საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონი ლარია. სასაჩუქრე ღვინო საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი. „ეს არის ერთგვარი მარკეტინგული კამპანია… საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ღვინო საჩუქრად გადაეცემა“ – გვითხრეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ტურიზმის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვა შემდეგი ტექნიკური აღწერილობის …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში, გაიხსნა, ასევე მოძრაობა აღდგა გორგილაძის ქუჩის ბოლოში, თუმცა, ამჯერად სამი თვით გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასალისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის. მოძრაობის შეზღუდვა ძირითადად ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება. გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში კი, სანიაღვრესთან ერთად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაც მოხდება. ეს სანიაღვრე არხი, ჯავახიშვილის …
Continue reading “რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე”
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. ზოგან ხანმოკლე წვიმა. ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი სითბო, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი სითბო, დღისით 21-26 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში”
რას წერენ რუსი ტურისტები და რა ხდება ბათუმის აეროპორტში
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსეთის მიმართულებით და პირიქით ორი რუსული კომპანია – „სიბირი“ და „ურალი“ ასრულებენ ფრენებს და ერთი ქართული კომპანია – აირზენა. აეროპორტის სალაროებში მიღებული ინფორმაციით, რუსული კომპანიები დღეში ასრულებენ 3-4 რეისს და დღეს, ისე როგორც გუშინ, არც ერთი ფრენა არ გადადებულა. აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღესაც ჩვეულებრივად იყიდება ბილეთები რუსეთის მიმართულებით …
Continue reading “რას წერენ რუსი ტურისტები და რა ხდება ბათუმის აეროპორტში”
140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“
ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელშიც სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია მომსახურებას 128 267 ლარად სთავაზობდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა – კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. შენობაში, რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის …
Continue reading “140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“”
ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“, (რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა), ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება. სტადიონის მეორე ეტაპის [მშენებლობის დასრულების] სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის”
საოჯახო სასტუმროები წყლის გადასახადს ახალი წესით გადაიხდიან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), 20 ივნისს, საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილება, 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. სემეკის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი [საოჯახო სასტუმროს მფლობელი] უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც …
Continue reading “საოჯახო სასტუმროები წყლის გადასახადს ახალი წესით გადაიხდიან”
ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება
ბათუმში, ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას დაახლოებით 12 მილიონამდე ევრო დასჭირდება. ნაგებობის გაფართოება აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ აქ სამომავლოდ თავი უნდა მოიყაროს საკანალიზაციო წყლებმა ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებიდან. შემოერთებულ ტერიტორიებზე [მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი] საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება ერთიანი პროექტით განხორციელდება, რომლისთვისაც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KFW] 60 მილიონამდე ევროს სესხს გამოყოფს. …
Continue reading “ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება”
სახელმწიფო პროექტით მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის წესი 2020 წლის იანვრამდე იმოქმედებს
სპეციალური წესი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ითვალისწინებს, 2019 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2020 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს. კანონის მოქმედების დროის გახანგრძლივებაზე შესაბამის დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 2019 წლის 12 ივნისს მოაწერა და ძალაში 18 ივნისს შევიდა. პროექტის ფარგლებში, მიწის მფლობელს შეუძლია პირადობისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის საფუძველზე …
500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, დაცვის პოლიციას 544 366 ლარს გადაუხდის. მომსახურებაში შედის ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების [კონფიდენციალური დოკუმენტაციის] შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები …
ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი …
Continue reading “ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია”
საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს
საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს. 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში …
Continue reading “საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს”
ბათუმის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. „კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“ – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი გაუწევს. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების …
რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ
საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] …
Continue reading “რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ”
ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამას შეისყიდის
საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს. „ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ …
€236 000 ნაცვლად 200 ათასისა – რატომ გაძვირდა აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათასი ევროს ნაცვლად 236 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. რატომ გაძვირდა მომსახურების შესყიდვა 36 ათასი ევროთი? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილში, რომლითაც მან …
ქობულეთის პლაჟზე გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა
ქობულეთის პლაჟზე მუნიციპალიტეტი 15 საშხაპეს და ამდენივე გასახდელს დაამონტაჟებს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვეზე ტენდერები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. საერთო სატენდერო ღირებულება 47 525 ლარია [გასახდელები – 16 500 ლარი და საშხაპეები – 31 025 ლარი]. ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 10 დღეში უნდა მოეწყოს საშხაპეები, ხოლო 20 დღეში – გასახდელები. 15 საშხაპისა და 15 გასახდელის მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან …
Continue reading “ქობულეთის პლაჟზე გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა”
2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა
შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის …
Continue reading “2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა”
10 ელექტროავტობუსი ბათუმისთვის – ტენდერში გამარჯვებულს EBRD-ი ერთ თვეში გამოავლენს
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის …
რომელ საჯარო უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური აჭარაში 2019 წელს
აუდიტორული საქმიანობის 2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 აუდიტის ჩატარებას გეგმას. 2018 წელს ჩატარებული აუდიტის რაოდენობა კი 4-ით მეტი იყო. სამსახური ჩაატარებს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ეს ფინანსური აუდიტი აჭარის ბიუჯეტს სრულად მოიცავს. სამსახურის განმარტებით, „ფინანსური აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის თაობაზე, …
Continue reading “რომელ საჯარო უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური აჭარაში 2019 წელს”
ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით
ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც. რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა? მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. …
Continue reading “ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით”
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია. თებერვალში გამოცხადებული ტენდერი თავად სააგენტომ შეწყვიტა. აღნიშნული ტენდერის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოშიც უჩივლა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი. რაც შეეხება აპრილში …
უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საბჭომ უკვე დაამტკიცა. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნეს „აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში. აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი, საბოლოოდ, თავად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი”
რა შეღავათები გაუუქმეს იმპორტიორებს და ვის შეეხება მინისტრის ბრძანება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა], წინასწარ [საქონლის შემოტანამდე] დეკლარირებულ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა] და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა]. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები, დღეიდან, 12 ივნისიდან, უკვე ამოქმედდა აქციზური …
Continue reading “რა შეღავათები გაუუქმეს იმპორტიორებს და ვის შეეხება მინისტრის ბრძანება “
2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ჯამში, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,3 მილიარდი ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 778 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 სახელმწიფო ორგანიზაციას შორის, რომელთა მიერ შარშან …
Continue reading “2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა “
სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება
შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …
Continue reading “სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება”
ხულოში თიბისი ბანკის ბანკომატი გაქურდეს
დაბა ხულოში, 11 ივნისს, ღამის საათებში, თიბისი ბანკის ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკომატიდან წაღებულია თანხა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით.
კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია
ამჯერად გთავაზობთ იმ კომპანიების ათეულს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული და რომელთა შემოსავლები, 2017 წელს 17 მილიონიდან 35 მილიონამდე ლარი იყო. ამ კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა კი 245 მილიონ ლარს გადააჭარბა. მონაცემები აღებულია კომპანიების 2017 წლის ანგარიშგებებიდან, რომლებიც საჯაროა. ამ დოკუმენტების შესაბამის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. …
Continue reading “კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია”
600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“. ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე …
Continue reading “600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის”
ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
ბათუმში დღეს, 9 ივნისს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოხდა. ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბრიგადა გამოძახებული იყო შემთხვევის ადგილზე, თუმცა საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ,„უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ,“ – გვითხრეს სასწრაფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამიტომ მოძრაობის წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით.
4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …
ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია მონაწილეობდა კომისიამ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა
ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. შპს „გზებმა“ კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დავების საბჭოში იჩივლა. „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა …
რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში [ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] 400 თანამშრომლისთვის ათ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. მშენებლობა დაწყებულია და მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული. აქედან 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი. აღნიშნულ ქალაქებში …
მერია „ყინულის შადრევანს“ შლის
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ იუსტიციის სახლთან მდებარე „ყინულის შადრევნის“ ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მონუმენტს მოშლილ დეტალებს მოხსნიან, რათა მიმდინარე სეზონზე ეს ადგილი უსაფრთხო იყოს. მონუმენტს მთლიანად შემოდგომაზე დაშლიან. სამმართველოს ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის თქმით, შეიძენენ ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე ისევ მონუმენტი გაკეთდება: „იქნება ისევ გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით …
10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია
იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით. გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ …
Continue reading “10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია”
არადეკლარირებული სიგარეტისთვის მოქალაქეები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ვალე“, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 21,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი …
Continue reading “არადეკლარირებული სიგარეტისთვის მოქალაქეები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს”