განათლება,მთავარი,სიახლეები

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს წლის ბოლომდე შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

13.05.2020
გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს წლის ბოლომდე შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 13 მაისის ბრძანებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაიარონ.

ამავე ბრძანებაში ასევე წერია, რომ მასწავლებლებისთვის  გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები, განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

ბოლო მონაცემებით, გარედაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდება. ეს აქტივობა აუცილებელია იმისთვის, რომ უფროსმა მასწავლებელმა სტატუსი შეიცვალოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს.

ამავე თემაზე:

შეძლებენ თუ არა პედაგოგები გარედაკვირვების გავლას პანდემიის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: