აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 100 ათასი ლარი იყო. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეისწავლიან მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა ტენდერი და შემდეგ ხელახლა გამოაცხადებენ. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდების გამოკვლევა-გამოცდის ჩატარება საჭიროა მათი …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატის დამზადებისთვის სასწავლებლის დირექტორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი
2 აგვისტოს, 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა და ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ზოგან მოსალოდნელია ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა. ტემპერატურა ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში: ღამით +19 +24 გრადუსი, დღისით +25, +30 გრადუსი; მთიან რაიონებში: ღამით 8-13 გრადუსი სითბო, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვაზე …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი”
საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია]. სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და …
Continue reading “საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა”
როგორი იქნება კომაროვის სკოლა ბათუმში
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ბათუმში კომაროვის სკოლის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით ფასთა კვლევას ატარებს. კომაროვის სკოლა ბათუმში, მდინარე ბარცხანას გასწვრივ [გოროდოკის დასახლებაში] სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. სკოლისთვის გამოყოფილია 72 352 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოშენობის ფართობი 6 333 კვ/მ. იქნება. ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. სააგენტო მომსახურებას „D.B. დიზაინ ბილდის“ პრინციპით შეისყიდის, ანუ მიმწოდებელი თავად …
დაგროვებითი საპენსიო სქემა 853 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართული იყო 853 000 ადამიანი, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით კი, სქემიდან გასულთა რაოდენობამ 15% შეადგინა. ანუ საპენსიო სქემა მაისიდან დღემდე 127 950-მა ადამიანმა დატოვა. „ივლისის თვეში საგრძნობლად იკლო მომართვიანობამ სქემიდან გასვლის შესახებ, პარალელურად კი იმატა სქემაში დაბრუნებულთა რაოდენობამ. მარტო ივლისის თვეში 1000-მდე ის ადამიანი დაუბრუნდა საპენსიო სქემას, რომლებმაც ის …
Continue reading “დაგროვებითი საპენსიო სქემა 853 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა”
„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი
აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“. „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი”
ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმი არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდება – შსს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა. პოლიცია გუშინ, 31 ივლისს, ბსუ-ს შენობაში [პირველ და მეორე კორპუსებში] ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმი არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდება – შსს”
ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება – აკრძალვები და დღიური ლიმიტები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ნადირობის სეზონი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ანუ 24 აგვისტოს. „გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის [10 …
Continue reading “ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება – აკრძალვები და დღიური ლიმიტები”
„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა
2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …
აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან 56 დაჯარიმდა – დაჯარიმებულთა სია
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში [2019 წლის ივლისში] აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან [კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.] 56 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა. აქედან 9 შემთხვევაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა [„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის …
Continue reading “აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან 56 დაჯარიმდა – დაჯარიმებულთა სია”
ბათუმში საღამოს 6-დან 8-საათამდე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 ივლისს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შკვალური [ხანმოკლე ქარიშხალი] სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. „შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგაშო არ არის, მაგრამ ბათუმისთვის ეს ძლიერი ქარია. რაც შეეხება ზღვას, შესაძლოა შტორმი არ გაძლიერდეს, მაგრამ უმჯობესია მოქალაქეები მოერიდონ სანაპიროს და გამოიჩინონ სიფრთხილე“, – გვითხრეს ობსერვატორიაში. ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს …
გოდერძის ალპურ ბაღში სანერგის მოსაწყობად 30 ხეს გაჩეხავენ – 107 ათასი ლარი პროექტისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორიაზე, სანერგის მოწყობისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 107 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. სანერგის მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. არსებული პროექტის მიხედვით, სანერგისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე 30 ძირი წიწვოვანი ხე უნდა გაიჩეხოს. პროექტის მიხედვით, გრუნტი ტერასებად მოიჭრება და ბეტონის ბორდიურები გაკეთდება; სავალი ნაწილი დაიფარება ნამსხვრევი …
ბათუმში ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული
ბათუმში ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. სპეციალური სადგურის მონაცემებით, დღეს, 30 ივლისს, 13 საათისთვის, ჰაერში მყარი ნაწილაკების მაჩვენებელმა 52,10 შეადგინა [PM10 მკგ/მ3], რაც ცუდი მაჩვენებელია. [ეს მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“, 20-35-„კარგი“, ხოლო 0-დან 20-მდე – „ძალიან კარგი“. ჰაერში 100-ზე ზევით ეს მაჩვენებელი კი – „ძალიან ცუდია“]. ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა …
Continue reading “ბათუმში ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული”
პირველი აგვისტოდან ორბიჯიანი ავტორიზაცია გადამხდელებისთვის სავალდებულო იქნება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება“. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, თუ 2019 წლის პირველი აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს …
Continue reading “პირველი აგვისტოდან ორბიჯიანი ავტორიზაცია გადამხდელებისთვის სავალდებულო იქნება”
როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ …
Continue reading “როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]”
შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
შპს „სტადიონი“, რომლის 100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და რომელიც მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს, ოფისის გარემონტებას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც კომპანიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაze, №16-18-ში [აჭარის მთავრობის სახლის უკან] მდებარეობს. „სტადიონი“ 200 კვადრატული მეტრი ფართობის გარემონტებას გეგმავს, რისთვისაც ფასთა კვლევა ჰქონდა გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო ღირებულების დასადგენად. ვინაიდან …
Continue reading “შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია”
ნახევარი მილიონი ლარი აჭარაში ფერმერებისთვის 717 ცალი შესაწამლი აპარატის შესაძენად
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] 717 აპარატის შესაძენად მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 525 561 ლარია. საქონლის მოწოდებას ტენდერში გამარჯვებული ეტაპობრივად განახორციელებს: I ეტაპზე – 300 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღეში; II ეტაპზე – 417 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღეში. სამინისტრო შესაწამლ აპარატებს ქვეპროგრამის – „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის …
55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ I კლასის სახელმძღვანელოს დაბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, „დედაენა“ ორ ნაწილად [პირველი და მეორე ნაწილი – თითოეული 55 000 ტირაჟით] დაიბეჭდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად დაიბეჭდება ადაპტირებული, განახლებული „დედაენა“, რომელიც დამატებით სახელმძღვანელოს სახით, პირველკლასელებს საჩუქრად დაურიგდებათ. „2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში …
Continue reading “55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება”
მოღრუბლულობა და უნალექო დღეები ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21:00 საათიდან 30 ივლისის 21:00 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდი. ნავარაუდევია ასევე ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი …
ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს
ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …
Continue reading “ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს”
როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ …
Continue reading “როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]”
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა შეჩერდა – დეპარტამენტი გარანტორად ქართულ ბანკს ითხოვს
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ სამუშაოები მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო. გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს …
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 …
Continue reading “ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა”
ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია
ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ …
Continue reading “ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია”
ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში დღეს, 24 ივლისს, ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ხელისუფლებას „ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევის“ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „ჩვენ მოვამზადეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში და მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებენ ენმ-ში. ხუთპუნქტიანი გეგმა …
Continue reading “ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს”
რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში
„ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს, ჯერჯერობით პროექტის სახით არსებობს და მიმდინარეობს მისი განხილვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 21 595 900 აშშ …
ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას. დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; …
ვის ეკუთვნის და როდის გაიხსნება რვაფეხა
ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების …
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; შექმნის დრო – 1918 წელი, თბილისი. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს პირველი …
Continue reading “საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება
შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე მონაკვეთში, ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 400 ლარია. „შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით [მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგავით], რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. დანაგვიანების სხვა წყაროებთან ერთად, მნიშვნელოვანი წილი მოდის წყალდიდობების დროს მდინარეების მიერ ჩატანილ ტივტივა …
Continue reading “ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება”
ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო
გონიოს ციხეში რომაული ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელშეკრულებო თანხა – 93 990 ლარი წინასწარ, ავანსად გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. სააგენტომ „ჭედა 2012“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 18 407 ლარით დააჯარიმა და დაწყებული სამუშაოების დასრულების მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 31 ათასი ლარია. შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, …
Continue reading “ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო”
რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“
კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni …
Continue reading “რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“”
ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის
ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით. აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო …
Continue reading “ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის”
5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“
ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა. ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო …
Continue reading “5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“”
სარფსა და წითელ ხიდზე 1კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფსა“ და „წითელი ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 70156.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს [საერთო წონა – 914,29 გრამი] ნაკეთობები გამოავლინეს. …
Continue reading “სარფსა და წითელ ხიდზე 1კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს”