რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული. საუბარია თანამდებობის 6 პირზე. „2019-2020 წლებში წარდგენილ ქონებრივი  დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც. მგზავრთა გადაყვანისა …

წელს 4%-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით – საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაიცვალა 12 474 პირი, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13 011) 4%-ით ნაკლებია. შედარებისთვის: 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12 335). „მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში მშობელი სკოლის თანამშრომელია ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს …

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ 502 ათასი ევროს გრანტი მოიპოვა

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიტვური კომპანია Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში სკოლებს მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 502 667 ევროა. მზის ელექტროსისტემების ჯამური სიმძლავრე 327.7 კვტ-ია. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით,  მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 …

საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში პოლიცია 1000 ლარით დაგაჯარიმებთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რა დროსაც იკრძალება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში; შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები …

აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 18 ვეტერანი ცხოვრობს, 9 მაისს მათ სურსათს გადასცემენ

აჭარაში  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 18 ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 14 ბათუმში, 3 ქობულეთში, 1 ვეტერანი კი ხელვაჩაურში ცხოვრობს. წელს, 9 მაისს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში მცხოვრები ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მსვლელობას ვერ მოაწყობენ. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს ვეტერანებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას აპირებენ. „მერიას ვეტერანებისთვის გათვალისწინებული აქვს სასურსათო კალათა. შაქარი, ფქვილი, ხორცი, კარაქი …

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა. „ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების …

შაბათ-კვირას ბათუმში იწვიმებს

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 9 მაისს, ბათუმში იქნება ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. დროგამოშვებით  ძლიერი. მაღალმთაში – ნალექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.დროგამოშვებით: 17-22მ/წმ. ამინდის ტემპერატურა ღამით სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით:  12-17 გრადუსი ღამით: 0-5 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით:  6-11 გრადუსი ღამით: 0-5 გრადუსი ზღვის წყლის პროგნოზი: 16 გრადუსი ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე: 15-25დმ …

74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 7 მაისის 21:00  საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის …

დღეს ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა – აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა

დღეს, 8 მაისს, ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებშიც ექვსი სოფელი შედის, შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ თქვა, შეზღუდვების მოხსნა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ადმინისტრაციული ერთეულების ჩაკეტვის დღიდან, რომელიც 12 აპრილს დაიწყო, კორონავირუსით ინფიცირებული პირების დაახლოებით 570-ზე მეტი კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტი ოპერატიულად იყო გამოკვლეული. „ეს იყო საჭირო …

კვლევები, რომლებიც მოწევას წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია – WHO

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით. „თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული …

ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილი სოფლები გაიხსნება – რიჟვაძე

დღეს, 7 მაისს, თბილისში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქობულეთის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნება. „უკვე ერთი კვირაა აჭარაში აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქობულეთის ოთხი სოფელი 12 აპრილის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია. 4 ადმინისტრაციულ ერთეულში …

ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა – covid 19

დღეს, 6 მაისს, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა „მედალფას“ ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პირები უკვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 17 პაციენტი რჩება სამკურნალოდ. „აქედან ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორი რეანიმაციაში წევს, თუმცა მართვით სუნთქვაზე არც ერთი არ იმყოფება. რამდენიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიდის მათთან ადეკვატური მკურნალობა, რამდენიმე კი პასუხს ელოდება, რომ …

თურქეთის ავიაზახებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა ივნისში განაახლოს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა წერს, რომ სავარაუდოდ, ივნისის თვის მეორე ნახევრიდან თურქეთის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency-ც ავრცელებს. სააგენტო თურქეთის ავიახაზებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში ფრენების განახლებას აპირებს, მათ შორისაა საქართველოც. სააგენტო წერს, რომ Turkish Airlines-მა შეიმუშავა ფრენის გეგმა ივნისში, ივლისსა და აგვისტოში 19 …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას ძამას ხეობაში გლეხების ინტერესები – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ძამას ხეობაში მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ სოფლების საძოვრებისა და მიწების მისაკუთრების  საკითხს ეხმიანება. „ბოლო კვირის განმავლობაში, სატელევიზიო ეთერებით გასულმა სიუჟეტებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ძამას ხეობაში ადგილობრივი ეპარქიისა და სასულიერო პირების ძალაუფლება იდეოლოგიური გავლენების მიღმა, ეკონომიკურ ინტერესებსაც ატარებს და, როგორც ჩანს, ის ძალადობრივი გზების გამოყენებითაც იწარმოება. დომინაციის ეს …

„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკვე მეორედ გახდნენ სიძულვილის სამიზნე. პირველად მაშინ, როცა ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა და მთელი რეგიონი კარანტინში მოაქციეს, სულ ახლახან კი ბოლნისში, სოფელ მუშევანში [დელლარი] მომხდარი ინციდენტი გახდა სიძულვილისა და ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზეზი. „კედელი კი არა, რკინის გალია და კაი ჯოხი უნდა მაგათ,“ – წერს ფეისბუქში ერთ-ერთი …

I-XII კლასელებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ახალი საგანმანათლებლო პროექტი უნდა ამოქმედდეს. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. „ზოგადი განათლების „სკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისთვის, შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც …

მირდატ ქამადაძის პერფორმანსი მერიის წინ – ის სამუშაოდაკარგულების მხარდასაჭერ გეგმას ითხოვს

დღეს, 5 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, მირდატ ქამადაძემ, ბათუმის მერიის წინ პოლიტიკური პერფორმანსი გამართა. მერიის შესასვლელ კარებთან სხვადასხვა სამუშაოს ატრიბუტიკა გამოფინა. მისი განცხადებით, ენმ-ს წევრები  მერიას საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვენ. „აქ წარმოდგენილი ნივთები სიმბოლურად ასახავს იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს და დღემდე ელოდებიან ანტიკრიზისულ გეგმას. საგანგებო მდგომარეობიდან …

აჭარაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით …

რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე – მოსწავლეები დიპლომთან ერთად ატესტატსაც აიღებენ 

2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება. ტრადიციულად, პროფესიული პროგრამებზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყებოდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, წელს მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზაფხულში დარეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებს აგვისტოში ჩააბარებენ, სწავლა კი ოქტომბერში დაიწყება. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, განათლების სამინისტროში, ირინა …

აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი – „ვებსკოლა“ იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ უნდა დაიწყოს. ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. „ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიოჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი …

ბათუმში ჩატარებული 200-მდე ტესტის პასუხი უარყოფითია – covid19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში 200-მდე ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. „აჭარის რეგიონში გვყავს სულ 32 გამოჯანმრთელებული პირი. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ 23 პირი მკურნალობს და ერთი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას,“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისი თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით სულ 36 შემთხვევაა აღრიცხული …

5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს – გახარია

დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან, სამშენებლო სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლება შეუძლია. ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. „ყველა ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან მუშაობას შეძლებენ. თუმცა შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ …

ბათუმში ზღვაში ბანაობენ და პლაჟზე ირუჯებიან [ფოტო]

ბათუმში ზღვაში  ბანაობის “სეზონი გაიხსნა”.  პლაჟზე ხალხმრავლობაა. ზღვაში ბანაობენ როგორც ბავშვები, ისე უფროსი ასაკის ადამიანები. დღეს, 3 მაისს, ბათუმში 17 გრადუსი სითბოა.  ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

ნაირა პაქსაძე მარნეულში, სოფელ მარადისში ცხოვრობს. ის ამ სოფელში გაიზარდა. ოჯახი 16 წლის ასაკში იძულებით შექმნა, რადგან, როგორც გვითხრა, მოიტაცეს. ნაადრევი ქორწინების მიმართ ყოველთვის პროტესტი ჰქონდა და ახლა აქტიურად იბრძვის კიდეც მის წინააღმდეგ. „ბოლოს და ბოლოს, კაცებიც მიხვდნენ, რომ ეს ცუდია და ბოლო 3-4 წელია, ჩვენს სოფელში ნაადრევი ქორწინება არ გვქონია“, – გვითხრა მან. ნაირა …

