აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს. „ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. …
Author Archives: ლელა დუმბაძე
მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს – აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებს 900 ფერმერი და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაიცემა კომპენსაცია. ივნისის შუა რიცხვებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ”
გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე
ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“. “ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან …
Continue reading “გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე”
გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ
„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა ჟურნალისტებთან. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“. „რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, …
ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს
დღეს, 29 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა. დანკო კვარაცხელია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი ოთარ ვარშანიძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბეგლარ კორძაია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა …
„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია
დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“. „როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ შევძელით პანდემიის, ვირუსის რისკების მართვა და ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში საქართველო მიაღწევს საერთაშორისო …
Continue reading “„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია”
მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]
თამილა საგინაძე 10 წლის იყო, როცა პირველად წავიდა სკოლაში. თავდაპირეველად მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათ მცირედმხედველ შვილს განათლების მიღება სპეციალურ სკოლაში შეეძლო. პატარა გოგოსთვის რთული იყო სოფლიდან, მშობლებისგან შორს ყოფნა მისთვის უცხო ქალაქში. ამბობს, რომ ეგონა სამუდამოდ იქ დატოვებდნენ. „როცა სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ და მიჰყავდათ, მე სკოლაში ვრჩებოდი. მეც მინდოდა, რომ მშობლებს ყოველ დღე …
Continue reading “მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]”
ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა დღეს, 27 ივნისს, 22:00 საათზე, Youtube-ზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალი თავის მიმართვაში ამბობს, კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად გაიმართება. „ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID19-ის კრიზისის პერიოდში,“ – ამბობს მომღერალი. ქეთი …
Continue reading “ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს”
საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, განათლების სფეროზე საუბრის დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან, ჯილდოს სანაცვლოდ გასვლის პროცესი, ისევ უნდა გაგრძელდეს. „საპენსიო ასაკის 4 8426 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იყო ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი, ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს და ამასთან, ჩვენ ქართველ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ჯანდაცვის დაზღვევაც. …
Continue reading “საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია”
კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან
გამოვლინდნენ კონკურსის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში” გამარჯვებულები. კონკურსი უფროსკლასელებისთვის საქართველოში ავსტრიის საელჩომ, „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიასთან“ ერთად, ევროპის დღეების ფარგლებში გამოაცხადა. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჯიმი თუთისანი გახდა, ის ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მან პირველი ადგილი გალელ თანატოლთან გაიყო. მისი ვინაობა, როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე …
Continue reading “კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან”
რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შესვლის მსურველებს უფლება აქვთ საგნობრივი გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ჩააბარონ. ეს გამოცდა 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ხოლო იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, საშუალება მიეცათ გამოცდები შესაბამის საგანში ან …
Continue reading “რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში”
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემოდგომაზე ჩაატარებს. ცვლილება შეეხო სპეციალურ მასწავლებლებს. დღეიდან სპეციალური მასწავლებლები პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ოფიციალურად ჩაერთნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. სქემაში შესული ცვლილების მიხედვით: იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც …
Continue reading “პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში”
იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მთავრობა დღეს, 25 ივნისს, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების სახით. „თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის ვადით. რაც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა, განახორციელონ“, – განაცხადა …
Continue reading “იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია”
ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს, 24 ივნისს, დილით იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ას კაცი. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, 23 ივნისს, შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მყინთავები ეძებდნენ.
„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე
„დეპრესიულად ვართ, წარმოიდგინეთ, თითქოს სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა. არაფრის შანსი აღარ გვაქვს, რომ ვაკეთოთ. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა, პერსპექტივა არაა“, – ასეთია შუახევში, სოფელ დაბაძველში მცხოვრები მანანა ქამადაძის განწყობა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამ, აჭარის მთაში მცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვა. ოჯახებში, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმ კრიზისის …
Continue reading “„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე”
დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის. გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება. ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის …
დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი …
Continue reading “დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში”
თუ სკოლა უცხოეთში ან 2011 წლამდე დაამთავრე – დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა გაიზარდა 20 აგვისტოს ჩათვლით. „ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს“. ასევე, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ …
მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში
მომავალი ვარ მე! – ამ წარწერით დღეს, 20 ივნისს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ინსტალაცია გამოჩნდა. ავტორი გასული წლის 20 ივნისიის მოვლენებს, გავრილოვის ღამეს ეხმაურება. „მომავალი ვართ ის ადამიანები, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ვიცავდით ქვეყანას სირცხვილისგან, ვიცავდით თავისუფლებას, სიტყვას და გამოვხატავდით პროტესტს ოკუპანტების წინააღმდეგ“, – ამბობს ინსტალაციის ავტორი. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის …
Continue reading “მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში”
შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის
საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის შეიქმნა პირველი მობილური უფასო აპლიკაცია Cultural Routes Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. ევროპული მარშრუტები: [checklist] ღვინის მარშრუტი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი [/checklist] ლოკალური მარშრუტები: [checklist] ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ გერმანული …
Continue reading “შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის”
„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ 21 სოფელი დააზარალა. დაახლოებით 200-ზე მეტ ოჯახს, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები გაუნადგურა. ხულოში, გუშინ და დღეს, 3 ადმინისტრაციული ერთეულის 15 სოფელი დაისეტყვა. „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნიდან დაუკავშირდა ნანა შაინიძე, რომელმაც თქვა, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია. „ყველაფერი განადგურებულია. ყურადღებას არავინ გვაქცევს. როცა თხილვანის სეტყვის ვიდეო ვნახე თქვენს გამოცემაში, გადავწყვიტე, …
Continue reading “„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში”
აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა
18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია. ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ …
Continue reading “აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა”
მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ, დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართა და რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის დაკავებას გამოეხმაურა. მათი ახლობლები რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ ბათუმში. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის ძმამ აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ახსენა, რომელიც მათ „არჩევნებზე დახმარებას სთხოვდა“. მურმან დუმბაძე ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხზე გამართა. მას დამატებითი კითხვები დავუსვით. ბატონო …
Continue reading “მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე”
რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ
რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა. ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და …
Continue reading “რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ”
ბათუმში ავტოავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, პორტთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 10 წლამდე ასაკის გოგო, რომელიც ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. ასევე, სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო …
რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას
საქართველოს პრეზიდენტის 12 ივნისის ბრძანებით, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ განათლება მიღებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. სხვა შემთხვევაში, ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე, …
Continue reading “რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას”
ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. 300 ლარით დააჯარიმეს. პოლიციის ინფორმაციით, ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. „პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ …
Continue reading “ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს”
„გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია“ – თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია სარფში
დღეს, 15 ივნისს, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სარფში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ სარფის საბაჟო უნდა გახსნას, ან დაასაქმოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, ან თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. „ჩვენ არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს, საზღვარი დაკეტილია და უმუშევარი დავრჩით. გვინდა გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია. რა ვქნათ, მშიერი დავრჩით“, – …
ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული
გამოვლინდა 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. სწორედ ამ ათეულიდან დასახელდება ოქტომბერში 2020 წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელსაც ჯილდოდ 10 ათას ლარს გადასცემენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის ფინალისტები არიან: ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და …
Continue reading “ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული”
ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება
დღეს, 15 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ვისთვის არის სავალდებულო და ვისთვის – არა, საჯარო სივრცეში პირბადეს ტარება. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით პირბადის ტარების სავალდებულო წესი არ შეეხება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მას, ვისაც აქვს სასუნთქი სისტემის პრობლემები, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები ბრონქული ასთმის მქონე პირებს შშმ პირებს იმ …
Continue reading “ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება”
ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე, სადაც ხშირად ნახავთ მხატვრობით გამოხატულ პროტესტს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი ინსტალაცია – Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] გაჩნდა, თუმცა ინსტალაციის სლოგანი განთავსებიდან 2 საათში წაშალეს შავი საღებავით. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. როგორც BIIMO-მ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ინსტალაციების მიზანი მოვლენების …
Continue reading “ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს”
ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა
13 ივნისიდან „ტელესკოლას” ინგლისურის გაკვეთილები დაემატება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) ხუთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. გაკვეთილები სერიალის ფორმატისაა და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება. „ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ …
Continue reading “ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა”
მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან. მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ …
გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს
დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, გარემოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი – მაისურები, წინდები, შორტები და სხვა წვრილმანი ნივთები აჭარის მთავრობის შენობასთან მიიტანეს პროტესტის ნიშნად. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მუნიციპალური ინსპექცია ვაჭრობის საშუალებას არ აძლევს. მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რადგან მათ სავაჭრო ფართობის დაქირავება არ შეუძლიათ, თუმცა თუ არ ივაჭრებენ, ფიზიკურად ვერ იარსებებენ. „სოფლიდან დავდივარ სავაჭროდ, …
Continue reading “გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს”
ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ
ამ წუთებში გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ცდილობენ ვაჭრობის განახლებას, თუმცა მათ მუნიციპალური ინსპექცია ამის უფლებას არ აძლევს. ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მოვაჭრეები ქუჩის სავალ ნაწილს ჩაკეტავენ, მათ დააჯარიმებენ. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მათ საარსებო წყარო აღარ აქვთ და თუ არ მისცემენ ვაჭრობის საშუალებას, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. „დახლი იქირაონ, შევიდენ …
Continue reading “ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ”