირებულია, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ …

ბათუმის ბულვარი სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურებს ააშენებს

„ბათუმის ბულვარი“ სანაპირო ზოლზე ხუთ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო შენობას [კოშკურას] ააშენებს. კოშკურები ძირითადად ლითონის კონსტრუქციის იქნება. მშენებლობისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი დღის ვადაში. კოშკურების განთავსების ადგილებს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ბულვარის ადმინისტრაცია განსაზღვრავს. წინადადებების მიღება 2019 წლის …

აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი

აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ. …

ხანძარი ხახულის ქუჩაზე

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, დღეს, 28 მაისს, ხანძარი გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ფიცრულ სახლს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ. განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის …

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. „საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. …

კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარ ენერჯი-2007“-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების არეალშია მოხვედრილი. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები: 985 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 346 კვ.მ და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ …

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი სარფში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14-17 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის …

როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში

ბათუმის ბულვართან, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ადგილზე, ახალი სასტუმრო კომპლექსი 2009 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. შპს GIMG, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნდა, პირობების შეუსრულებლობის გამო 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. კომპანია აჭარის მთავრობამ ამ პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა, ოღონდ, ძველი და ახალი ვალდებულებების შესრულების პირობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ის შორის ახალი შეთანხმების აქტი …

ვინ რამდენი ხმა მიიღო ხულოს მერობის 14 კანდიდატიდან – ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე დაიკავებს. მან ხმების 70,91 % მიიღო. ხულოში 1%-იანი ბარიერი სულ ოთხმა კანდიდატმა გადალახა: ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო  – 70,91 % [9 909 ხმა]; ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 23,74% [3318 ხმა]; ვახტანგ ბერიძე …

15:00 საათისთვის ხულოში ამომრჩეველთა 40,6 პროცენტმა მისცა ხმა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის 3 საათისთვის, ხულოს საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,6 პროცენტმა მისცა. ცესკოს მონაცემებით ხულოში სულ 24 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, დღის 3 საათისთვის, არჩევანი 9 782-მა ამომრჩეველმა გააკეთა. 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობა ყველაზე მაღალია საგარეჯოში [56,4%], ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [21%]. დღეს, 19 მაისს, …

ქედაში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

დაბა ქედაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს, 19 მაისს, ხანძარი გაჩნდა. ქედის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით დაიწვა სულიკო სურმანიძის საცხოვრებელი ბინა: „მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობენ. ჯერ კიდევ არის დაკვამლიანება“. სახანძროს ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ დაუდგენელია.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის დასაცავად შპს „სტადიონი“ 50 400 ლარის გადახდას გეგმავს. ამ თანხას დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდიან. პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებს, ბოლო შეთანხმებით, 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დასრულდება იგი. ასევე გაურკვეველია, თუ რომელ უწყებას გადაეცემა საბოლოოდ ახალი საავადმყოფო. „სტადიონის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში 17 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, …

ორი საჩივარი საოლქო კომისიაში – ხულოში დღეს მერს ირჩევენ

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა [09:40 საათისთვის]. პირველი ეხებოდა მეხუთე უბანში ცესკოს წარმომადგენლის მითითებებს – საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ცესკოს წარმომადგენელი ჩაერია კომისიის მუშაობაში, რისი უფლებაც არ ჰქონდა. საჩივარი დაიწერა ასევე ხულოს 54-ე უბანშიც, სადაც გადაღების უფლება შეუწყვიტეს დამკვირვებელს. ორივე შემთხვევაში საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა. ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის თქმით, …

საოლქო კომისია: ხულოში 54-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია

ხულოში, დილის 8 საათისთვის, 54-ვე საარჩევნო უბანი გახნილია. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ პროცესს პრობლემები არ მოჰყოლია და კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა. დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში, დილიდანვე მაღალია. ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. დღეს, …

17 მაისი – თავისუფლების ილუზია – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 18 მაისს, საღამოს 5 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია – 17 მაისი – თავისუფლების ილუზია. ლექცია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში [მისამართი: ვაჟა-ფშაველას 21]. ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და „ანარესის აკადემია“. ლექციას წაიკითხავს ქვიარ აქტივისტი ანანო სურმავა. დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით „კითხვები, რომელსაც ლექციაზე ვუპასუხებთ არის ის, თუ როგორ გახდა 17 მაისი პოლიტიკური დღის …

რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით …

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. …

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ …

ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. 26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. …

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს

„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფციის ფარგლებში, ბათუმში 250 მოსწავლეზე გათვლილი ე.წ. „კომაროვის სკოლა“ და 100 ბენეფიციარისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. ასევე მოეწყობა ხელოვნების სკოლა, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას [ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები], პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონასა და ავტოსადგომს. პროექტის პრეზენტაცია 2019 წლის 17 მაისსაა დაგეგმილი. აჭარის განათლების, კულტურისა …

Exit mobile version