Batumelebi | რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ხვალ ბათუმში რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ხვალ ბათუმში – Batumelebi

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ხვალ ბათუმში

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში 5 400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

ბუნებრივი აირი შეწყდება საღამოს 21:00 საათიდან და ზეგ, 21 მაისს, დილის 12 საათიდან მისი ჩართვა ეტაპობრივად დაიწყება.

გაზის მიწოდება შეუწყება ინასარიძის, კობალაძის, ფიროსმანის, აბუსერიძის, გენ. ასლან აბაშიძის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com