რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე მთავრდება. ცენტრის ცნობით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის წარდგენის ვადა. „თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა …

კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც …

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“. მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე …

შემუშავებული იქნება ღონისძიებები – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეროვნული გამოცდების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს, 27 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი უსაფრთხო გარემო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. „ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ეს 3-4-საათიანი გამოცდა იყოს აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური ღონისძიებები. წელს აბიტურიენტებს უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა და ეროვნული …

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა გადაეცემა – რიჟვაძე

დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობამ უკვე დაასრულა მუშაობა საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება. „ამ ბიუჯეტში ნათლად ვხედავთ და ვგრძნობთ იმ მძიმე შედეგებს, რომელიც მოჰყვება კრიზისს როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორებთან მიმართებაში. ტურისტულ სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის …

ბათუმში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

„დღეს გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას“ – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საგანგებო ბიუჯეტს განსახილველად და დასამტკიცებლად. „საგანგებო ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება რესურსები ჯანდაცვის მიმართულებით, იმ მარაგების შევსებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღჭურვისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან …

შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღვიქვათ როგორც კოვიდ-19-ზე გამარჯვება – ჩიქოვანი

27 აპრილიდან დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება და ტაქსებით ოპერირება. ასევე შესაძლებელია ონლაინვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. „აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ …

როდის შეძლებთ სალონში და სავაჭრო ცენტრში წასვლას

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყო. გარკვეული ტიპის საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნისთვის დაწესებულია ორკვირიანი შუალედები, განსაზღვრულია სულ ექვსი ეტაპი. სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე გაიხსნება. რადგან პირველი ეტაპი დაიწყო დღეს, 27 აპრილს და  ეტაპებს შორის ორკვირიანი შეალედებია, ეს ნიშნავს, რომ …

ბსუ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებს

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსს არ შეუჩერებენ. „ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი არ განიხილება. სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას, გთხოვთ, კანცელარიული წესით (online) მოგვმართოთ, რათა ინდივიდუალურად იქნას განხილული თითოეული შემთხვევა და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა“, …

ექიმი, რომელიც Covid19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

საქართველოში, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ოზონოთერაპია პირველად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გამოიყენეს. ოზონოთერაპიით მკურნალობისთვის კლინიკამ  ლადო თალაკვაძე მოიწვია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ლადო თალაკვაძე ოზონოთერაპიის მნიშვნელობასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ლადო, ოზონოთერაპია რამდენად აპრობირებული მეთოდია Covid-19-ის წინააღმდეგ მკურნალობისას და რომელმა ქვეყნებმა …

ბათუმში კოვიდ 19-ს ოზონოთერაპიითაც უმკურნალეს, რაც წარმატებული აღმოჩნდა – ცერცვაძე

დღეს, 25 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა კორონავირუსის მართვაზე იმსჯელეს. დისკუსიის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია, რამაც წარმატებით იმუშავა. „4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს.  თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში …

ქართველი მეზღვაურები კოპენჰაგენში სპეციალური რეისით გაემგზავრებიან

28 აპრილს, 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი,  სპეციალური ავიარეისით თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმიფოებს რეკომენდაცია მისცა, მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. „საკვანძო პროფესიად“ და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე“- ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, …

კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა

StopCov.ge-ის ინფორმაციით, დღეს 25 აპრილის 17:45 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, 139 ადამიანი მიიჩნევა ამ დროისთვის განკურნებულად. ამ დროისთვის ინფიცირების 456 შემთხვევა დადასტურებული. დილის მონაცემებით, 132 პაციენტი მიიჩნეოდა გამოჯანმრთელებულად. თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დიდი მატების მიზეზი გუშინ ჩატარებული აგრესიული …

25 აპრილს 65 პირი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა, 65 მოქალაქე კი დაჯარიმდა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ დააჯარიმა 20 პირი. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ასევე, გამკაცრებულია …

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს

შსს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. შშ ინფორმაციით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“. ამავე …

დღეს, 25 აპრილს, შშმ ბავშვებისთვის ტელეგადაცემა დაიწყება

Unicef Georgia-ს ინფორმაციით, დღეს, 25 აპრილს, შშმ ბავშვებისთვის ტელეგადაცემა „მშობლის დრო“ დაიწყება. გადაცემა კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებენ. ამავე წყაროს ცნობით, ტელეგადაცემის თემები მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, ქცევის მართვის სტრატეგიებს, აკადემიური უნარების განვითარებას, მშობლების მხარდაჭერას …

ტერმინალი მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს

შპს „ბათუმის საერთაშოროსო საკონტეინერო ტერმინალი“ მუშების სამუშაოდან დათხოვნას არ ადასტურებს.  ტერმინალის განცხადებით, მუშები სხვა კომპანიას ჰყავს დაქირავებული და არა მათ. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მუშები, რომლებიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ სამუშაოდან გაუშვეს, დაქირავებული ჰყავს შპს JTI GROUP -ს. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ტარიელ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ  საერთაშორისო საკონტეინერო კომპანიას მუშახელს თვითონ აწვდის, თუმცა ამბობს, რომ მუშები …

დაეხმარება თუ არა სახელმწიფო მშობლებს კერძო სკოლის გადასახადის დაფარვაში

დღეს, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ და რამდენით დაეხმარება სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. გეგმის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიას ბრიფინგზე შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა კერძო სკოლებსაც. კერძოდ – დაეხმარება თუ არა სახელმწიფო იმ მშობლებს, ვისაც შვილები …

ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება – გახარია

„სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება “- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა. ამიტომ, აკედიმური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება“-განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული …

თვეში 200 ლარს მიიღებს ის, ვინც სამსახური დაკარგა – გახარია

დღეს 24 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც კრიზის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. „რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ …

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან მუშები დაითხოვეს

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიდან 25 ადამიანი დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. „ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო დღეს ტერმინალში მისული და შესასვლელში, სადაც დაცვის პოლიცია დგას, გამოკრული იყო იმ ადამიანების სია, ვინც სამუშაოდან დაითხოვეს. უთხრეს, რომ ამ პირებზე საშვი აღარ დაიშვებაო, – გვითხრა ლევან ჯაფარიძემ. ის ქობულეთში ცხოვრობს და საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახურში …

ნებისმიერ პრეტენდენტს დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა – ქობულეთის მერი

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმარა, სადაც  საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები იკვეთება.  აღნიშნულ კვლევაზე დღეს 23 აპრილს, წერდა „ბათუმელებიც“. მირიან ქათამაძე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ხდება მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. „იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი …

„წნევის წამალი მჭირდება, ცხელ ხაზზე 16-ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს“- სოფლებში საშვის გარეშე 

სოფელ მახინჯაურში მცხოვრები ნარგულ ლაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცხელ ხაზზე [144-ზე] 16-ჯერ დარეკა, თუმცა დაკავშირება მაინც ვერ მოახერხა. ნარგულს და მის მეუღლეს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებათ, მაგრამ სოფლიდან ავტომანქანით ვერ გამოდიან. „მანქანა არის ოჯახში, თუმცა საშვი არ გვაქვს. არავის არ აქვს სოფელში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაბაში ან ქალაქში გავიდეს და წამლები მაინც მოვიტანოთ. მე და ჩემი …

შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე

დღეს, 23 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჯარში, თუმცა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. „არის შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ინფიცირებულია ასევე 20-მდე ექიმი და ეს იყო მოსალოდნელი, ამის გამო იყო დაგეგმილი ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება და ზოგადად, ამ …

ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ქობულეთის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფციის რისკები იკვეთება. კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარაუდოდ, არგებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნის“ ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს. ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის …

ბათუმში კოვიდ 19-ის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 23 აპრილს, კოვიდ 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა. ერთი ინფიცირებული სარფის საბაჟოდან არის შემოსული, არც ერთ მათგანს მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო 102 ლაბორატორიული ნიმუშიდან მხოლოდ ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ …

ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა გაორმაგებულია – საფარი

შსს სამინისტრო ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართვიანობა გაორმაგდა. „როცა მოძალადე და მსხვერპლი 24 საათი ერთ სივრცეში არიან, ფსიქოლოგიური, ემოციური ფონი უფრო მეტად დამძიმებულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბაია პატარაია, „საფარის“ დამფუძნებელი. მისი თქმით, კარანტინის დღეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილი თავს …

ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

„ბათუმელებს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში ამ დრომდე არ მიმდინარეობს ონლაინსწავლება. „მხოლოდ ფორმალურად განაცხადეს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება, გასაცემია ხელფასების ძველი დავალიანება. საკმაოდ დიდი თანხა“, – გვწერს პირი, რომელიც ამბობს, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად 1-ელ მარტს შეაჩერა. ამის შესახებ ვებგვერდზეც აქვს ინფორმაცია …

სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამა GLOBE დაინერგება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამას განათლების სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ. პროგრამა საპილოტეა, რომლის ფარგლებშიც ხუთი სკოლა უნდა შეირჩეს, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის …

ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

ბათუმში 215 ბავშვი მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბათუმის მერიის ორივე პროგრამა, რომლითაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სარგებლობენ, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა, შეჩერებულია. „ბათუმელებს“ აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზუსტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა ბავშვებთან. სპეციალისტის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ იმის თაობაზე, რომ თუკი სპეციალისტები …

სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში ამ სემესტრში აღარ განახლდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც სასწავლო პროცესი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სკოლის შენობებში აღარ განახლდება. მთავრობის თავდაპირველი განკარგულებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რადგან საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, შესაბამისად, ვერც სკოლებში განახლდება სწავლება. „სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ასე გაგრძელდება“ – გვეუბნებიან …

სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან

ქობულეთში, სოფელ გვარაში მცხოვრები რიმა შაინიძე ამბობს, რომ ჩაკეტილ სოფელში მოსახლეობას პროდუქტებისა და წამლების მარაგი ამოეწურა. სოფელი კვირაზე მეტია კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია. რიმა შაინიძის თქმით, მოსახლეობისთვის სოფლის ჩაკეტვა მოულოდნელი იყო, ამიტომ პროდუქტების მომარაგება ოჯახებმა ვერ მოასწრეს. „ფქვილის მარაგი მეწურება, წამლები აღარ გვაქვს. ოჯახში ორი პენსიონერი გვყავს, ერთს პერიკარდიტი აქვს და მედიკამენტები მუდმივად სჭირდება. ეს …

შეძლებენ თუ არა პედაგოგები გარედაკვირვების გავლას პანდემიის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გარედაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდებოდა, თუმცა ეს პროცესი სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო გადაიდო. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ მოახერხებენ პედაგოგები სტატუსის ამაღლებას ამ სავალდებულო აქტივობის ჩატარების გარეშე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ გარედაკვირვების გავლა პედაგოგებს 2021 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლებათ. „შექმნილმა მდგომარეობამ შეუშალა პედაგოგებს ხელი გარედაკვირვებაში, მაგრამ როგორც კი აღდგება სასწავლო …

გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს

20 აპრილს, გამთენიისას, გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს – ფაქტს „ბათუმელებთან“ შს სამინისტროში ადასტურებს. ქურდობის ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში გამთენიისას შევიდა. პოლიციას ფაქტის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ დაკავებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ტელევიზორი. სხვა დეტალები ზუსტდება,“- გვითხრეს შს სამინისტროში.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 ადამიანი დაჯარიმდა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათი კიდევ 139-მა ადამიანმა დაარღვია, რის გამოც, ქვეყნის მასშტაბით, 85 მოქალაქე დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის მოთხოვნა დაარღვია 19-მა მოქალაქემ. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 35 პირი დააჯარიმეს. თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს …

ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ვ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული 9-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აცხადებს შს სამინისტრო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, …

Exit mobile version