განათლება,მთავარი,სიახლეები

მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ – გახარია

15.05.2020 • 2463
მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ – გახარია

დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით,  მე-12-კლასელები მიმდინარე სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს, დანარჩენები კი – 15 ივნისს.

პრემიერის თქმით, ონლაინგაკვეთილებმა და ტელესკოლის დანერგვამ უზრუნველყო ის, რომ 2020 წლის სასწავლო წელი არ ჩავარდა.  „საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ,  ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა და აკადემიური წელი არ გამოცხადდა,“- ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის განცხადებით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და პანდემიის მიუხედავად, რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. „რა თქმა უნდა, რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომლებიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა ფორმაზე, მაგრამ განათლების რეფორმა ისევ რჩება მთავრობის პრიორიტეტად,“- განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: