თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ბაღებმა, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ბავშვი სიმპტომების გამოვლენისთანავე დროებით უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის …

ელექტრონული პეტიციის განსახილველად 5 ათასი მომხმარებლის თანხმობაც საკმარისი იქნება

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან: „ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა …

ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში დღეს, 31 აგვისტოს, დილით, ბაგრატიონის ქუჩაზე, სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.  

ბათუმში ორშაბათიდან კვლავ უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი, ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 27 – 33 გრადუსი, ღამით: 10 – …

წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება. კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე …

ფოთის ღრმაწყლოვან პორტში ტერმინალის აშენება სურთ, სამინისტრო გზშ-ს ითხოვს

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად, დაგეგმილი აქვს ახალი პორტის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაც. ახალი  ტერმინალი განთავსდება ახალი პორტიდან ჩრდილოეთით, 24 ჰექტარ ფართობზე. ტერმინალიდან სხვადასხვა სახის სასუქსაც გადაიტანენ. უახლოესი საცხოვრებელი სახლი კი, უშუალოდ ტერმინალის ტერიტორიიდან დაშორებული იქნება 400 მეტრით. აქ ნახეთ, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობაზე სამინისტრომ გზშ რატომ არ მოითხოვა გარემოს …

ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს. მერიის თავისუფალი ბინების საერთო ფართობი 7 161 კვ/მეტრია. ბოლო ექვს წელში კი მერიაში, ბინის მოთხოვნით, ათასამდე განცხადება შესულა. …

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, …

რამდენს დახარჯავენ საარჩევნო კომისიები – ცესკომ 73 ოლქს 2,7 მილიონი ლარი გაუნაწილა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი 24 აგვისტოს დაამტკიცა. ცესკოს დადგენილებით, 73 საოლქო საარჩევნო კომისია ჯამში 2 702 456 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის არჩევნებისთვის საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები. აჭარაში მოქმედ 6 საოლქო საარჩევნო …

200-ლარიანი დახმარების პორტალზე უკვე 772 000 ბავშვი დარეგისტრირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების პორტალზე, 25 აგვისტოს 10 საათის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 772 000 ბავშვი. მოზარდების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. პორტალზე ამ დროისთვის 459 000 ოჯახია რეგისტრირებული [ბავშვებს პროგრამაში მშობელი არეგისტრირებს-ავტ.]. უკვე დარეგისტრირებული ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 154 400 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა რეგისტრაცია გრძელდება და, შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯები …

„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

„გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და საფრთხის შემცველია როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. სააგენტო, ამ ეტაპზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთის ცენტრალური მონაკვეთის ჩამონგრეული ნაწილის გადაუდებელ რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 24 აგვისტოს მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, …

პროფესიული სასწავლებლებისთვის ახალი ელექტრონული ჟურნალი შეიქმნება

პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის 430 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ჟურნალი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად. „ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანია პროფესიული მასწავლებლის მიერ ჩატარებული საათების, სტუდენტის დასწრების და შეფასების გამარტივებული აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილებების …

საელჩო თურქეთში სამუშაოდ წასულებსა და წასვლის მსურველებს აფრთხილებს

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო თურქეთში შესვლის დროებითი წესი [სამთვიანი მოწვევის საფუძველზე], თურქეთის საელჩო ახსენებს თურქეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც. ამ წესების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის …

6 თვეში 185 ათასით ნაკლები მოქალაქე წავიდა უცხოეთში, ვიდრე შარშან

2020 წლის იანვარ-ივნისში [პანდემიამდე და პანდემიის დროს], ქვეყნიდან 163 100 საქართველოს მოქალაქე გავიდა უცხოეთში, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 348 600 ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ. შესაბამისად, უცხოეთში ვიზიტორთა რაოდენობა წელს, გასულ წელთან შედარებით, 185 500-ით შემცირდა. პენდემიის პერიოდში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 2020 წლის აპრილი-ივნისში [მეორე კვარტალი] ქვეყნიდან საზღვარგარეთ მხოლოდ 12 200 საქართველოს მოქალაქე …

სარფიდან ტრაილერებით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოიტანეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა 19-20 აგვისტოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი …

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში …

ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. სამშაბათს, 25 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – …

სახელმწიფო გრანტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე 2020-2021 წლისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მოსამზადებლად წელს სახელმწიფო 1 964 250 ლარს დახარჯავს. წინა სასწავლო წლისთვის ანალოგიური გრანტის მოცულობა 1 845 000 ლარი იყო. პროგრამა/საგანი და გრანტის მაქსიმალური ოდენობა: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა განსაზღვრონ არა უმეტეს ამ ცხრილში მოცემული გრანტის ოდენობის …

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის …

ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა – არავინ დაშავებულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 23 აგვისტოს, მეხი დაეცა. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად კახიძის ოჯახის წევრები არ დაშავებულან.“ სოფელ ხელვაჩაურში კი (ზანაქიძეების დასახლებაში) უხვი ნალექის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა მოქალაქე ბადრი გურგენიძის საცხოვრებელ სახლთან. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გასულია ხელვაჩაურის სახანძრო -სამაშველო …

ნადირობისას მოსაკრებლის ქვითრის ქონა სავალდებულო აღარაა

გადამფრენ ფრინველებზე მონადირეებს ყოველი ნადირობის დროს მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დედნის ქონის ვალდებულება აღარ აქვთ. ახალი წესით, მონადირე ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, თუმცა, მხოლოდ გადახდიდან შვიდი დღის [გადახდის დღის ჩათვლით] განმავლობაში ნადირობის შემთხვევაშია ვალდებულია თან იქონიოს გადახდის დოკუმენტი მატერიალური ფორმით [ქვითრის დედანი], ან იგივე დოკუმენტი ელექტრონული ფორმითაც. გადახდიდან 7 დღის შემდეგ …

ავტობუსები ბათუმში აბაშიძის გამზირზე – წვიმის გამო სახანძროში 44 ზარი შევიდა

ძლიერი წვიმის გამო დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ამ წუთებშიც [13:15სთ.] გადაუღებლად წვიმს. წყალდიდობის გამო რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში ვერ გადაადგილდება. ავტობუსები პრობლემურ ადგილებს გვერდს პარალელური ქუჩებით უვლიან. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით მათთან 44 ზარი შევიდა. „ყველა გამოძახებაზე ვრეაგირებთ, თუმცა თუ წვიმამ არ გადაიღო, პრობლემები …

ორშაბათიდან ბათუმში შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, კვირას, 23 აგვისტოს ბათუმში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ელჭექით. 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი, ელჭექი. ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით …

აჭარაში კორონავირუსი 3 მძღოლს დაუდასტურდა – 23 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, მეორე მძღოლი კი …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი – 22 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 1100 ლაბორატორიული კვლევის შედეგად აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 პირს. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, მათ კლინიკა დატოვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან, ერთი გახლავთ ქობულეთში გუშინ, 21 აგვისტოს, გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი, ხოლო მეორე იმყოფებოდა კარანტინში. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამინისტროს ინფორმაციით, გუშინვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან …

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია. პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი …

როგორი ამინდი იქნება ჯაზფესტივალზე ბათუმში 21-23 აგვისტოს

21, 22 და 23 აგვისტოსბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. რაც შეეხება ამინდს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ დღეებში ბათუმში უმეტესად მოღრუბლულობა იქნება; მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმაც. ფესტივალს დღეს, 21 აგვისტოს, გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ-ი, რომლის შემდეგაც მსმენელის …

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის კომპანიების დირექტორებს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ …

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გადასახადის გადაუხდელობისთვის გათვალისწინებული საურავისგან, თუ ისინი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფენ ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, …

ბათუმის ორ სკვერში საპირფარეშო ფასიანი იქნება – მერიის ხელახალი აუქციონი

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. ხელახალი აუქციონი მერიამ დღეს, 20 აგვისტოს, გამოაცხადა. აუქციონი 2 სექტემბერს დასრულდება. იჯარის პირობები ამჯერად უცვლელია: საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – …

აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა

ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში. „აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში …

 ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ

ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის. აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები: [checklist] …

20 აგვისტო: აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი აჭარაში ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი. 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი …

გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით. რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება. ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა …

მთავრობა და მერია წინასაარჩევნოდ „ღვაწლმოსილ პიროვნებებს“ ასაჩუქრებს, მათ შორის, ფულითაც

პანდემიის გამო ბიუჯეტში დაკარგული შემოსავლების ფონზე, აჭარის მთავრობამ 48 ათასი ლარი გამონახა საპატიო მოქალაქეების დასაჯილდოებლად, ბათუმის მერიამ კი „დამსახურებულ მოღვაწეებს“ ქალაქის ცენტრში ოფისისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობი გადასცა. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N6-ში, 67კვ.მ ფართობი ბათუმის მერიამ ორი წლით, უსასყიდლოდ ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიას“ გადასცა. მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 13 აგვისტოს …

500 ჩინელი სპეციალისტი ავტობანის მშენებლობაზე მოიწვიეს, ისინი კარანტინს გაივლიან – დეპარტამენტი

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს  ჩამოვლენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საუბარია რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი  პერსონალის ჩართვაზე. „საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე  ჩაერთვება …

Exit mobile version