გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში უკუღმა დანომრეს

გზის მონაკვეთს, რომელიც ახალ ბულვარის გაგრძელებაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან იწყება და აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის თებერვალში მიანიჭეს. საქართველოს რუკის ფორმის აბრების გაკვრა კი შარშან აგვისტოში დაიწყო მერიამ. პროცესში ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ. როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, ეს ერთადერთი ქუჩაა ბათუმში, რომელიც საპირისპირო მიმართულებით …

რა მოეთხოვებათ სკოლებს მინისტრის ახალი ბრძანებით

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 22 მაისის ბრძანების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შემდეგი წესით უნდა განხორციელდეს: [checklist] სასწავლო პროცესი წარიმართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით; თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური, ელექტრონული ფორმით …

აჭარაში 300-მდე კურსდამთავრებული სავარაუდოდ ოქროს მედალს მიიღებს

განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლის ბოლოს, აჭარაში შესაძლოა 300-მდე ოქროსმედალოსანი გვყავდეს. ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა რესურსცენტრები სავარაუდო რიცხვს მაინც ასახელებენ. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში საჯარო და კერძო სკოლების 135 კურსდამთავრებული ელოდება ოქროს მედალს, ხელვაჩაურში – 28, ქედაში – 18, შუახევში – 20, ხულოში – 35, ხოლო ქობულეთს 60-მდე ოქრისმედალოსანი შეიძლება ჰყავდეს. ზუსტდება …

27 ტრანსგენდერ ქალს მართლმადიდებელი ეკლესია სურსათით დაეხმარა – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალების მძიმე ისტორიების გაშუქების შემდეგ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ტრანსგენდერი ქალების დახმარების სურვილი გამოთქვა. „სატელევიზიო გაშუქების შემდეგ მე დამიკავშირდა ერთი ადამიანი, ვისაც დაუკავშირდა ეს კონკრეტული ეკლესია და ვინც უთხრა, რომ უნდოდა დახმარება ტრანსგენდერ ადამიანებს. მთხოვეს ინკოგნიტოდ დარჩენა, ამიტომ, სამწუხაროდ, ხმამაღლა ვერ ვამბობ, რომელი ეკლესიაა“, …

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 22 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. „ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღესდღეობით ისევ რჩება ქვეყანაში. რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ …

დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

ოთხი ბავშვი მაგიდის ირგვლივ ზის და თამაშობს. მათი ერთი ძმა კი 20 დღის წინ დაიბადა,  საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს და არ იცის, რომ უფროსები მის ირგვლივ და ყველგან პანდემიაზე, სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე  დარდობენ, მათ შორის, მისი ოჯახიც. დედას ბავშვის ბუნებრივი რძით გამოკვება არ შეუძლია, ამიტომ ის ხელოვნურ საკვებზეა. უფროსი შვილები 16 და 17 წლისანი …

რისი უფლება ეძლევათ მასწავლებლობის მაძიებელ პირებს – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, მასწავლებლობის მაძიებელ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში. ამავე ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა წარმატებულად გავლილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, …

13 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ბათუმსა და სხვა 3 ქალაქში

შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად  13 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, …

ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 15 ათას ლარს გადასცემენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისთვის ჯამში 90 ათას ლარს გამოყოფენ აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. აღნიშნული თანხა გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე. თითოეული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად აჭარის მთავრობას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ბოლო ზარი სკოლებში

დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ. მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი. მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც …

ვინ შეიძლება დარჩეს ნიშნის გარეშე სკოლაში და უწერენ თუ არა მოსწავლეებს „არას“

როგორ აპირებენ სკოლები მოსწავლეების საბოლოო შეფასებას, ვინ შეიძლება დარჩეს შეფასების გარეშე და უწერენ თუ არა „არას“ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინსწავლების პროცესში არ ან ვერ ერთვებიან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნატალია მგელაძეს და თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორს თეონა ყაჭეიშვილს ესაუბრა. განათლების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ სკოლებს მოსწავლის საბოლოო შეფასების რამდენიმე …

ინგლისური ენის 30 ამერიკელი ასისტენტი რეგიონების უნივერსიტეტებში 

Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი – „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რომლის ფარგლებშიც აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონებში უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. „ETA-ს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის …

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ხვალ ბათუმში

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში 5 400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირი შეწყდება საღამოს 21:00 საათიდან და ზეგ, 21 მაისს, დილის 12 საათიდან მისი ჩართვა ეტაპობრივად დაიწყება. გაზის მიწოდება შეუწყება ინასარიძის, კობალაძის, ფიროსმანის, აბუსერიძის, გენ. ასლან აბაშიძის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

განიხილავს თუ არა ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის დაწევის საკითხს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად არ მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება. „არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“, …

ბსუ-ს 650 სტუდენტი სწავლის საფასურის გადავადებას ითხოვს

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწავლის საფასურის გადავადების მოთხოვნით 650-მა სტუდენტმა მიმართა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 650 სტუდენტიდან უმრავლესობა ივნისისა და ივლისის სწავლის საფასურის გადავადებას ითხოვს. „დანარჩენი კი ოქტომბრისთვის ითხოვს ვადის განსაზღვრას. უახლოეს დღეებში გამოიცემა რექტორის ბრძანება, სადაც ყველა სტუდენტის ინტერესი იქნება გათვალისწინებული,“ – გვითხრეს ბსუ-ში. Covid19-ის პანდემიის გამო ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური, …

როგორ მიიღებენ დაფინანსებას სტუდენტები ქუთაისის ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს. „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს მხოლოდ სამ საბაკალავრო პროგრამაზე ექნებათ მიღება. ეს პროგრამებია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი. უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მიიღებიან, უცხოელები კი იმ …

ბათუმის ცენტრში რუსეთის მოქალაქის უკანონო მშენებლობას შლიან

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13 ნომერში, უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაიწყო. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა უკვე მოშლილია შუშის კედლები და სახურავი. უკანონო მშენებლობას შპს „გლობალმშენის“ აწარმოებდა.  ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. უკანონო მშენებლობის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია მიმდინარე წლის 9 მაისს გამოაქვეყნა, საგულისხმოა, რომ ეს უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან მხოლოდ ერთი …

მეწყერი ისევ განმეორდება – ქედის მერი

ქედაში, მახუნცეთის დასაწყისში, დელტურსა და რესტორან „ჭადრებს“ შორის გზის მონაკვეთზე,  მეწყერი ისევ ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა, აღნიშნული მონაკვეთი ისევ რჩება რისკის ზონად. რადგან, როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კლდის ფენის ჩამოშლა კვლავ მოსალოდნელია. „გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს რომლის მიხედვით,  მეწყრულ ზონაში ქვების სამი ფენაა განლაგებული. ერთი ნაწილი უკვე …

8 ადამიანი ერთ ოთახში – „დღეს ზეთიც კი გაგვითავდა“ 

„ახლა მოვზილე პური და ზეთი რომ ზეთია, ისიც აღარ მაქვს უკვე სახლში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ პენსიონერი აზა ბერიძე, რომელიც ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე 16 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. აზას გარდა ოჯახში კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. „თუ დამიჯერებთ, არც კი ვიცი რა ვაჭამო ბავშვებს. ორი დღეა თითქმის არაფერი გვაქვს. …

თავისუფალი პროექტების კონკურსი ხელოვნების სფეროში

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში გამოცხადდა ინოვაციური და კრეატიული პროექტების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს. პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 45 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა. საკონკურსო განცხადებების მიღება 5 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურს აჭარის განათლებისა და კულტურის …

ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება მოთავსებული – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან და თარიღებთან დაკავშირებით ემ ეტაპზე ცვლილება არ არის, თუმცა, თუკი იქნება მითითება ეპიდემიოლოგებისგან, შესაძლოა თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს. ჩხენკელის თქმით, ერთადერთი, რაც აუცილებლად შეიცვლება, ის არის, რომ ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ განთავსდება. „გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო, ერთ სივრცეში, ერთ …

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

დღეს, 15 მაისს, განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, განიხილება შეფასების ორი ალტერნატივა, ეს არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. „ეს მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და აკადემიური სტანდარტიც არის შენარჩუნებული. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. …

მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ – გახარია

დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით,  მე-12-კლასელები მიმდინარე სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს, დანარჩენები კი – 15 ივნისს. პრემიერის თქმით, ონლაინგაკვეთილებმა და ტელესკოლის დანერგვამ უზრუნველყო ის, რომ 2020 წლის სასწავლო წელი არ ჩავარდა.  „საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ,  ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა და …

მარნეულში პროდუქტი ულპებათ, ჩვენ საკვები არ გვაქვს – მოქალაქე ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 26 აპრილის შემდეგ ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით ინფიცირების 50-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქ თეთრიწყაროში 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი – 22 ათასამდე. „ბათუმელები“ თეთრიწყაროში მცხოვრებ მოქალაქეს გულიკო შოშიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. „თეთრიწყარო ქვემო ქართლშია და მარნეული და ბოლნისი გვემეზობლება. ამიტომ, როცა ეს ორი რეგიონი ჩაიკეტა, ჩვენ ისედაც შევიზღუდეთ, რადგან …

„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, გარე დაკვირვების გადადებას, რომელიც განათლების მინისტრის 13 მაისის ბრძანებით  განისაზრა,  უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გარე დაკვირვების გავლის სანაცვლოდ პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად, სხვა წინადადება უნდა შეეთავაზებინა. ეს სამინისტრომ არ გაითვალისწინა. მის აზრს ძალიან ბევრი პედაგოგი იზიარებს. რას და რატომ აპროტესტებენ პედაგოგები? ამის შესახებ „ბათუმელები“ გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა, …

„კიბო არ ითმენს“ – ონკოპაციენტები მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას ითხოვენ [პეტიცია]

ონკოპაციენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია – „ევროპა დონა ჯორჯია“ პეტიციას ავრცელებს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ონკოპაციენტთა მკურნალობა სახელმწიფომ 100 პროცენტით დააფინანსოს. „ბათუმელები“ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა მაზანიშვილის ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან. „ჩვენ, ონკოპაციენტები, ისედაც მძიმე და რთულ გზას გავდივართ, როცა კოვიდ 19-ის გამო ჩაიკეტა ქალაქები, დაიხურა …

აბიტურიენტების უმრავლესობამ მესამე საგნად ისტორია აირჩია – გამოცდების ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა.  ისტორია აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა მათემატიკა აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა ბიოლოგია აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა გეოგრაფია აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა ზოგადი უნარები აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა სამოქალაქო განათლება აირჩია 430-ზე მეტმა …

პლაჟზე დაცული უნდა იყოს ადამიანებს შორის დისტანცია – დაავადებათა კონტროლი

დღეს, 13 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები დაისვა ზღვის სეზონთან დაკავშირებითაც. „თვალს ვადევნებთ იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომლებსაც საზღვაო კურორტები აქვთ, თუ რა გამოცდილება აქვთ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს და ისევ და ისევ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რეკომენდაცია იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმის, რომ უშუალოდ ადამიანიდან …

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს წლის ბოლომდე შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 13 მაისის ბრძანებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაიარონ. ამავე ბრძანებაში ასევე წერია, რომ მასწავლებლებისთვის  გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები, განისაზღვრება მასწავლებელთა …

პედაგოგებს 4-კრედიტიან ფასიან ტრენინგებს სთავაზობენ, რასაც სამინისტრო არ აღიარებს

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი ყველა ტრენინგი შეჩერებულია. მათ შორის ისეთი ტრენინგები, რომელთა გავლის შემდეგაც მასწავლებლებს გარკვეული კრედიტქულების აღება შეუძლიათ. ცენტრის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ცალკეული ორგანიზაციები სთავაზობენ პედაგოგებს ტრენინგებს კრედიტქულების მისაღებად, თუმცა არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი ფორმით აღებულ კრედიტქულებს განათლების სამინისტრო არ აღიარებს. …

EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა. „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან …

კარტოფილის მოყვანის უფლება მაინც მოგვცენ – ოჩხამურში მიწის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს, 12 მაისს, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია რამდენიმე წელია იჯარით არის გაცემული, თუმცა, მათი თქმით, მოიჯარე მიწით არ სარგებლობს და ტერიტორია მოუვლელია. „ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ უფლება გავასუფთავოთ, დავამუშავოთ პლანტაცია, რომ …

„არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას“ – „გამჭვირვალობა“ რიჟვაძის განცხადებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმარა  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით და ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად მოიხსენია. „არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედიასაშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, …

რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს? „ტელესკოლა …

თურქეთის საკონსულო სურსათით დაეხმარება მათ, ვინც თურქეთში სამუშაოდ ვერ მიდის

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, იმ ოჯახებს, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოდ წასვლას ვერ ახერხებენ, საკონსულოს ორგანიზებით, 500 სასურსათო კალათს გადასცემენ. როგორც თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ოჯახებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად არჩევენ. „არიან ოჯახები, რომლებიც უშუალოდ საკონსულოს მოგვმართავენ დახმარებისთვის, სხვა შემთხვევაში კი, მუნიციპალიტეტები გვაწვდიან ინფორმაციას. სოლიდარობის ფარგლებში 2 600 სასურსათო კალათა დარიგდა უკვე და 15 ტონა ფქვილი. …

რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული. საუბარია თანამდებობის 6 პირზე. „2019-2020 წლებში წარდგენილ ქონებრივი  დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა …

Exit mobile version