რატომ შეწყდა პეტრას ციხეზე შშმ პირებისთვის ლიფტების მოწყობის ტენდერი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხესთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. თუმცა, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 21 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი 22 სექტემბერს შეწყვიტა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილე შპს „იმგო“ კი, სააგენტოს ლიფტების მონტაჟს 157 500 ლარად სთავაზობდა. კომპანიამ სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა. როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, სააგენტომ …

ცენტრალური პარკის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალური პარკი ბოლო რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია. პარკის გარეგანათების მოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 სექტემბერს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 250 137 ლარია გამოყოფილი. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. გარეგანათების მოწყობა პარკში ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. პირობის მიხედვით, „ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო …

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში შენდება. ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება ფასიანი იქნება. ტარიფების დადგენაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს. გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის სანდასუფთავების გადასახადი ახალი ნაგავსაყარის …

ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ. „სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა …

30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად განაცხადის წარდგენა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. გრანტების გაცემა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს: „განაცხადის ელექტრონული ფორმით …

ცნობილ ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კი ფილმის გადაღებას ერთ-ერთი კომპანია 20 ათას ლარად სთავაზობს. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. პირობის მიხედვით, „გამოჩენილ ბათუმელ ექიმებზე – პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი – დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა …

რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა I-IV კლასებში უნდა იყოს 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; ხოლო X-XII კლასებში – 35-40 წუთი. ამასთან, სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. სკოლა ვალდებულია „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს“ იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ჩატარება საკლასო ოთახებში. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქების – …

რა იქნება სასჯელი ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ამავე კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის ახალი 164​4 მუხლი – „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა“. ცვლილებით, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში: [checklist] ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების …

უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

შუახევში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სხალთის ისტორიული ხეობისკენ რომ გადაუხვევთ, დაახლოებით 17 კილომეტრში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მახალაკურია. ხეობის ცენტრალურ სამანქანე გზასა და სოფელს ერთმანეთისგან მდინარე სხალთის ღრმა ხეობა ჰყოფს. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ სოფელში, ადგილობრივების თქმით, 105 კომლია, თუმცა, ძირითადად, დღეს 75 ოჯახი ცხოვრობს. თანაც, მათი უმეტესობა აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის. მახალაკურში არის უბანი, …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა. ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები …

ქორწინების რეგისტრაციისას სარიტუალო მომსახურება ისევ აიკრძალა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის 10 სექტემბრიდან ქორწინების რეგისტრაცია და პირველადი მოწმობის გაცემა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე. სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა დასაშვები 21 ივლისიდან იყო. მანამდე სარიტუალო მომსახურება იუსტიციის მინისტრის 15 ივლისის ბრძანებით იყო აკრძალული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ქორწილებიც აიკრძალა, მოგვიანებით კი ქორწილის გადახდა ღია სივრცეში გახდა დასაშვები …

რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თითქმის 10 წელი ელოდნენ იმ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება ამ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. „ბათუმელები“ ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს გაიგოს, რას უპირებენ შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში შემოსვლისას კარანტინის ხარჯს თავად აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ და შეავსონ სპეციალური აპლიკაცია – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“. უცხოელ სტუდენტებს სავალდებულო კარანტინის გავლაც მოუწევთ, რომლის ხარჯებსაც თავად სტუდენტი აანაზღაურებს.   დარეგისტრირება შესაძლებელია ამ ბმულზე   უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები „იზოლაციისა და კარანტინის …

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 9 სექტემბერს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება დღესვე შევიდა ძალაში. ამ წესის მიხედვით, ელექტრონული სწავლება, არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი: [checklist] სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების …

შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის მიღების ხელშეკრულების შეწყვეტაზე [ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა] შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შეთანხმება სესხის შეწყვეტაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა …

ბათუმში სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი – ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი. „თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, არიან დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა …

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

ბათუმში 8 სექტემბერს ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ადრე დილიდან მუშაობდა. წაიღეს თუ არა აპარატიდან თანხა და რამდენი, „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“. ეს მუხლი ქურდობას გულისხმობს. სს კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით: „ქურდობა, ესე იგი, …

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს, კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინდაჯავშნაც] შეჩერებულია. „ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების, ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას. 12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად …

უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის პირს შესაძლოა 6-დან 8 წლამდე მიუსაჯონ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის  ღირებულება 29 000 …

სკოლებში ჟურნალები უქმდება – მინისტრის ბრძანება 2021-2022 სასწავლო წლისთვის

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, 2021-202გ2 სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალები გაუქმდება, ელექტრონული ჟურნალის წარმოება კი, სავალდებულო იქნება. მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 2020 წლის 7 სექტემბერს შევიდა. ამავე ბრძანებით, სკოლებმა ელექტრონული ჟურნალის წარმოება მიმდინარე წლიდანვე უნდა დაიწყონ. 2020-2021 სასწავლო წელს სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. თუ საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული …

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია …

5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 5000-მდე ფერმერი ითხოვს შესაწამლ/შემასხურებელ აპარატს. სამინისტრო მიმდინარე წელს 500 ცალ ასეთ აპარატს შეიძენს, რომლებსაც თანადაფინანსებით ფერმერებს გადასცემს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 575 ათასი ლარია. „ტენდერით შეძენილი 500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ფერმერებისთვის გადაცემა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპი არ შეცვლილა – აპარატის ღირებულების 70%-ს …

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „გადაწყდა, …

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან – ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის სატენდერო განაცხადში ვკითხულობთ. აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვების სააგენტოდან 490 895 ლარის შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს. „ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ …

უფასო PCR ტესტირება ბათუმის პოლიკლინიკებსა და კარვებში შაბათ-კვირასაც ჩატარდება

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ. ბათუმში ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლება: N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ევექსის ბათუმის ამბულატორიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე …

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს. რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან. აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, …

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით გრანტის მოსაპოვებლად „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღებას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი შეიცვალოს, ძირითადად იმ ტენდერების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას აქვს გამოცხადებული. პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. …

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 2,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება. აქედან: [checklist] შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი; საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი; სხვა ხარჯი – 25 000 ლარი; …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

მისცემთ თუ არა ხმას პირბადის გარეშე – ცესკომ შენობებში ყოფნისას ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა

ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება. რა წესები იმოქმედებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ჯერ დადგენილი არ არის. ცესკოს დადგენილებით, კენჭისყრის დღის გარდა პირბადის გამოყენება სავალდებულოა: [checklist] საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში საარჩევნო …

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობისთვის 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ბაზის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 4 543 455 ლარია გამოყოფილი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. ახალი ბაზა მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული …

ბათუმში შაბათამდე უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში შაბათამდე, 5 სექტემბრამდე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდი; 5 სექტემბერს კი, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა, 3 …

თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ბაღებმა, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ბავშვი სიმპტომების გამოვლენისთანავე დროებით უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის …

ელექტრონული პეტიციის განსახილველად 5 ათასი მომხმარებლის თანხმობაც საკმარისი იქნება

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან: „ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა …

ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში დღეს, 31 აგვისტოს, დილით, ბაგრატიონის ქუჩაზე, სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.  

Exit mobile version