განათლება,მთავარი,სიახლეები

აბიტურიენტების უმრავლესობამ მესამე საგნად ისტორია აირჩია – გამოცდების ცენტრი

14.05.2020
აბიტურიენტების უმრავლესობამ მესამე საგნად ისტორია აირჩია – გამოცდების ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა.

  •  ისტორია აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • მათემატიკა აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ბიოლოგია აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა
  • გეოგრაფია აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ზოგადი უნარები აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • სამოქალაქო განათლება აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ქიმია აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ფიზიკა აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა
  • ხელოვნება აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე.

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას.

ცენტრის ინფორმაციით, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: