აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, 16 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 1 366 განაცხადი იყო შესული, საიდანაც დადებითი პასუხი 1 018-მა პირმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი წესით 600-მდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. [დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე] თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს: თურქეთის …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მუსიკალური არტპროექტის – „ზაფხული ბათუმში“ ფარგლებში, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების გამართვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. ამ ღონისძიების ორგანიზებისა და გასართობ მომსახურებას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს, რისთვისაც განაცხადით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მისაღებად. …
ჰამაკებისა და მსგავსი ბაზრობების ნაცვლად ავტობანთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში. „იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს …
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო – დამატებით იქმნება ახალი სააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოში 2020 წლის 17 აგვისტოდან რეორგანიზაცია გამოცხადდა. პარალელურად, იქმნება ახალი სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელსაც გადაეცემა სოცმომსახურების სააგენტოს ფუნქციები – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდა გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ახალი სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა [გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, …
ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
Continue reading “ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება”
18 აგვისტო: ბათუმში კორონავირუსისგან 6 პირი განიკურნა
18 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. 18 აგვისტოს ბათუმში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურში [კოვიდცენტრში] მკურნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი. ამ თემაზე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთ მოქალაქეს. ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. სამი იმყოფებოდა კარანტინში, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს ცხელების ცენტრიდან. გამოჯანმრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. სტაციონარში მკუნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. …
Continue reading “კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები”
ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან [კაფე „ჰავანას“ კლასტერი] კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს. გუშინ, 17 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიურად მოკვლეული და კარანტინში გადაყვანილი იყო კაფე „ჰავანას“ კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული იყო დამატებით 110 პირისგან. 18 აგვისტოს მონაცემებით კი, ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. …
Continue reading “ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი”
ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, ბავშვზე მორგებული სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმების დამტკიცების საფუძვლად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისი პუნქტია მითითებული. კოდექსის ამ პუნქტით – „საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი …
Continue reading “ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება”
უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: [checklist] მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2 “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30 [/checklist] ტემპერატურის და სხვა …
2,3 კგ ნარკოტიკზე, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს, 1 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილოგრამი და 300 გრამი …
აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა – 17 აგვისტოს მონაცემები
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი აჭარაში დაუდასტურდა კიდევ 3 პირს. აქედან 2 ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდანაა, მესამე კი, ქალი, იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში 17 აგვისტოს დილის მდგომარეობით, მკურნალობას სულ 26 ინფიცირებული პაციენტი გადის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი, ბოლო 24 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა – 17 აგვისტოს მონაცემები”
ქობულეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდან”, რომელიც დაკავშირებულია კაფე “ჰავანასთან”, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, …
Continue reading “ქობულეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი”
შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს
პოლიციამ შუახევში დააკავა ორი პირი, რომლებსაც 64 წლის ნოდარ დავითაძის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის …
Continue reading “შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს”
ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი
დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“. მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და …
ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად შემოწირულობებს აგროვებენ
დღეს, 16 აგვისტოს, ორი ახალგაზრდა ბათუმში ბელორუსში მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებულთა მხარდამჭერი ინიციატივით გამოვიდა – მათ ბელორუსში დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს. „აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუს ახალგაზრდებს. მათ, ისევე როგორც ჩვენ, სჭირდებათ და ითხოვენ თავისუფლებას და განვითარებას… ამ აქციით გვინდა ერთგვარი სოლიდარობა გამოვუცხადოთ“, – გვითხრა ბათუმელმა კახა აფხაზავამ. მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორია …
Continue reading “ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად შემოწირულობებს აგროვებენ”
ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ორშაბათს, 17 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: …
Continue reading “ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი”
აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში გვაქვს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ქობულეთის კონტაქტი, 2 კი მძღოლია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 აგვისტოს დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები …
Continue reading “აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები”
რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან
მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …
ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი
ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. გაერთიანების დირექტორი, მამუკა …
Continue reading “ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი”
„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 …
Continue reading “„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე”
სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით …
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები
15 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. პირი, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კარანტინში არ იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. საქართველოს მასშტაბით დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1 321-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 …
Continue reading “კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები”
200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია
მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …
Continue reading “200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია”
კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა
მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში. ახალი წესით: [checklist] უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში …
Continue reading “კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა”
ბანკიდან დიდი ოდენობით ფულის მოტყუებით დაუფლებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ …
პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“. საქართველოს პროკურატურამ …
Continue reading “პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს”
V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით: V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. …
Continue reading ” V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში”
შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. შაბათს, 15 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი, …
Continue reading “შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი გზის დასრულებისათვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნულის გამო ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე: 2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე, იკრძალება …
Continue reading “17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი”
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ოთხი უცხოელი დააკავეს
უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის …
Continue reading “საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ოთხი უცხოელი დააკავეს”
დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი …
ბათუმის სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა, რისთვისაც 298 000 ლარი გამოიყო
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია საპარკინგე სივრცეში ლედ მონიტორის მიწოდება-მონტაჟისთვის აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] მაქსიმუმ 298 ათას ლარს გადაიხდის. კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დასრულდება. თუმცა 2 თვის წინ „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცეოდა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები კი …
Continue reading “ბათუმის სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა, რისთვისაც 298 000 ლარი გამოიყო”
სკოლებსა და უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ არის
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. მთავრობის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა პირბადის ტარების წესში და თუ აქამდე მთავრობის დადგენილებაში ეწერა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ამ ცვლილებით ჩამონათვალიდან სასწავლო დაწესებულებები ამოღებულია. თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლებისთვის აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციების …
Continue reading “სკოლებსა და უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ არის”
რაჭაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზების აღდგენა 2021 წელს დასრულდება – დეპარტამენტი
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენას დაახლოებით 40 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებია. შესაბამის მომსახურებას დეპარტამენტი ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზედაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობაც აქვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განაცხადში აღნიშნულია, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი სამუშაოები და …
რა შემოსავლები დაკარგა ბათუმის ბიუჯეტმა და რა აღარ ჩატარება ქალაქში – პანდემიის ბიუჯეტი
ბათუმის საკრებულომ დღეს, 13 აგვისტოს, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი მთლიანობაში 26 625 570 ლარით შემცირდა. თუმცა, შემოსულობების ნაწილში, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით 39 856 200 ლარით ნაკლებს მიიღებს, ეს დანაკლისი კი, დამატებით მიღებული ტრანსფერით ნაწილობრივ შეივსო. ბიუჯეტის ცვლილებას დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მხარი 16-მა წევრმა დაუჭირა [უმრავლესობამ, „პატრიოტთა ალიანსის“ …