განათლება,მთავარი,სიახლეები

განიხილავს თუ არა ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის დაწევის საკითხს

18.05.2020 • 2447
განიხილავს თუ არა ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის დაწევის საკითხს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად არ მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება.

„არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“, – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრში ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, აბიტურიენტების განთავსების წესთან დაკავშირებით.

„ითქვა, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, მაგრამ, როგორ უნდა განთავსდეს და რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი.

ჯერ არის სამუშაო პროცესი და მიმდინარეობს კონსულტაციები, რადგან ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული და იმაზე მეტს, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“, – ამბობენ საგამოცდო ცენტრის პრესსამსახურში.

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: