განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

17.09.2024 •
აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარაში წელს 20 სკოლაში პირველკლასელები აღარ ჰყავთ.

2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს შუახევის მუნიციპალიტეტის 11 სოფლის სკოლას.

ეს სოფლებია: გოგაძეები, ცინარეთი, ჭალა, ხაბელაშვილები, ნაღვარევი, სხეფი, წაბლანა, ლომანაური, ტაკიძეები, გომარდული და ვანი.

ამავე მუნიციპალიტეტში ცხრა სოფლის – ჟანივრის, ტომაშეთის, კარაპეტის, ბრილის, ინწკირვეთის, წყაროთას, ჭვანის, გოგინაურის და ქიძინიძეების სკოლებს კი მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავთ კლასში.

ხულოს მუნიციპალიტეტში 5 სკოლაა, სადაც ასევე არ ჰყავთ პირველკლასელი. ეს სკოლები მდებარეობს შემდეგ სოფლებში: გელაურა და პარტნარი – ამ ორ სკოლაში არც გასულ წელს ჰყავდათ პირველკლასელები და არც წელს ჰყავთ, დიდი რიყეთი, ძირკვაძეები და სკვანა.

ქედაში წელს სამი სოფლის სკოლა დარჩა პირველკლასელების გარეშე: მეძიბნის, აგარისა და აქუცის სკოლები.

ასევე ქედაში სოფელ ნამონასტრევის სკოლა დაიხურა, სადაც ბოლო წლებში 1 ბავშვი სწავლობდა მხოლოდ.

მილევადია სკოლა სოფელ ჯალაბაშვილებშიც, სადაც მეორე კლასში მხოლოდ 1 ბავშვი ჰყავთ.

ქობულეთში სოფელ აჭის საჯარო სკოლას აღარ ჰყავს პირველკლასელი. სხვა სოფლის სკოლებში კი, როგორც რესურსცენტრში გვეუბნებიან, 2-ზე მეტი პირველკლასელია.

რაც შეეხება ხელვაჩაურს, აქ მხოლოდ სოფელ გორას საჯარო სკოლაშია ერთი პირველკლასელი, დანარჩენი სოფლის სკოლებს კი 6-ზე მეტი პირველკლასელი ჰყავთ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: