სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში 8-ის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით

უცხოელი სტუდენტი, ვისზეც განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, 8 დღის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისა. ამასთან: „უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა …

რომელ საწარმოს მიენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა წესი, რომლითაც საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი. განისაზღვრა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოსთვის ნებადართული საქმიანობებიც. საწარმოს, რომელსაც სურს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი, ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ეს ძირითადად ეხება საზღვაო ბიზნესს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია. ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება. „ამ ვადამ გადაიწია …

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა. 615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: …

უცხოეთიდან ჩამოსული და იზოლაციაში მყოფი პირი აღარაა ვალდებული მე-12 დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს

საქართველოში უცხოეთიდან შემოსულ და იზოლაციაში მყოფ პირებს იზოლაციიის (კარანტინი, თვითიზოლაცია) მე-12 დღეს PCR ტესტირების ჩატარების ვალდებულება აღარ აქვთ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციაში თავსდება 8 დღით. იზოლაციაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება უტარდებოდათ იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებდნენ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, ისინი იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ …

ცეკვა ქართულს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ცეკვა ქართული“; დაევალოს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს …

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან? რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. …

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის თანხა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დრომდე „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით კი, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან იგეგმებოდა. „ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავადდა დეტალური პროექტირება, შესაბამისად, გადაიწია გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების თარიღიც. აქედან გამომდინარე, მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – …

პროფსასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა  სწავლის დასრულებამდე გადაუვადდება. ასევე, სკოლის დასრულების წელს გაწვევა გადაუვადდება პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვამდეიმ მოსწავლეს/აპლიკანტს, რომელიც პროფსასწავლებელში აბარებს. კანონში შეტანილი ცვლილებით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: [checklist] „არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ …

ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს

2020 წლის 5 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. ახალი სამსახური რჩება სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დანიშნოს. ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს დეპარტამენტის ფუნქციების და უფლებამოსილებების …

ქვემო ჯოჭოსა და სხვა სოფლებში წყლის მიწოდებას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება – წყალკანალი

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის სტიქიის შედეგად სოფლებში: ქვემო ჯოჭოში, კაპრეშუმში, ფერიაში, სამებასა და ახალშენში, სხვადასხვა დიამეტრის, მთლიანობაში 640 მეტრი წყლის ლითონის მილი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის გოფრირებული მილიც. „ამ სოფლებში მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე… მოვარდნილი უხვი ნალექისა და მეწყრული მოვლენების შედეგად …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესიდეის გაგზავნა ელექტრონულად შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდიდან. ბიზნესიდეის გასაგზავნად ანუ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც …

ქობულეთში მშენებლობაზე ამწე წაიქცა, დაშავდა ერთი პირი

ქობულეთში, ზღვის პირას მიმდინარე მშენებლობაზე ამწე წაიქცა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი: „კაცი ბათუმში, კლინიკაში გადაიყვანეს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე შენობის [ყოფილი „ინტურისტის“] დემონტაჟი მიმდინარეობს. ტერიტორია ეკუთვნის კერძო …

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

ახალი კორონავირუსის სამართავად და პანდემიის გამო გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის გათვლებით, 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯება. „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, რომლის მთლიანი ეფექტიც ხარჯვით ნაწილზე 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, თუმცა 547 მილიონი ლარის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ორშაბათს, 5 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა – აჭარის სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი, ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში: დღისით: …

აჭარის Covid კლინიკებში 61 თავისუფალი საწოლია – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებში სულ 520 თავისუფალი საწოლი და ადგილია. აქედან: [checklist] Covid კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობაა – 61, Covid სასტუმროებში კი, 459 თავისუფალი ადგილია. [/checklist] 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 370 – აჭარაში. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებში ჯამში …

რომელ სტუდენტს დაუფარავს სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს

მთავრობამ იმ სტუდენტების კატეგორია დააზუსტა, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. 1-ლი ოქტომბრის დადგენილებით, დახმარებას მიიღებს ის სტუდენტიც, რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე. ამ დრომდე, სახელმწიფო დახმარება ეკუთვნოდა იმ სტუდენტს, …

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 370 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 4 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი. „90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. …

ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი და გარდაიცვალა 2 პაციენტი. შესაბამისად, საქართველოში, 2020 წლის 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ არის – 8118, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა – 4244, ხოლო გარდაიცვალა 50 პაციენტი; კარანტინის რეჟიმშია – 5392 პირი; სტაციონარში მეთვალყურეობის …

თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა დაავადებულ კარტოფილს უკან გააბრუნებენ – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებულ 25 ტონა კარტოფილს, რომლის ნიმუშშიც, შემოწმების შედეგად კარტოფილის კიბო აღმოჩნდა, უკან, თურქეთში გააბრუნებენ. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი …

პრობაციონერები ბათუმსა და ქობულეთში 1 თვით გათავისუფლდნენ ბიუროში გამოცხადებისგან

ბათუმსა და ქობულეთში რეგისტრირებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში გათავისუფლნი არიან პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებას ხელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე აწერს. ამავე ბრძანებით, აჭარისა და გურიის პრობაციის ბიურო ვალდებულია პერიოდულად, გარკვეული …

48 მილიონი ლარი კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან 48 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გამარტივებულად დახარჯვას ათანხმებს. აღნიშნული თანხა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, საჭიროა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის. თანხა გათვლილია 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით [84 დღე] პერიოდზე. „ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა …

ბათუმში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 5 პირი გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდის მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. საქართველოში, 2 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 7093 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3714 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 43 ადამიანი. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, …

მერია „ნატვრის ხეში“ 50 000 ლარს დახარჯავს – ახალი კონკურსი ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ დასადგამად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა – საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარია. წინა კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად მონუმენტის ხარჯი [პროექტის ბიუჯეტი] ჯამში 50 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ადრე მონუმენტის დადგმას მერია 70 ათასი ლარის ფარგლებში გეგმავდა. „ნატვრის ხე“ ნურიგელის ტბასთან, …

სახელმწიფო 7,8 მილიონ ლარად 87 თეთრ პიკაპს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 87 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 7 899 600 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით: [checklist] 50 პიკაპი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 25 პიკაპი – შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“ 10 პიკაპი კი – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის [/checklist] „წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 …

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის …

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად. რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე …

ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით. „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, …

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება. საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც. „ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ …

აჭარის მუნიციპალიტეტები მგზავრთა გადასაყვანად სპეცრეისებს განსაზღვრავენ

აჭარის მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, კომპანიებს ან საჯარო დაწესებულებებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანისთვის სპეციალური მარშრუტები განუსაზღვრონ. მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მარშრუტით კი, კერძო ან საჯარო დაწესებულებას, უფლება ექნება მგზავრები [ძირითადად თანამშრომლები] რეგულარულად გადაიყვანონ ავტოტრანსპორტით. სპეციალური რეისების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეუთანხმონ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბს. „მუნიციპალიტეტებს ოპერატიულ შტაბთან …

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

„ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაზუსტებული განცხადებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში ჩერდება მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების  მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას …

ბათუმსა და თბილისს შორის მატარებლების მიმოსვლა არ შეჩერდება – საქართველოს რკინიგზა

თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას და 25 სექტემბრიდან მიმოსვლა არ შეჩერდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. „ხვალიდან, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. შეზღუდვების ვადა უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან …

ბაგრატიონის ქუჩაზე ზოგიერთ აბონენტს წყალი ავარიული დაზიანების გამო შეუწყდა – კომპანია

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა ბათუმში შემდეგ ქუჩებს: ბაგრატიონის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე და ბაგრატიონის ჩიხს. კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდება 24 სექტემბრის საღამოს 19:00 საათიდან აღდგება. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების …

რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა. ამ ალგორითმის მიხედვით, COVID 19-ის PCR კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემით: COVID 19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის „112“-ს; „112“, პაციენტის …

Exit mobile version