გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში შაბათამდე, 5 სექტემბრამდე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდი; 5 სექტემბერს კი, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში,
ჰაერის ტემპერატურა, 3 სექტემბერს, სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 27 – 32 გრადუსი,
- ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო;
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი,
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +27 გრადუსია.