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ დარეგისტრირდა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი სტუდენტები – 3 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი ცენტრის ინფორმაციით,  პანდემიის მიუხედავად, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. „ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი …

ბავშვთან ქორწინება იყო სისხლის სამართლის 200-მდე საქმეში დანაშაულის მოტივი – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით,  200-მდე სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა, დანაშაულის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო. „აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს,“ – ამბობს შსს. ამავე წყაროს ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე …

ბათუმში Covid19-ისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს, 30 აპრილს, ბათუმში, კლინიკა „მედალფადან“ Covid19-ისგან განკურნებულ კიდევ 3 პაციენტს გაწერენ. როგორც „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ლევან ანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ორი ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთი კი საზღვრის კვეთის შემდეგ, კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს. ლევან ანთაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პირები კლინიკაში დაახლოებით 15-16 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. მათი კლინიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „პნევმონია ჰქონდა სამივე პაციენტს სხვადასხვა …

„ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში ათობით ოჯახი ისევ ელოდება მთავრობის ე.წ. სურსათის კალათის მიღებას. ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცხელ ხაზზე დღემდე აქტიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სასურსათო კალათა ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს ან ჯერ კიდევ არ მიუღიათ. „ამ დროს, აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები, ვინც 3-4-ჯერ მიიღო სასურსათო დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმუნებულებთან ახლობლობენ“, – ამბობს …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილება შევიდა – მინისტრის ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. საქართველოს განათლების მინისტრის 29 აპრილის ბრძანებით, აპლიკანტი შესაძლოა იყოს პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამავე ბრძანების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აპლიკანტი შესაძლებელია იყოს როგორც ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის …

საქართველოში პირველად გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალი – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, Horizon 2020 მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსზე – „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა – CAPTAIN: Science is the Captain გაიმარჯვა და 197 500 ევროს  ღირებულების გრანტი მოიპოვა. პროექტი, სახელწოდებით – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს. „ევროპელ მკვლევართა …

IX-XII კლასების ინგლისურის წიგნებში სამინისტრო 3.6 მილიონს ხარჯავს

საქართველოს განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 3 665 900 ლარის ინგლისურის სახელმძღვანელოებს ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სახელმძღვანელოები მეცხრე და მეთორმეტე კლასებისთვის არის გათვალისწინებული. ხელშეკრულების მიხერდვით, შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენმა“ 73 300 ათასი სახელმძღვანელო  და 103 700 რვეული ახალი სასწავლო წლისთვის არაუგვიანეს 23 სექტემბრისა უნდა მიაწოდოს სამინისტროს. წიგნების შესყიდვაზე 1 535 300 ლარია გათვალისწინებული, ხოლო რვეულებზე …

დაეხმარეთ მათ, ვინც თურქეთში მუშაობდა, ძიძებს, სტუდენტებს – ოპოზიცია აჭარის მთავრობას 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი დაუწუნა. ოპოზიციის განცხადებით, პრიორიტეტების დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კრიზისსა და სიღარიბის დაძლევაზე. ენმ-ის წევრი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე ამბობს, რომ ორი მთავარი პრობლემა – კრიზისი და სიღარიბე, რომლებიც გამოწვია კორონავირუსის პანდემიამ, ნახსენები არ არის. მან დღეს, 29 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა აჭარის ფინანსთა …

ბათუმის 3 ქუჩაზე და ქობულეთის 5-ზე მეტ სოფელში შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. 16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს:  ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე …

როგორ ჩაშალა კორონავირუსმა „ბათუმობა“

აპრილის ბოლო შაბათ-კვირას ბათუმში ქალაქის დღესასწაული, „ბათუმობა“ უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაული წელს ჩაიშალა. „ბათუმობისთვის“ 2020 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, „ბათუმობისთვის“ განკუთვნილი თანხა, ისევ კულტურის ცენტრის ანგარიშზეა, თუმცა ღონისძიებების გაუქმების გამო ბიუჯეტში თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ. „ალბათ დაგვიბარებენ მერიაში და გადავწყვეტთ. რაც არ დავხარჯეთ, …

Exit mobile version